“ვერც კი წარმოიდგენთ, რა რთულია ამ პერიოდის გავლა” – ნუკა კვალიაშვილი ფეხმძიმობის შესახებ საუბრობს

0
1826

ნუკა კვალიაშვილი სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია და ხშირად გვიზიარებს პოსტებს თავისი ორსულობის შესახებ. ამჟამად ნუკა მერვე თვეშია და ბავშვს დღე-დღეზე ელოდება. მომღერალი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და აღნიშნავს, რომ ფეხმძიმობა ერთ-ერთი რთული პერიოდია ცხოვრებაში.

“აი დღეებს რომ ითვლი და იმაზე ფიქრობ (რათქმაუნდა მეორე რიგში) (პირველ რიგში პატას დაბადება რომ მახარებს, მაგას სიტყვებითაც კი ვერ გადმოვცემ რას ვგრძნობ) აი მეოოოორე რიგში მახარებს ის რომ : თასმის შეკვრის დროს ისე არ დავიღლები თითქოს 20 სართული შესვენების გარეშე ავირბინე, მივწვდები ფეხს რომ ფეხსაცმელი ჩავიცვა, შემეძლება სირბილი, აღარ ვიგრძნობ სიმძიმეს, აღარ მეტკინება ფეხები 5 წუთით დგომის დროს, შემეძლება თავისუფლად სუნთქვა უკმარისობის გარეშე,არ შემეცვლება დღეში 68 ჯერ ხასიათი უმიზეზოდ, არ ვირბენ 1 ყლუპი წლის დალევაზე საპირფარეშოში, დავეგდები მუცელზე და მოვკალათდები საძილეთ, ჩავიცვამ ჩემს საყვარელ ტანისამოსს რომელი ეხლა არ მეტევა, შევიღებავ ისევ თეთრ ბლონდზე თმას, შევძლებ გართობას, არ ვივლი უკან გადახრილი თითქოს წონასწორობას ვიჭერდე, არ მექნება მენჯის ძვლის ტკივილი, გამივლის საააააააააშინელი გულძმარვა, გამივლის წელის და ზურგის ტკივილი, აღარ მომიწევს ერთ მხარეს წოლა (მარცხენა მხარეზე) ღამე არ გამეღვიძება თავისით 80 ჯერ და ბოლოს… გავაკეთებ იმას რაც მომინდება.
(დააფასეთ ქალები ამ მდგომარეობაში) ვერც კი წარმოიდგენთ რა რთულია ამ პერიოდის გავლა, გიყვარდეთ და პატივი ეცით თქვენი შვილის დედიკოებს. ყველა ორსულს გისურვებთ ადვილად მშობიარობას, ჯანმრთელ პატარას და თავად თქვენ, დედიკოებს ჯანმრთელობას
მე უკვე 37 კვირის ვარ, 10-12 დღეში შეიძლება მომიწიოს უკვე გაჩენა 🙂
პატივისცემით ნუკა კ.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here