ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი „ბუდა ბარში“ 20 ოქტომბერს გაიმართება

ვალერიან შიუკაშვილის კონცერტი „ბუდა ბარში“ 20 ოქტომბერს გაიმართება

20 ოქტომბერს, საღამოს ცხრა საათზე, რესტორან „ბუდა ბარში“ ვალერიან შიუკაშვილის კონცერტია დაგეგმილი.  გაქვთ შესაძლებლობა მოუსმიოთ საფორტეპიანო ვარსკვლავს, რომელიც თავისი შემოქმედებით მიღებული დივიდენდებით 200-ზე მეტ ქართველ ბავშვს აძლევს შანსს, გახდეს ვარსკვლავი.

ვალერიან შიუკაშვილი – ქართველი პიანისტი, ხელოვნების აკადემიის რექტორი. მისი სახელი შეტანილია „XXI საუკუნის ვარსკვლავების“ წიგნში.

ვალერიან შიუკაშვილი ერთ-ერთი იმ ხელოვანთაგანია, რომელმაც საქართველოს სახელი მსოფლიო არენაზე გაიტანა. იგი არის ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური ცენტრის სოლისტი, საერთაშორისო პროგრამა „ახალი სახელების“ ლაურეატი და სხვა მრავალ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში გამარჯვებული პიანისტი. 1998 წელს მას ისრაელის საერთაშორისო ფესტივალის პირველი პრემია მიენიჭა, 2001 წელს კი რუსეთში ჩატარებულ მარია იუდინას სახელობის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსში გრანპრის მფლობელი გახდა. იგი ასევე არის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი.

ვალერიანმა დაკვრა 12 წლის ასაკში დაიწყო და ექვსი თვის შემდეგ, კონსერვატორიის დიდ დარბაზში ორკესტრთან ერთად მოცარტის 23-ე კონცერტი დაუკრა, რის შემდეგაც მისმა ხელოვნებამ ფართო საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ვალერიან შიუკაშვილი რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და არის მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი. ამჟამად, ვალერიანი არის ნოდარ გაბუნიას სახელობის პიანისტთა ეროვნული და საერთაშორისო კონკურსების დამაარსებელი, გენერალური დირექტორი და ხელოვნების აკადემიის ფარგლებში ხელს უწყობს მომავალი თაობის მუსიკალურ აღზრდას.

მისი ჩანაწერები აგრეთვე გამოცემულია CD ფორმატში.

სიახლეები/

|

October 4, 2017 / 4:02 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სიმღერა, რომელსაც გრიგოლ ყიფშიძე საბავშვო„ ევროვიაზე“ წარადგენს (ვიდეო)

ნოემბერში საქართველოში საბავშვო „ევროვიზია“ გაიმართება. საქართველოა რაერთხელ გახდა ამ პრესტიჟული მუსიკალური კონკურსის პირველი ადგილის მფლობელი. წელს ჩვენს ქვეყანას გრიგოლ ყიფშიძე წარადგენს. მას სიმღერა კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაუწერა, ტექსტი თემო საჯაიას ეკუთვნის, არანჟირება – ბორიკო შხიანს. სიმღერის სახელწოდებაა „გულის ხმა“.

თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს აკრიტიკებს – „პირველად ვწერ საჯაროდ…“

თამრიკო ჭოხონელიძე ყოფილ მეუღლეს, გია როინიშვილს და მის პოლოტიკურ მოსაზრებებს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებული საჯარო წერილით უპირისპირდება. მომღერლის აღშფოთება ექსმეუღლის მიერ „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო წერილის გამოქვეყნებას მოჰყვა, სადაც მსახიობი აღნიშნავდა: „თბილისელების გარკვეული ნაწილი ისევ არსებულ ტოტალურ კორუფციას უჭერს მხარს…. იმედი მაქვს, ისინი გაცილებით ცოტანი არიან, ვიდრე პროგრესულად მოაზროვნე თბილისელები…. ამ კორუფციაზე ორიენტირებულ ,,საზოგადოებას” ნაკლებად ადარდებს […]

ბიორკი: „როგორც იქნა, ორი შოუ საქართველოში!..“

ისლანდიელი შემსრულებელი, ბიორკი, თავისი ოფიციალური „ფეისბუქის“ გევრდზე აქვეყნებს „SOU ფესტივალის პლაკატს, თავისი გამოსახულებით და აღნიშნავს, რომ საქართველოში მისი ორი შოუ გაიმართება. „როგორც იქნა, ცოცხალი შესრულებით შესანიშნავ საქართველოში – ორი შოუ! პირველი შოუ: 31 ოქტომბერს, თბილისის საკონცერტო დარბაზში მეორე შოუ: 3 ნოემბერს, ოპერისა და ბალეტის თეატრში ორივე შოუს დასაწყისი 21:00 საათზე ბილეთების ყიდვა უკვე შეგიძლიათ საიტზე www.tkt.ge. […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა