“ვილოცებ თქვენთვისაც იქნებ რამე გეშველოთ!” – თაკო გაჩეჩილაძე

“ვილოცებ თქვენთვისაც იქნებ რამე გეშველოთ!” – თაკო გაჩეჩილაძე

მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის ლოცვის გარშემო, მითქმა-მოთქმა არ წყდება. თაკო კრიტიკოსებს სოციალურ ქსელში პასუხობს.

“საქართველო არის მართლმადიდებლური ქვეყანა და რასაც ბავშვობიდან მასწავლიან, ეს არის უფლის სიყვარული და ლოცვა! მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა! – რომ მეცოდებით და მებრალებით ყველა ის ბნელი და ურწმუნო არსება, ვინც ლოცვაზე ღადაობთ! 1- ეს პოსტი ევროვიზიის პირადმა მედიამ დადო და 2- სულ რომ მე დამედო, არც გამიტყდებოდა…

ესე იგი ვერანაირი ნაკლი რომ ვერ იპოვეთ ბოლოს ლოცვას ჩაეჭიდეთ საღადაოდ:)))) რა საწყლები ხართ და სასაცილოები!:)) მე სადაც მინდა და როგორც მინდა ისე ვილოცებ და ესე დავუახლოვდები უფალს, თქვენ კი მართლა ფარისევლებო, ამაზე იღადავებთ და ხვალ ალბათ ეკლესიაშიც შეხვალთ და სანთელსაც დაანთებთ!

სრულიად ყველა კონკურსანტი გასვლის წინ ლოცულობდა და მათი ქვეყნები მათ გულშემატკივრობდნენ, და მათთან ერთად ლოცულობდნენ და მაინცდამაინც საქართველო უნდა იყოს გამორჩეული და მადლობა ღმერთს უმრავლესობაში არ ხართ ბნელო ნაწილო, რომლებიც ამაზე იცინით და ღადაობთ!

სირცხვილი თქვენ! თქვენ მგონი უკვე ლოცვაც ვერ გიშველით! ა ხო, პრინციპში ლოცვა ხო ”ტეხავს”, გოიმობაა და ათეისტობა ”მაგარი პონტია! ” ვაი თქვენს პატრონს. პ.ს.- ვილოცებ თქვენთვისაც იქნებ რამე გეშველოთ!” – წერს მომღერალი.

მან ვარსკვლავების ის ვიდეოები და ფოტოებიც გააზიარა, სადაც ცნობილი მომღერლები მასსავით ლოცულობენ კონცერტის წინ. აი რას წერს თაკო:

“აჰა, ეს გინდოდათ? ესეც უქაჯესი ყოფილა” – წერს თაკო და მადონას ვიდეოს აქვეყნებს. “აუ გთხოვ რა ფარისველობაა ფუ”. “არა პროსტა ჯეილო მეთქი, უფარისევლესო და უქაჯესო”. “ჩემი ფარისეველი და გოიმები, ვიტნი და მაიკლი. მადლობა ხალხო ასე რომ გამართეთ.  ესეც რა გოიმკა ყოფილა” – წერს გაჩეჩილაძე ბიონსეზე.

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სექსუალური ქეთა საცურაო კოსტიუმში და რომანტიული შვებულება გუფისთან (ფოტო)

ცოტა ხნის წინ რუსულმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, როგორ ისვენებს ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია ახალ შეყვარებულთან გუფისთან ერთად. ამჯერად კი ინტერნეტში 31 წლის მომღერლისა და 38 წლის რეპერის ახალი რომანტიკული ფოტოები ვრცელდება. ქეთა ფოტოებზე შავი და ყვითელი ფერის საცურაო კოსტიუმებში პოზირებს. ხოლო ერთ-ერთ ფოტოზე წყვილი ერთად ირუჯება. ეს ფოტო „ინსტაგრამზე“ თავად გუფიმ გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ წყვილი […]

„ნიუტონის“ წევრი ბაბი საავადმყოფოშია – მისი მეგობრები დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავენ!..

„ნიუტონის“ წევრი, სოლისტი და პიანისტი, თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი მძიმე დაავადებას ებრძვის. მას ახლახან ისევ გართულება დაეწყო ფილტვების ანთების ფონზე და სამწუხაროდ, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. მისი მეგობრები, კოლეგები საზოგადოებას ბაბის ფინანსური მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომ ეს ურთულესი პერიოდი გადალახოს. მათ შორის ერთ-ერთ მომღერალი მარიკო ლეჟავაა, რომელიც წერს: „ყველასათვის უსაყვარლეს და უნიჭიერეს ბაბის ძალიან […]

„ოქროს ტალღის“ პრე-ფართი „დორსში“ – ცნობილი სტუმრები და მოლოდინები კონკურსის წინ…

