ვიდეო: ნუკრი კაპანაძეს „იმერეთის“ შესრულების შემდეგ დარბაზი ფეხზე წამოუდგა

0
607

„მხოლოდ ქართულზე“ მორიგი ტური ერთ-ერთ ყველაზე ტკბილ ქართველ კომპოზიტორს, რუსუდან სებისკვერაძესა და მის შემოქმედებას მიეძღვნა. ქალბატონი მაცაცოს რეპერტუარიდან, ძირითადად, პატრიოტული სიმღერები შეირჩა, ხოლო რეპეტიციებს, „მხოლოდ ქართულის“ ვოკალისტების გუნდთან და მუსიკალურ პროდიუსერ მარინა ბერიძესთან ერთად, თავად კომპოზიტორიც ესწრებოდა.

ის, რასაკვირველია, კონცერტსაც დაესწრო. მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი კომპოზიცია „იმერეთი“ ნუკრი კაპანაძემ შეასრულა. უნდა ითქვას, რომ მომღერლის რეპერტუარში ეს ერთ-ერთ საუკეთესო შესრულებად მიიჩნევა და რასაკვირველია, მსმენელს არც გუშინდელ ლაივზე გაცრუებია იმედი. ნუკრი კაპანაძეს, შესრულების შემდეგ, მთელი დარბაზი, მათ შორის, ჟიურის წევრებიც, ფეხზე წამოუდგნენ.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here