“ვგრძნობ რომ მის გარეშე არ შემიძლია” – აჩიკო სოლოღაშვილის ცოლის ემოციური პოსტი

0
3822

მსახიობის და ტელეწამყვანის, აჩიკო სოლოღაშვილის და მისი მეუღლის, ნუცა ქავთარაძის ქორწინებიდან ხუთი წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ნუცა სციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.

“❤ 21 იანვარი ყველა დღესასწაულს მირჩევნია. 5 წელია ჩვენ ჩვენი ისტორია გვაქვს. მართლა სასწაული მგონია, რომ ყოველ წამს ჩემ გვერდით არის, მაძლიერებს, მამხნევებს და მაგრძნობინებს, რომ არ არსებობს დაუძლეველი პრობლემები… სასწაულია, რომ ყოველდღე მიყვარდება, ვგრძნობ რომ მის გარეშე არ შემიძლია და ერთმანეთს ყოველ წამს ვუახლოვდებით. არასოდეს მომბეზრდება მისთვის მადლობის თქმა, რომ არსებობს და მჩუქნის დღეებს, რომლითაც ჩვენი ისტორია იწერება. “Archili” მეიმედები და ვიცი რომ შენთვის მთებს გადავდგამ, მერე რა თუ ამის თქმა ყოველდღე არ შემიძლია? სამაგიეროდ არსებობს 21 იანვარი გრძნობების სიტყვებში გამოსახატად და 365 დღე წელიწადში ამ ყველაფრის დასამტკიცებლად. მიყვარხარ ❤ გილოცავ ჩვენ უკვე გავიზარდეთ 😊” – წერს ნუცა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here