ვინ ურჩევს საქმეს ინგა გრიგოლიას – „წარმოუდგენელი ამბავი მჭირს…“

ვინ ურჩევს საქმეს ინგა გრიგოლიას – „წარმოუდგენელი ამბავი მჭირს…“

ინგა გრიგოლიამ პოლიციაში განცხადება შეიტანა ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე. ტელეწამყვანმა ჩვენებაც მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით. ორად გაჭრილი ლეკვის ფოტო, რომელიც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში იპოვეს, გლდნაში მცხოვრებმა ბიჭმა საკუთარი „ფეისბუქის“ გევრდზე გაავრცელა, რის შემდეგაც ის ტელეწამყვანმა ნახა და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდა, თუმცა პირველ რიგში, თავად იაქტიურა და პოლიციამ საქმე აღძრა. დღეს ტელესახე წერდა, რომ ის მეორედ დაიბარეს გამოკითხვაზე, მანამდე კი პოლიციაში ის ბიჭი დაიბარეს, რომელმაც ლეკვის ფოტო „ფეისბუქზე“ ატვირთა. ამის შემდეგ, როგორც ინგა გრიგოლიას მიერ ახლახან გამოქვეყნებული სტატუსიდან ირკვევა, ბიჭის დედა მას „ფეისბუქზე“ საქმეს ურჩევს.

 

ინგა წერს:

„წარმოუდგენელი ამბავი მჭირს, იმ ბიჭის დედა მირჩევს საქმეებს ფბ-ზე, ვის გვერდზეც პირველად დაიდო ლეკვის სურათები. როგორ გაბედე და დასქრინეო… ჟურნალისტურ ეთიკაზე და რაღაც სისულელეებზე მელაპარაკება. ოღონდ არც ერთ გადაცემაში და ინტერვიუში იმ ბავშვის გვარი და სახელი არ მიხსენებია… არც ერთში, თუმცა გამოკითხვისას პოლიციას მოვუყევი… იმას კი არ კითხულობს, შვილის გვერდზე რომ გაჩნდა ეს სურათები. მე მირჩევს საქმეებს. იმედია, ბოლოს მე არ გამოვალ დამნაშავე, რატომ შევიტანე განცხადება პოლიციაში“

სიახლეები/

|

November 16, 2017 / 5:52 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ინგა გრიგოლიას ქალიშვილის ქორწილის ყველა საინტერესო დეტალი (ფოტო+ვიდეო)

ინგა გრიგოლიას ქალიშვილს 8 ოქტომბერს ქორწილი ჰქონდა. მისი რჩეული ნიკოლოზ გამეზარდაშვილია. ახალგაზრდები დიდი ხანია, შეყვარებულები არიან და თავიანთი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახის მიცემა გადაწყვიტეს. როგორც ინგა გრიგოლიამ „პროფილში“ სტუმრობისას განაცხადა, სიძესთან ბევრი საერთო ინტერესი აკავშირებს და ნიკოლოზი ძალიან მოსწონს. ტელეწამყვანი სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, ზურაბ გამეზარდაშვილს დაუნათესავდა. ინგა გრიგოლია ქორწილის წინ ძალიან ღელავდა. მან სტუმრებსა და […]

ინგა გრიგოლიას მაია ასათიანს: “ეს რა მიქენი…”

“პროფილის” მეოცე სეზონის გახსნას სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. განსაკუთრებული გამოდგა მაია ასათიანია ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან და ინგას მცირე ინტერვიუ – მაიასთან, როცა ტელესახეებმა ის თქვეს, რისი თქმაც დიდი ხანია, სურდათ… მაია ასათიანის მონოლოგმა იმასთან დაკავშირებით, რატომ აგრძელებს ცხოვრებას ერთადერთი შვილის გამო, არაერთ მაყურებელს მოჰგვარა ცრემლი. აცრემლებული თვალები ჰქონდა თავად მის რესპონდენტსაც, ინგა გრიგოლიას. მოგვიანებით […]

ინგა გრიგოლიას ქალიშვილმა გოგონების წინასაქორწინო წვეულება დედის გარეშე მოაწყო (ფოტოები)

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თხოვდება. ტელეწამყვანი ძალიან ბედნიერია და თავის სიხარულს ყველას უზიარებს. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებზეც მისი გოგონა, მარიამია გამოსახული. მარიამმა თავის დაქალებთან ერთად გოგონების წინასაქორწინო წვეულება მოაწყო. მას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, სალომე ბაკურაძე და ანი და ლიკა ქორქიები, რომლებიც მარიამის ახლო მეგობრები არიან. როგორც ირკვევა, ამ შეკრებამ მარიამის ცნობილი დედის […]

ხმები ინგა გრიგოლიას გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებული აღმოჩნდა – „მე მომკლეს, ბაბუ…“

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია აქვეყნებს ერთ-ერთი საიტის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც მკითხველს მისი გარდაცვალების შესახებ ატყობინებენ. ტელეწამყვანი, რომელიც სრულიად ჯანმრთელი და საღ-სალამათი გახლავთ, თავად ეხმაურება ამ „ინფორმაციას“ და წერს: „მე მომკლეს, ბაბუ… საგიჟეთში ვცხოვრობ პრაქტიკულად, თანაც, არა მხოლოდ მე“. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზოგიერთი საიტი თავს უფლებას აძლევს, გაავრცელოს რომელიმე ცნობილი ადამიანის გარდაცვალების მოგონილი […]

ინგა გრიგოლიას დაკარგული ჩანთა რამდენიმე წუთში დაუბრუნეს

ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას ჩანთა დაეკარგა, სადაც ყველა საჭირო ნივთი, საბუთები და ფული ედო. ამის შესახებ მან სოცუალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა. ტელესახე წერდა: „დავკარგე ჩანთა, საბუთებით, ფულით, ყველა საჭირო ნივთით. ჰოდა, დავრჩი ასე ცარიელ-ტარიელი (((( თუ ვინმე იპოვის, საბუთებიც ძალიან მჭირდება და ფულიც და ეგებ, გამიხსენოთ“ რამდენიმე წუთში ინგამ სხვა სტატუსი გამოაქვეყნა, საიდანაც გაირკვა, რომ ტელეწამყვანს […]

რეკლამა