„დორსმა“ 20 ივნისს „ოქროს ტალღის“ პრეწვეულებას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, 26 ივნისს, წლის სიმღერის დაჯილდოების კონკურსი დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე ნიკოლოზ რაჭველის, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკალური გაფორმების, ქართველი ვარსკვლავების გამოსვლებისა და სპეციალური სტუმრის, ამერიკელი შემსრულებლის, ლიზა ფიშერის პერფორმანსით ჩაივლის, გამოვლინდებიან 14 ნომინაციაში გამარჯვებულები. „ოქროს ტალღის“ პრეფართიზე ცნობილი სახეები შეიკრიბნენ, რომელთაგან ყველა თითო ან მეტი სიმღერით არის წარდგენილი […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

თაკო გაჩეჩილაძე: „ეს უიღბლო იუმორი დაუწერეს თუ თვითონ არის ასეთი დაჯილდოებული?“

თაკო გაჩეჩილაძე გიორგი გაბუნიას ცნობილ გამონათქვამს გამოეხმაურა, ვიდეო გააზიარა და დაწერა: „ანუ ეს უიღბლო იუმორი დაუწერეს თუ თვითონ არის ასეთი დაჯილდოებული?))“ თაკოს ამ პოსტმა უამრავი გამოხმაურება გამოიწვია, რაზეც მოგვიანებით მომღერალმა დაწერა: „არა! გასალანძღი არ არის ნამდვილად, უბრალოდ, ცოტა შემეცოდა…((((“ მომღერალმა აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-იც მოსწონს და გიორგი გაბუნიას კარგ წამყვანადაც მიიჩნევს, მაგრამ მისი ეს გამონათქვამი […]

თაკო გაჩეჩილაძე ქეთა თოფურიას იცავს: „15 წელია, მოსკოვში ცხოვრობს და ფაქტობრივად, იქაურია…“

თაკო გაჩეჩილაძე დიდი ხნის მეგობარსა დ აკოლეგას, ქეთა თოფურიას იცავს. მომღერალი გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, რომ ქეთა დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და მისი პუტინის მხარდამჭერ კლიპში მონაწილეობა გასაკვირი არ არის. თაკო წერს: „ხალხო! ეს გოგო მოსკოვში ცხოვრობს უკვე 15 წელია, იქ გახდა ვარსკვლავი, იქ გათხოვდა, შვილი გააჩინა და ფაქტიურად, იქაურია. გავიგეთ, რომ წარმოშობით ქართველია, მაგრამ დღეს […]

“პოლიტიკური ნიშნით მომღერლების შერჩევა დღეს კონცერტებზე არ ხდება“

მგონი ვარსკვლავები, ვინც კი ვინმე არის ყველა გამოდის. მე პირადად, სამი რაიონიდან მქონდა შეთავაზება, თუმცა რადგან 27 მაისს კიევში უნდა ვიყო, ამიტომ შევარჩიე ახლო ტერიტორია და ვიმღერებ გორში. სიმართლე გითხრათ ვერ ვიდარდებ, რატომ არ მღერის ყველა მომღერალი. მომღერლების დაბლოკვა არ ხდება. მე ვთვლი, რომ აქტუალურობის მიხედვით ხდება შერჩევა

“ჩვენ გვაფასებდნენ როგორც დებილებს“ – ქართველი მომღერლები “ევროვიზიის“ შესახებ

"ევროვიზიის“ გარშემო ვნებათაღელვა არ წყდება. გადაცემა „პრაიმ შოუს“ ახალი ეპიზოდიც, სწორედ ამ კონკურსს ეძღვნება. გადაცემის წამყვანები უკრაინაში „ევროვიზიის“ After Party-ზეც იმყოფებოდნენ. წლევანდელი კონკურსის შესახებ, „პრაიმ შოუს“ სტუდიაში ქართველმა მომღერლებმა ისაუბრეს და როგორც ჩანს, სტუდიაში საკმაოდ ცხარე კამათიც გაიმართა. მუსიკოსმა მარიკო ებრალიძემ განაცხადა: "ჩვენ გვაფასებდნენ როგორც დებილებს“.

თაკო გაჩეჩილაძე: „ანრი ჯოხაძის არაჩვეულებრივი სიმღერა ევროპისთვის თურმე ძველმოდური აღმოჩნდა

თაკო გაჩეჩილაძე თბილისში დაბრუნდა. „ევროვიზიის“ ნახევარფინალში გამოსვლის შემდეგ მან კონკურსი დატოვა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის მეათე ადგილზე გასულ კონკურსანტს სულ 16 ქულით ჩამორჩა და მე-11 ადგილი დაიკავა ნახევარფინალში, შესაბამისად, ფინალურ ეტაპზე გადანაცვლება ვეღარ მოახერხა. თაკომ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყველა ადამიანს, რომელიც „ევროვიზიისთვის“ მოსამზადებლად დაეხმარა, მადლობა გადაუხადა. „რა კარგია სახლში! 🙂 მინდა, მადლობა გადავუხადო მთელ საზოგადოებრივ […]

რეკლამა