ვიდეო: ნინი ბადურაშვილის დამ ცხვირის ოპერაცია მიშა ცაგარელის რჩევის გამო გადადო

0
1107

ნინი ბადურაშვილის უმცროსი და, ქეთო თოფურიძე, რომელიც არ მალავს, რომ რინოპლასტიკა, ანუ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული, „პრაიმშოუს“ ესტუმრა. მან მაყურებელს მოუთხრო იმის შესახებ, რომ ცხვირის ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მისი გადადება მიშა ცაგარელის რჩევით გადაწყვიტა.

ქეთო თოფურიძე:

„ძალიან საინტერესოა ჩემი ამბავი, რომელიც მიშა ცაგარელს უკავშირდება. დაბადების დღე მაქვს პირველ მაისს და დაბადების დღემდე რამდენიმე კვირით ადრე მქონდა დანიშნული რინოპლასტიკა, ცხვირის ოპერაცია. მანამდე ასტროლოგიასთან არანაირი შეხება არ მქონია. მხოლოდ ჩემი ზოდიაქოს ნიშანი ვიცოდი. სრულიად შემთხვევით, ოპერაციამდე წინა დღეს დედაჩემთან დარეკა მიშა ცაგარელმა, მისი გადაცემაში მიწვევა უნდოდა. დედამ მას ჰკითხა, კარგი იქნებოდა თუ არა ოპერაციის გაკეთება ასეთ დროს და რამდენად შედეგიანი იქნებოდა. მიშა ცაგარელმა პირველად მაშინ გამიკეთა პირადი რუკა. აღმოჩნდა, რომ დაბადების დღის წინა პერიოდი ამისთვის ცუდი პერიოდი ყოფილა. ზოგადად, ყველას შემთხვევაში ასეა. არ იქნება კარგი შედეგიო. გადავწიე ოპერაცია 19 მაისისთვის და ყველაფერმა კარგად ჩაიარა“.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here