ვინ არის ალექსანდრა პაიჭაძის შეყვარებული?

ვინ არის ალექსანდრა პაიჭაძის შეყვარებული?

ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებამ პოდიუმიდან გაიცნო. მას საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა ჰქონდა და უცხოეთშიც მუშაობდა, თუმცა ბოლოს მაინც საქართველოში დაბრუნდა. ალექსანდრა ყოველთვის აღნიშნავს, რომ მოდელობა მისთვის უბრალოდ ჰობია. ის ჯერ “ჯი დი ეს-ზე” მუშაობდა, ამჯერად კი ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას, ტელეიმედზე ეწევა. ალექსანდრას მიმართ ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, როცა მოდელი “ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამოჩნდა.

მოდელს და ტელეწამყვანს ვაჟი დემეტრე ჰყავს, რომელსაც დიდ დროს უთმობს. ის მეუღლეს გაშორებულია, თუმცა პირად ცხოვრებაზე საჯაროდ არასდროს საუბრობს. ალექსანდრა შეყვარებულია, მისი რჩეული ფეხბურთელი, სოსო ჩახვაშვილია, რომელიც ირანის უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ალექსანდრა და სოსო, ერთობლივ ფოტოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებენ. მართალია წყვილს სხვადასხვა ქვეყნებში უწევთ ცხოვრება, მაგრამ ეს მათ ურთიერთობას ხელს არ უშლის.

TOP სიახლეები

„ოუშენის 8 მეგობრის“ ქალური პრეზენტაცია

21 ივნისს, „თბილისი გალერია“-ში „მარტინისთან“ერთად გაიმართა „ოუშენის 8 მეგობრის“ პრეზენტაცია ცნობილი სახეებისა და მედიისთვის. დახურულ წვეულებას კინოთეატრთან ერთად, მასპინძლობდა ცნობილი პიარმენეჯერი თეონა ბაღდავაძე, რომელმაც დამსწრეებისთვის ათი პრიზი გაათამაშა, რასაკვირველია, ვიქტორინის შეკითხვები, ძირითადად, ფილმისა და მისი მონაწილე მსახიობების გარშემო ტრიალებდა. გათამაშების შემდეგ კომფორტულ დარბაზში გადავინაცვლეთ. კინოჩვენებას მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ და ფილმშიც ქალი კრიმინალების შესახებაა მოთხრობილი, რომლებიც […]

სოფო ბედია დედა გახდება – „ნიკუშას ძმა ეყოლება…“

სოფო ბედია ორსულადაა. მან ამის შესახებ საკუთარ „ფეისბუქზე“ დაწერა და მილოცვებსაც სიამოვნებით იღებს. სოფოს პირველი ქორწინებიდან ბიჭი ჰყავს, რომელსაც ნიკუშა ჰქვია. „ნიკუშას ძმა ეყოლება“, დაწერა მომღერალმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც, როგორც ჩანს, ეს ამბავი დაუდასტურეს. სოფოსა და მის მეუღლეს, მიშა მესხს, დიდი ხანია სურთ ბავშვის ყოლა. მომღერალი ისეთი ბედნიერია ახალი ამბით, რომ […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ქართველი მოდელის მადისაღმძვრელი ფორმები ახალ ვიდეოში

ქართველი მოდელი, რომელიც ფიტნესს აქტიურად მისდევს, საკუთარი ფორმების დემონსტრირებასაც არ ერიდება. ალექსანდრა პაიჭაძე არაჩვეულებრივ ფორმაშია და ახლახან სოციალურ ქსელში ვიდეო განათავსა, სადაც თავის უზადო სხეულს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ალექსანდრამ აღნიშნა, რომ მხოლოდ მკერდის ოპერაცია აქვს გაკეთებული. ვიდეო, რომელსაც გთავაზობთ, Shotie Blackmore-მა გადაიღო.

ალექსანდრა პაიჭაძის შოკისმომგვრელი ფოტოები საცურაო კოსტიუმში

„ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყოფილი მონაწილე, მოდელი და ფიტნესის აქტიური მიმდევარი, ალექსანდრა პაიჭაძე, ციხისძირში შვილთან ერთად ისვენებს. „ფეისბუქ“-მომხმარებლებს ერთ-ერთი სასტუმროს აუზზე გადაღებული ვიდეოებით და ფოტოებით ანებივრებს. ერთ-ერთი ასეთი ფოტოსესია მცირე ხნის წინ განათავსა და შემდეგი კომენტარები დაიმსახურა: „არ მჯერა“ „შოკი ხარ“ „საოცრება ხარ“ „ქართველი ემილია რატაკოვსკი ხარ“ ალექსანდრა წერს, რომ ფოტოებზე მაკიაჟის გარეშეა გადაღებული. ფოტოები

“აზრზე არ ხართ სად ჩადოთ და რა ჩადოთ…” – ალექსანდრა პაიჭაძე

"ბევრი "გამაზული" რეკლამა მაქვს ამ ბოლო დროს და პირდაპირ მინდა ვთქვა სიფარჩაკე: თან ძააან მაგარ ვიდზე გოგო უნდათ რეკლამაში (თავს რო იკლავს ვარჯიშით და მაგარ ფორმაშია, კომფორტულია, ბედნიერია, უვლის და ხარჯავს დროს ფულს ენერგიას და ყველაფერი იცის, ჯირითი, ცურვა, ცეკვა, სიმღერა, ლაპარაკი, კუმშვა-კვეცა, რუსული, ინგლისური, საუკეთესოა ამ როლისთვის, მოკლედ კიოა) და თან იეეფად... მერე არ იღებენ, ლარით ეძვირათ, ... მერე ვიღაცას იღებენ ფასის მეოთხედში და კი იცით შედეგიც... მარკეტინგის ღმერთებო, ძაან ბანძები ხართ და გამოტყდით აზრზე არ ხართ სად ჩადოთ და რა ჩადოთ... 👏 ოკ?“

ალექსანდრა პაიჭაძის მადისაღმძვრელი ფოტოსესია

მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე საზოგადოებას თამამი ფოტოებით მუდმივად აოცებს. სანდრამ გუშინ სოციალურ ქსელში მორიგი ფოტოსესიის ფოტოები გამოაქვეყნა. ულამაზეს თეთრეულში გამოწყობილმა მოდელმა, ხალხი კიდევ ერთხელ აალაპარაკა. ფოტოები დამწყებმა ფოტოგრაფმა Shotie Blackmore-მა გადაიღო.

ქართველი მოდელის ალექსანდრა პაიჭაძის საუცხოო ფორმები (ფოტოგალერეა)

ქართველი მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე სულ კარგ ფორმაშია, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებულად კარგად გამოიყურება. ის სულ ზრუნავს საკუთარი ფორმების დახვეწაზე. ადრე „ჯი-დი-ეს“-ზე ვარჯიშების სერიას უძღვებოდა. ქალბატონებს, ვისაც ზედმეტი წონა აქვს, ხშირად ურჩევს, რომ აქტიურად ივარჯიშონ. მოდელს ბუნებრივი მონაცემებიც კარგი აქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდებს და შედეგებიც არ აყოვნებს. გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს მისი პირადი […]

რეკლამა