ულამაზესი ჯულია რობერტსი ახალი ფილმის გადაღებებზე ბრწყინავს – ვინ არის მისი მეწყვილე?

0
302

ნიუ-იორკში ახალ ფილმს იღებენ. „დატოვე მსოფლიო შენს მიღმა“ – ასე ჰქვია ახალ კინოსურათს, რომლის შესახებ ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი. მთავარ როლს 54 წლის ჯულია რობერტსი შეასრულებს, მას კი პარტნიორობას 51 წლის ითან ჰოუკი გაუწევს.

წყვილი გადაღებების დროს დააფიქსირეს. ჯულია ბრწყინავდა ჯინსის შორტსა და ლურჯ პერანგში, მის „ლუქს“ მზის სათვალე, დიდი ზომის ქუდი და საფირმო ღიმილი ასრულებდა. ითანიც საზაფხულო „ლუქით“ იყო წარმოდგენილი.

ცნობისთვის, ეს მსახიობების პირველი კოლაბორაცია არ არის, მათ 2018 წელს გამოსულ ფილმში, „მოდი ვიცეკვოთ“ მიიღეს ერთად მონაწილეობა.

ვრცლად…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here