ულამაზესი ბელა ჰადიდის მორიგი გულახდილი ფოტოსესია

0
2672

ულამაზესმა მოდელმა ბელა ჰადიდმა, თაყვანისმცემლების გულისცემა კიდევ ერთხელ ააჩქარა. სულ ცოტა ხნის წინ, ლამაზმანმა, ჟურნალ “Flare” – სთვის გადაღებული, ტოპლეს ფოტოები გამოაქვეყნა.

ჰადიდმა კამერის წინ, ჯერ შეხსნილი, თეთრი პერანგით იპოზიორა, შემდეგ კელვინ კლაინის სველი მაისური მოირგო, რომელიც მის სხეულს ბოლომდე ვერ ფარავდა, ბოლოს კი ესეც არ იკმარა და წელს ზემოთ ბოლომდე გაშიშვლდა. ამ სილამაზეს დავუმატოთ მოდელის “უცოდველი“, თუმცა მაცდური გამოხედვა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფოტოსესია შედგა.

19 წლის ბელა ჰადიდის შეუდარებელი ფიგურა შავ-თეთრ ფოტოსესიაში, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ის თავის დას, ასევე წარმატებულ მოდელს ჯიჯი ჰადიდს არაფრით ჩამოუვარდება. უფრო მეტიც, თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა ბელამ თავის დას პირველობაც ჩამოართვას და გვირგვინიც მოჰპაროს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here