ვიდეო: ლიზა ყენიას დებიუტი მუსიკომედიის თეატრში შედგა

0
919

მაია ჯაბუას ქალიშვილი, მომღერალი ლიზა ყენია დათო დოიაშვილმა მუსკომედიის თეატრში სპექტაკლში „შეყრა“ დააკავა. სოციალურ ქსელში რეჟისორის დამ, მანანა დოიაშვილმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ლიზას რამდენიმე გამოსვლა არის ასახული. მან მომღერალს მუსიკომედიის თეატრში დებიუტი მიულოცა და დაწერა, „ბრილიანტი გოგო“. მომღერალი მუსკომედიის თეატრის დასის წევრი გახდა.

თავად ლიზამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც  დათო დოიაშვილს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველაზე ბედნიერი გოგონაა მსოფლიოში:

„Most happy Girl in the World ❤ ჩემი დებიუტიც შედგა დიდ სცენაზე !

უღრმესი მადლობა, დოი, ამხელა ნდობისთვის და სიყვარულისთვის, ბედნიერი ვარ რომ გავხდი მუსიკისა და დრამის თეატრის ოჯახის წევრი, თითოეული მსახიობის წინაშე ქედს ვიხრი ამხელა თანადგომისათვის“.

სპექტაკლის დასასრულს, დათო დოიაშვილმა ლიზა ყენია ყვავილების ლამაზი თაიგულით დაასაჩუქრა.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here