ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია „ოქროს ტალღის“ ორგზის გამარჯვებულები გახდნენ

ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია „ოქროს ტალღის“ ორგზის გამარჯვებულები გახდნენ

თემო საჯაიასა და ვერიკო ტურაშვილის დუეტი სიმღერაზე „თოვს“, რომლის მელოდიაც და ტექსტიც თემოს ეკუთვნის, დიდი გამოხმაურება გამოიწვია მსმენელს შორის და როგორც ჩანს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და „ოქროს ტალღის“ ჟიურის წევრების სიმპათიაც დაიმსახურა, რადგან ეს დუეტი წლევანდელი წლის სიმღერის დაჯილდოების ორგზის გამარჯვებული გახდა. პირველი პრიზი მათ საუკეთესო დუეტისთვის მიიღეს, მეორე კი – „მიუზიკბოქსისგან“, წლის საუკეთესო ვიდეოსთვის იმავე სიმღერაზე „თოვს“.

ვერიკო:

კადრებს რომ აჩვენებდნენ, როგორ შეიქმნა „ფორტუნა“, გამახსენდა ყველაფერი, რადგან დაბადების დღიდან დღემდე მოვყვები და განსაკუთრებით მშობლიურია ჩემთვის.

რაც შეეხება გამარჯვებას, გვქონდა მოლოდინები, ამ სიმღერამ დიდ წარმატებას მიაღწია, შეიყვარა ხალხმა და მგონი, ბუნებრივია ეს ჯილდოც.

თემო:

მეორედ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდით. რამე ხომ არ შეგეშალათ (იცინის)? დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ტელეკომპანია „მიუზიკბოქსი“ მთელი წლის განმავლობაში გვამხნევებდა, ჩვენთან ერთად იყო ყველა პრეზენტაციაზე და კონცერტზე და თქვენი მიკროფონი ყველგან ჩანდა, დიდი მადლობა ამისთვის.

ვერიკო:

რადგან „მიუზიკბოქსის“ ჯილდო მივიღეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ვიდეოს ავტორი, ანრი ჯოხაძე, მადლობა მას და ეს მისი ჯილდოცაა.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

June 27, 2018 / 5:25 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

“ძალიან გგავსო მეუბნებიან” – ლელა წურწუმიამ უსიმპატიურესი დისშვილი გამოაჩინა

მომღერალი ლელა წურწუმია, ინსტაგრამზე მისი დისშვილის სანდრო წურწუმიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლელა წერს, ეუბნებიან, რომ სანდრო მას ძალიან ჰგავს. “ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან ♥️ (ჩემი დისშვილია) მიყვარხარ ჩემო ბიჭო ♥️ ფოტო sashaprishvin ♥️” – წერს ლელა წურწუმია ინსტაგრამზე. სანდრო ლელას დის, ხათუნა წურწუმიას შვილია. მომღერალი საზოგადოებაში მასთან ერთად ხშირად ჩნდება. როგორც ცნობილია ლელა წურ­წუ­მია […]

„მის საქართველო 2018”-ის ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს ჩატარდება

საქართველოში ყველაზე პრესტიჟული სილამაზის კონკურსის “მის საქართველო” ფინალური კასტინგი 20 ოქტომბერს 12:00 საათზე ნიკო ნიკოლაძის 6-ში გაიმართება. “მის საქართველო 2018”-ში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის გოგონებს. კასტინგის მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა გამოცხადდნენ კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ოფისში, ნიკო ნიკოლაძის 6-ში. კასტინგის შედეგად შეირჩევიან ფინალისტები, რომლებიც გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულის მოსაპოვებლად. “მის საქართველო 2018”-ის […]

მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა „ბლექ სი არენაზე“ – სანახობა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა საქართველოში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ 23 სექტემბერს გაიმართა. მას 180-ზე მეტი ქვეყნიდან 4000 დელეგატი ესწრებოდა, ქართველ მაყურებელთან ერთად. საზეიმო გახსნა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ორგანიზატორების უპირველესი მიზანი იყო. გახსნისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორები […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თემო საჯაია: „სიმღერა „თოვს“ ზაფხულში ჩავწერეთ…“

