ვახო ჭუმბურიძე მესამე ცოლსაც დაშორდა

ვახო ჭუმბურიძე მესამე ცოლსაც დაშორდა

ვახო ჭუმბურიძემ მაკა ზამბახიძესთან განშორების შემდეგ, 2017 წლის 8 ოქტომბერს მესამედ იქორწინა. მისი რჩეული თეო გაბრიელაშვილი გახდა. წყვილის გრანდიოზული ქორწილი მცხეთაში შედგა, სადაც ვახომ და თეომ ჯვარი დაიწერეს და ხელი მოაწერეს.

„ფორტუნასთვის“ ცნობილი გახდა, რომ ვახო ჭუმბურიძე მესამე მეუღლესაც დაშორდა და ეს ქორწინებიდან რამდენიმე თვეში მოხდა. ვახოს პირადი „ფეისბუქის“ დათვალიერებისას ვეღარ აღმოაჩენთ ქორწილის ფოტოებს, რომლებიც მრავლად ედო სოციალურ ქსელში. წყვილის დაშორების მიზეზი უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ვახო ჭუმბურიძე მომღერალ მაკა ზამბახიძის მეუღლე იყო. ისინი ერთმანეთს 2017 წლის ზაფხულში დაშორდნენ. მანამდეც ბევრს ჭორაობდნენ მათი განქორწინების შესახებ, თუმცა წინა წლის ზაფხულში ეს ამბავი თავად ვახომ დაადასტურა.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

May 3, 2018 / 3:23 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი პალტო აცვია (ვიდეო)

ქლოე კარდაშიანს ანუკი არეშიძის მიერ ბრენდისთვის „Anouki“ შექმნილი ბრჭყვიალა პალტო აცვია. შესაბამისი ვიდეოები თავად დიზაინერმა გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. ქლოემ მბზინავი პალტო ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოირგო. ქართველი დიზაინერებით კარდაშიანების ოჯახი საკმაოდ დაინტერესებულია. კარდაშიანებს ხშირად აცვიათ დემნა გვასალიას კოლექციიდან ნამუშევრები. გარდა ამისა, კორტნი კარდაშიანმა გიორგი ქებურიას თხელი სათვალეებიც მოირგო არაერთხელ. ქართველი დიზაინერები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში დემნა გვასალიას […]

შიშველმა თამო ვაშალომიძემ ინტიმურ ადგილებზე ხინკლები აიფარა (ფოტო)

თამო ვაშალომიძე პროვოკაციული ფოტოსესიებით აქამდეც ანებივრებდა თაყვანისმცემლებს. ახლახან სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ფოტო განათავსა, სადაც სრულიად შიშველს ინტრიმურ ადგილებს ხინკლები უფარავს და ხინკალს მიირთმევს. მოწონების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, თამოს მორიგმა ექსპერიმენტმა გაამართლა. როგორც ჩანს, თამო ვაშალომიძემ მიბაძა სამანტას პერსონაჟს ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“, როდესაც სამანტა თავის შეყვარებულს ელოდება და შიშველ სხეულზე სუშის დაიწყობს, თუმცა სუშის […]

ვერიკო ტურაშვილი და კახა კუხიანიძე ვენაში კონცერტს გამართავენ

ვერიკო ტურაშვილსა და კახა კუხიანიძეს 23 თებერვალს ავსტრიაში, ვენაში ელოდებიან. ისინი ქართველი ემიგრანტებისთვის ერთობლივ კონცერტს გამართავენ. ეს არის რიგით მესამე კონცერტი, რომელსაც მომღერლები ავსტრიაში მცხოვრები ქართველებისთვის აწყობენ. ღონისძიების ორგანიზატორია ეკა ჭელიძე. მომღერლები შეასრულებენ სიმღერებს საკუთარი რეპერტუარიდან, მათ შორის, დუეტებს, რომლებიც ერთობლივად აქვთ ჩაწერილი – სიმღერებს: „ერთი დღე“ და „დეკემბერი“.

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ვახო ჭუმბურიძემ თეო გაბრიელაშვილზე იქორწინა (ფოტოები)

მაკა ზამბახიძის მეორე ქმარმა, რომელსაც ის უკვე საკმაო ხანია, გაშორებულია, ახლახან იქორწინა. 8 ოქტომბერს მან თეო გაბრიელაშვილთან ხელი მოაწერა და ჯვარი დაიწერა. ქორწილი მცხეთაში შედგა. ის, რომ ვახო და მაკა ერთმანეთს დაშორდნენ, ზაფხულში გახდა ცნობილი. მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ვახოს ახალი რჩეული ჰყავდა, თეო გაბრიელაშვილი. თავიდან ვახო ამ ხმებს უარყოფდა, ახლა კი ეს მათი […]

რეკლამა