ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო და ვარსკვლავის გახსნა დიდ საკონცერტო დარბაზში (ფოტო/ვიდეო)

0
1454

კომპოზიტორ ვაჟა დურგლიშვილის შემოქმედებითი საღამო და ფილარმონიის წინ მისი ვარსკვლავის გახსნა 21 ოქტომბერს შედგა. მას მუსიკოსის უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დაესწრო, ასევე მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებიც. სცენის გაფორმებაზე კომპოზიტორის შვილმა, მომღერალმა რატი დურგლიშვილმა იმუშავა  და აღნიშნა, რომ ის, რაც სცენაზე ვიხილეთ, ღამის გათენების შედეგი იყო.

ღონისძიება პოეტ ნანა ცინცაძეს მიჰყავდა. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ შემსრულებლები, რომლებსაც ვაჟა დურგლიშვილის სიმღერები აქვთ რეპერტუარში, მათ შორის იყვნენ მერაბ სეფაშვილი, ბესო კალანდაძე, თემურ წიკლაური, ნინო ჩხეიძე, ხვიჩა მაღლაკელიძე, რომელმაც კომპოზიტორის მიერ ახლახან ბოშურ მოტივებზე დაწერილი სიმღერა შესაბამისი ცეკვის თანხლებით შეასრულა, ზურაბ კობეშავიძე, ვახტანგ ტატიშვილი თავისი იუმორისტული გამოსვლით, სხვადასხვა ანსამბლი. სიმღერა შეასრულა ასევე ვაჟა დურგლიშვილის პატარა შვილიშვილმაც…

განსაკუთრებული ოვაციები გამოიწვია რატი დურგლიშვილის გამოსვლამ, რომლის შემდეგაც მან სცენაზე დიდი ხნის მეგობარი და კოლეგა, მაკა ზამბახიძე მიიწვია. მათ ერთად ვაჟა დურგლიშვილის ორი სიმღერა შეასრულეს, რომელიც მათ რეპერტუარშიც შედის. ამ საღამოსთვის ისინი სპეციალურად გაერთიანდნენ.

მაკა ზამბახიძე:

რა თქმა უნდა, მთელი გულით, სულითა და სიხარულით მოვედი, რადგან ბატონი ვაჟა ჩემთვის ვაჟა ბიძიაა, რადგან მეათე კლასიდან ვიცნობ და მის ხელში ვიზრდები. ყველას გაუხარდა, როდესაც სცენაზე დუეტი „ჯორჯია“ დაინახა და ის სიმღერები მოისმინა, რაც მაყურებელს მოენატრა. მისგან ეს სითბო ვიგრძენით და კიდევ ერთხელ გავხდით ბედნიერები. რატის სცენაზეც ვუთხარი, რომ ეს სიმღერები არა მხოლოდ მსმენელს, მგონი, ჩვენც მოგვენატრა-მეთქი (იღიმის).

 

ხომ არ აპირებთ კიდევ გაერთიანებას?

რა როგორ იქნება, არავინ იცის. არაფერია გამორიცხული. უახლოეს მომავალში დუეტ „ჯორჯიასთან“ დაკავშირებით არაფერია დაგეგმილი, მაგრამ თუკი ახალი შემოთავაზება იქნება, რატომაც არა.

 

ბატონ ვაჟას რას უსურვებ?

დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს გაეხარებინოს თავისი გულშემატკივარი, ოჯახის წევრები….

მუსიკალური ნაწილი დაასრულა თავად კომპოზიტორმა, რომელმაც თავისი ცნობილი სიმღერების პოპური შეასრულა. მუსიკოსმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო კონცერტის ორგანიზებაში. განსაკუთრებული სითბოთი კი მან დარბაზში მჯდომ თურქ ექიმს მიმართა, რომელმაც მისი სიცოცხლის გადარჩენაში დიდი წვლილი შეიტანა. შეგახსენებთ, რომ კომპოზიტორს მცირე ხნის წინ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და მან თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში იმკურნალა. გამოჯანმრთელების შემდეგ ვაჟა დურგლიშვილისთვის შემოქმედებითი საღამოს მოწყობა და მისი ვარსკვლავის გახსნა განსაკუთრებულად ემოციური გახლდათ. მუსიკოსმა ვარსკვლავის გახსნის შემდეგ უამრავი მილოცვა მიიღო და ცრემლებიც ვერ შეიკავა. Fortuna.ge-სთან ემოციები მამა-შვილმა სიამოვნებით გამოხატა.

რატი დურგლიშვილი:

მართლა საოცრებაა. დღეს გავაანალიზე, რას ნიშნავს ვარსკვლავის გახსნა. შენი სახელის დატოვება შენივე მიწაზე საპასუხისმგებლოა, სიამაყით უნდა ატარო ეს სტატუსი. შემოქმედი ადამიანისთვის ამაზე დიდი დაფასება არ არსებობს ალბათ. ვრცლად + ფოტოგალერეა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here