„ვიქტორიას სიკრეტის“ ცნობილი მოდელი ქართველი დების შექმნილი სამოსით გამოჩნდა (ფოტოები)

„ვიქტორიას სიკრეტის“ ცნობილი მოდელი ქართველი დების შექმნილი სამოსით გამოჩნდა (ფოტოები)

„ვიქტორიას სიკრეტის“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახე, მოდელი ქენდის სვეინპოლი ქართველი დების მიერ შექმნილი ბრენდის Mach & Mach სამოსით პოზირებს. ქენდისი ქართული ბრენდის ახალი კოლექციიდან გამჭირვალე ორეულით „ვიქტორიას სიკრეტის“ შოუსწინა წვეულებაზე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ „მაჩ ენდ მაჩის“ ახალი, 2018 გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია დებმა მაჭარაშვილმა ჯერ რუსეთში, შემდეგ კი თბილისში აჩვენეს – ორივეგან მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ კოლექცია როგორც ყოველთვის, მბზინავია და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. „მაჩ ენდ მაჩის“ ხელწერა სწორედ ძალიან ბრჭვიალა ქსოვილებით მუშაობაა.ფოტოები

სიახლეები/

|

November 30, 2017 / 2:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიამ ვაშაძის ულამაზესი ნაძვის ხე (ფოტო)

მარიამ ვაშაძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი ულამაზესად მორთული ნაძვის ხეა გადაღებული. ნაძვის ხე მისაღებ ოთახში დგას და კარგად ეხამება კრემისფერსა და ოქროსფერს, რომლებიც სახლის მთავარი ფერები გახლავთ. ბინის დიზაინზე ტელეწამყვანის მეუღლემ, ვანო ბენიძემ იზრუნა, მარიამმა კი სულ ბოლოს შეაფასა. სხვათა შორის, რადიო „ფორტუნა“ გადაცემით „33 კითხვა ფორტუნასგან“, მარიამს მცირე ხნის წინ ესტუმრა შინ. […]

ოთო ფოლადაშვილი: „ირინკას არ ვაძლევ საშუალებას, რომ რამე არ გამოუვიდეს, ვაწამებ და ვაწვალებ!..“

ოთო ფოლადაშვილი და ირინკა კავსაძე – „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ამ სეზონზე. წინ პროექტის ნახევარფინალი და ფინალია. ირინკა და ოთო ყველა ჯერზე ახერხებენ მაყურებლის გაოცებას და შემდეგ ორშაბათსაც შეეცდებიან, ორიგინალური ილეთებით გააკვირვონ საზოგადოება. კაფე „ორანჟერეას“ ეზოში, რომელიც ულამაზესად არის მორთული საახალწლოდ, წყვილმა სიამოვნებით იპოზიორა ჩვენი ფოტოკამერის წინ… ერთ-ერთი ფავორიტი წყვილის ნომერსაც შეგახსენებთ: 0903300330. ირინკა, ოთო […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

გიორგი ქებურიას სათვალით თავს „ვიქტორია სიკრეტის ანგელოზი“ იწონებს

გიორგი ქებურიას სათვალეები აქტუალურობას არ კარგავს. ჯერ იყო და ეპატაჟურმა მომღერალმა, ლედი გაგამ ქართველი დიზაინერის კოპლებიანი კაბა ჩაიცვა. შემდეგ კი ყველა საერთაშორისო მოდური გამოცემა გიორგი ქებურიას სათვალეებზე ალაპარაკდა. ჯიჯი ჰადიდის, სლიკ ვოდსისა და კორტნი კარდაშიანის შემდეგ გიორგი ქებურიას სათვალეები შვედმა მოდელმა და ვიქტორია სიკრეტის ანგელოზმა, ელზა ჰოსკმა მოირგო. მოდელმა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც […]

კეტი პერიმ ქართული ბრენდის სამოსი კვლავ მოირგო

კეტი პერი მცირე ხნის წინ ქართული ბრენდის „Mach & Mach“-ის 2017 წლის კოლექციიდან თავის ლაივ-გამოსვლაზე ვერცხლისფერი სამოსი მოირგო. ნინა და გვანცა მაჭარაშვილების მიერ რამდენიმე წლის წინ დაარსებული  ბრენდი, რომელიც ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და საქორწილო კაბებზეა ორიენტირებული, მსოფლიო ვარსკვლავის ყურადღებით განებივრებულია. კეტი პერიმ ახლახან ისევ მოირგო ქართველი დების სამოსი – ერთ შემთხვევაში შეხვედრაზე, სადაც მათ მიერ შექმნილი […]

“Victoria’s Secret – ის“ ანგელოზი, თამუნა ინგოროყვას სამოსში

ქართველი დიზაინერები მსოფლიოს წამყვანი მოდელების ყურადღების ცენტრში, სულ უფრო აქტიურად ექცევიან. წარმატებული დიზაინერი, თამუნა ინგოროყვა მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სოციალურ ქსელში "ვიქტორია სეკრეტის“ მოდელის, დაუცენ კრუსის ფოტო გავრცელდა, სადაც "ვიქტორია სეკრეტის“ სახეს, თამუნა ინგოროყვას, მიერ შექმნილი თეთრი კაბა აცვია. "მიუზიკ ბოქსი“ თამუნა ინგოროყვას დაუკავშირდა

ანა შელიას მორიგი წარმატება ევროპაში

თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს "ჯეომოდელსის“ მოდელი, ანა შელია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. ანა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის "Divine“-ს სახე გახდა. მისი ბილბორდები ევროპის ქვეყნების ქუჩებში, რამდენიმე დღის წინ გააკრეს. როგორც ანამ "მიუზიკ ბოქსს“ განუცხადა "Divine“-ს ბრენდისთვის ის შარშან გადაიღეს, ანა გადაღებებისთვის ლონდონში იმყოფებოდა.

თაკო ნაცვლიშვილი ბრიტანული “cosmopolitan”-ის ფურცლებზე მოხვდა

ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილს, თაკო ნაცვლიშვილს საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ის წარმატებული მოდელია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. თაკომ სულ ცოტა ხნის წინ, "Victoria's Secret"-ის კასტინგში მიიღო მონაწილეობა და მომავალ წელს, თეთრეულის წამყვანი ბრენდის შოუზე ვიხილავთ. თაკოს დედამ, ნინო ცქიტიშვილმა, სოციალურ ქსელში ბრიტანული "cosmopolitan"-ის ფოტოები გამოაქვეყნა. ჟურნალის ამ თვის ნომრისთვის თაკო გადაიღეს.

რეკლამა