ვერიკო ტურაშვილი და თემო საჯაია სიმღერით „თოვს“ „ოქროს ტალღაზე“ არიან წარდგენილები. სიმღერა, რომელიც თემომ დაწერა, ძალიან მელოდიურია. ვერიკომ კოლეგა და მეგობარი ახალი კომპოზიციის დაწერაზეც შეიპირა, რომელსაც ამჯერად მარტო შეასრულებს. თემო საჯაია: დავწერე სიმღერა და ტექსტი, შემდეგ ვერიკოს შევთავაზე, ხომ არ ჩავწეროთ-მეთქი. მქონდა სურვილი, რომ მასთან ერთად მემღერა და ასე, შარშან ზაფხულში გავაკეთეთ სიმღერა სახელწოდებით „თოვს“ (იცინის). ლევან […]

ვერიკო ტურაშვილს კახი კალაძემ პირადად დაურეკა და კონცერტში მონაწილეობაზე დაითანხმა

გიორგი გასვიანის თოქშოუში სტუმრად ვერიკო ტურაშვილი მივიდა, რომელმაც უპასუხა წამყვანის შეკითხვას, მართლა დაურეკა პირადად კახი კალაძემ და დაითანხმა თუ არა საახალწლო კონცერტში მონაწილეობაზე. (ვრცლად/ვიდეო)

ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ჰიტზე ანრი ჯოხაძემ ჰიტური კლიპი გადაიღო

ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიას ჰიტზე ანრი ჯოხაძის მიერ გადაღებულმა კლიპმა დიდი მოწონება დაიმსახურა. „თოვს“ – ამ სახელწოდების კომპოზიცია თემო საჯაიამ დაწერა. კინო „ამირანში“ ვიდეორგოლის ჩვენებას მომღერლების მეგობრები და მედია დაესწრო. კლიპმა ისეთი აპლოდისმენტები დაიმსახურა, რომ ის სამჯერ აჩვენეს. განსაკუთრებული მოწონება კი მოხუცმა ქალბატონმა დაიმსახურა, რომელმაც ვიდეორგოლის ბოლოს სახალისო მიმიკით დარბაზის გამხიარულება შეძლო. როგორც ანრი […]

მალე სეზონის ჰიტი ვერიკო ტურაშვილისა და თემო საჯაიასგან – ნახეთ კლიპის პირველი პრომო (ვიდეო)

თემო საჯაიას „თოვს“, რომლის მელოდიაც და ტექსტიც მომღერალს ეკუთვნის, მან დუეტში ვერიკო ტურაშვილთან ერტად შეასრულა. კლიპის გადაღებები ახალ სიმღერაზე უკვე დასრულებულია. მისი რეჟისორი ანრი ჯოხაძეა, რომელიც ვიდეოს უკვე ამონტაჟებს. ახლახან მან კლიპიდან ამონარიდი გააზიარა და დააწერა: „მალე… სეზონის“ ჰიტი. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ახალ კომპოზიციაზე გადაღებულ ვიდეოს მომღერლები დეკემბრის შუა რიცხვებში შემოგვთავაზებენ. მალე… სეზონის ჰიტი <3 […]

კახა კუხიანიძე და ვერიკო ტურაშვილი ცნობილი ქართული სიმღერის ახალ ვერსიას შემოგვთავაზებენ

კახა კუხიანიძე და ვერიკო ტურაშვილი კვლავ გაერთიანდნენ დუეტისთვის, თუმცა ამჯერად ისინი ცნობილ ქართულ სიმღერას გააცოცხლებენ, რომელიც ყველას ძალიან უყვარს. როგორც კახამ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, გადაღებები უკვე მიმდინარეობს, იღებენ ცხვარიჭამიაში, თბილისის ზღვის ტერიტორიაზე და ასევე ერთ-ერთ კაფეში. კლიპში ვერიკოსა და კახას გარდა, პატარა გოგონა და ბიჭი მონაწილეობენ. კლიპში მომღერლების ჩაცმულობაზე დიზაინერმა მეგი გაბუნიამ იზრუნა. ვიდეორგოლის პრემიერა […]

რეკლამა