ვინ არის ტეილორ სვიფტის ახალი მეგობარი?!

ვინ არის ტეილორ სვიფტის ახალი მეგობარი?!

ტეილორ სვიფტმა ახალი მეგობარი იპოვა – მისი სახელია ბლეიქ ლაივლი, ცნობილი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა “Gossip Girl”-ში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. მსახიობი ტეილორის კონცერტს ავსტრალიაში დაესწრო და მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ გოგონებმა მთელი დღე ერთად გაატარეს, გასართობ პარკებშიც ისეირნეს, როლერ კოსტერებზეც დასხდნენ და კენგურუებთანაც კი სცადეს სელფის გადაღება.

როგორც ჩანს, ავსტრალიის მკვიდრ ცხოველს ბლეიქთან დროის გატარება დიდად არ ესიამოვნა და ლიავლის შეთავაზებულ ნუგბარზეც უარი განაცხადა. თუმცა, მსახიობმა ინსტაგრამის საშუალებით თავისი კენგურუს და ტეილორის ფოტომ მაინც გააზიარა და სვიფტს ხუმრობით შეშლილი ფანიც კი უწოდა.

საერთო ჯამში, გოგონებმა მხიარული დასვენების დღის ყველა დეტალი ფანებს დიდი სიამოვნებით გაუზიარეს და მეორე დღეს უკვე ტრადიციულ მძიმე გრაფიკს დაუბრუნდნენ.

სიახლეები/

|

December 10, 2015 / 12:48 am

TOP სიახლეები

ვიდეო: ლელა წურწუმია გადაცემის წინ პინგ-პონგს თამაშობს

ასე გაჰყავს დრო გადაცემის დაწყების წინ ლელა წურწუმიას. ვიდეო მისი გადაცემის “მხოლოდ ლელასთან” სოქსელის ანგარიშზე გამოქვეყნდა. როგორც ლელა ვიდეოში ამბობს, მაგიდის ჩოგბურთს პირველად თამაშობს. (ვიდეო)

მატილდა გვარლიანი Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს

პოპულარული ქართველი მოდელი, მატილდა გვარლიანი კიდევ ერთი პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდის რეკლამაში გამოჩნდა. ის Fendi-ს სათვალის რეკლამაში გადაიღეს. ფოტოები უკვე გამოქვეყნდა. Fendi-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი, სილვია ვენტურინი ფენდია, ხოლო ფოტოგრაფი: ივან ფაბინგი. (ფოტოები)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Beyoncé პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში მოხვდა

2016 წელიც ნელ-ნელა მიილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მისი შეჯამება შეგვიძლია. ჟურნალმა “ფორბს“-მა არაერთხელ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეძლო გასული წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოსავლის დაგროვება. ამჯერად კი მსგავს რეიტინგს ჟურნალი “Vanity” აქვეყნებს. გამომცემლობამ გადაწყვიტა, პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ვინაობა დაედგინა. პირველი ათეული ცხადია ბიზნესმენებს, მედიამაგნატებს და სხვადასხვა პოპულარული რესურსის დამფუძნებლებს დაეთმო. […]

სელენა გომესი ინსტაგრამის რეკორდსმენი გახდა

მომღერალი სელენა გომესი გახდა ინსტაგრამის პირველი მომხმარებელი, რომელმაც სოციალურ ქსელში, გამომწერების 100 მილიონიანი არმია მოაგროვა.

ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი წარმოადგინა

ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი წარმოადგინა. "Out Of The Woods" - ასეთი გახლავთ სიმღერის სახელწოდება, რომელიც მუსიკოსის 2014 წლის ალბომის, "1989", რიგით მეექვსე სინგლი გახლავთ.

ტეილორ სვიფტს საავტორო უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს

ტეილორ სვიფტი, რომელიც ძალიან ხშირად გამოდის საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით და ფრაზები, "Blank Space" და "Swiftmas" დააპატეტნა, თავად აღმოჩნდა სხვისი უფლებების დამრღვევი, ცოტა ხნის წინ ამერიკელ მუსიკოსს მხატვარმა, ელი ბურგიერესმა ღია წერილი უძღვნა და მომღერალი ნამუშევრის მოპარვში დაადანაშაულა.

American Music Awards 2015-ის რჩეულები – ვინ გახდა დაჯილდოების ტრიუმფატორი?!

ლოს ანჯელესის მაიკროსოფთის თეატრმა 2015 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს წამყვანი ჯენიფერ ლოპესი გახლდათ, რომელმაც შოუს მსვლელობისას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი უჩვენა მაყურებელს. რაც შეეხება AMA-ს რჩეულებს - როგორც იცით ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტი იყო წარდენილი, სწორედ მასვე ერგო ყველაზე მეტი, ანუ სამი ჯილდო.

რეკლამა