ვინ გააღიზიანა ნატალია ყულოშვილი: „ბიძაჩემის ღიპი მირჩევნია მაგის აზროვნებას…“

0
5029

რუსთაველის თეატრის მსახიობი, „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, ნატალია ყულოშვილი კოლეგის, ბახალას მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ უკვირს, რატომ არ აწერს ზოგეირთი მისი „ფეისბუქ“-მეგობარი პეტიციას გიორგი გიორგანაშვილის გასათავისუფლებლად.

ნატალია აღნიშნავს:

„2 დღის წინ ჩემს ჩემს ფბ მეგობარს გავუგზავნე ლინკი ბახალას ამბავთან დაკავშირებით ხელის მოსაწერად… ცოტა ხანში მწერს: ერთ რაღაცას გკითხავ უბრალოდო – დარწმუნებული ხარ, რომ ჩაუდეს, თუ ადამიანურ პონტში ეხმარებიო…

ცოტა დავიბენი, ჯერ ერთი დარწმუნებული ვარ და მეორეც, რომც ჰქონოდა, კლუბური ნარკოტიკისთვის როგორ შეიძლება ადამიანი ციხეში ჩასვა-მეთქი?!!… არა, კიო, მარაოო… კანონში რო წერიაო, უნდა დაემრჩილოო, ისაო, ესაოო..

ვეუბნები, მთელ ქვეყანას ჩადებული და გადებული არ გვაქვს, ასეთი ნარკოპოლიტიკა რომ გვაქვს ქვეყანაში-თქო?!! მეტი ჩადება რაღა გინდა, საპროცესო გარიგებებით ამდენ ფულს შოულობენ-მეთქი?? რიგ მუსიკალურ ფესტივალებზე თვალს ხუჭავენ, რო ვითომ არ იციან ნარკოტიკების შესახებ და ბარემ ჩამოუარონ ყველას… ვისაც უნდა, მაინც შოულობს ნარკოტიკს და ეს ყვლეფა და ძალადობა, ჩადება არ არის სახელმწიფოს მხრიდან-მეთქი?!! ევროპაში და ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში მომხმარებლობა არ ისჯება (მარაზმია და იმიტომ) და აქ ბიუჯეტს ავსებენ მაგით!!!

მე არ მაწყობსო ლეგალიზება მაინცდამაინცო… შენ არ გაწყობს რას ნიშნავს ერთი?! ვეკითხები უკვე გაგიჟებული… ასე ყველამო რო იყიდოსოო. ვეუბნები, ვისაც უნდა ისედაც ყიდულობს და ვისაც არ უნდ,ა არც გაუსინჯავს-მეთქი… და საერთოდ, რა სისულელეებს ამბობ-მეთქი. არა კი მოგყვებიო, ორმაგი სტანდარტები აქვთ ნამდვილადო, მარა კანონში რო წერიაო მაინცო… და კანონია ზუსტად დამღუპველი და მჩაგვრელიი…

ისე ჯიპზე ზის, კი და ევროპიებშიც დადის, რო ჰკითხო, პრადვინუტია და გრუზინი ვაფშეე არა, იმიტომ რომ ქართველი კაცებისგან განსხვავებით, ღიპი არ აქვს და ვარჯიშობს (ისიც არასწორად)))… ბიძაჩემის ღიპი მირჩევნია მაგის აზროვნებას.

აი, ასეთია 90% სამწუხაროდ. ვითომ ვითომ ტიპები. და რომელ გახსნილობაზე და გადახსნილობაზეა საუბარი? ევროპა არა კვახი…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here