თვითნასწავლი ქართველი გიტარისტი, რომელიც ამერიკულ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში მოხვდა

თვითნასწავლი ქართველი გიტარისტი, რომელიც ამერიკულ პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში მოხვდა

გაიცანით ნიკოლოზ ბიჭიაშვილი – 24 წლის თვითნასწავლი გიტარისტი თბილისიდან, რომელიც ბოლო ერთი წელია, პრესტიჟულ ამერიკულ მუსიკალურ ჯაზაკადემიაში, New School სწავლობს, სადაც მასთან ერთად მხოლოდ სამი ქართველია. ნიკას პირველი ორი სემესტრის სწავლის თანხა მისმა მშობლებმა გაიღეს, მათ კრედიტი აიღეს, რომ შვილისთვის ოცნება აესრულებინათ და სასწავლებლად ისეთ პრესტიჟულ სასწავლებეში გაეშვათ, სადაც ერთი სემესტრის ღირებულება 26 000 დოლარია. ნიკამ დაფინანსების მცირე ნაწილიც მიიღო, მაგრამ მაინც სოლიდური თანხა დარჩა გადასახდელი. ოჯახს აღარ აქვს საშუალება, უზრუნველყოს მისი მეორე კურსის დაფინანსება. ნიკას იმედი აქვს, რომ ამ თანხის მოგროვებას საქართველოში შეძლებს.

ნიკა ბიჭიაშვილი:

ვუკრავ გიტარაზე, ვსწავლობ „ნიუ სქულში“, რომელიც ნიუ იორკშია. არსებობს სამი ყველაზე პრესტიჟული ჯაზსასწავლებელი, მათ შორის ბერკლი, ჯულიარდი და „ნიუ სქული“. ვფიქრობ, ვინც ამ სკოლებში აბარებს, ყველას უნდა ჰქონდეს წასვლის საშუალება, რადგან იქ ასე უბრალოდ, არავის იღებენ. ძალიან ბევრი ისეთი მუსიკოსი არ მიიღეს, ვისაც იმედი ჰქონდა, რომ ასპროცენტიან დაფინანსებას აიღებდნენ. „ნიუ სქულში“ სემესტრი 26 000 დოლარი ღირს, პრესტიჟულობას ინარჩუნებს.

„ნიუ სქულში“ გამოცდით მოვხვდი. ჯერ ვიდეო გავაგზავნე, შემდეგ დამიკავშირდნენ და ფინალური გამოცდა ასევე ვიდეოთი გავიარე. მომივიდა დადებითი პასუხი, დაფინანსებაც მომცეს, სემესტრის თანხას 6 000 დოლარი ჩამოაკლდა, მაგრამ მაინც საკმაოდ დიდი თანხა დარჩა გადასახდელი. წელიწადში 40 000 დოლარი მხოლოდ სწავლის გადასახადია, რასაც ემატება ნიუ იორკში ცხოვრების ხარჯები. ეს ქალაქი ამერიკელებისთვისაც კი ძვირია, უცხოელებზე რომ არაფერი ვთქვათ. სამწუხაროდ, სახელმწიფოს არ აქვს პროგრამა, რომ ბაკალავრიატში სწავლა დააფინანსოს საზღვარგარეთ, ამიტომ ჩემმა მშობლებმა კრედიტი გამოიტანეს, რომ გავმგზავრებულიყავი. დავასრულე პირველი კურსი. მეორე კურსიდან სექტემბერში უნდა დავბრუნდე. ჩემს მშობლებს მეტი კრედიტის გამოტანის საშუალება არ აქვთ… ჩამოვედი იმისთვის, რომ ვცადო დაფინანსების მოპოვება სწავლის გასაგრძელებლად.

აქაც სწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში?

მე თვითნასწავლი ვარ, მუსიკალური განათლება არ მიმიღია. მაგრად გამიმართლა, რომ იქ ქართველი სტუდენტები დამხვდნენ, სულ სამი. გიტარისტებს შორის პირველი ქართველი ვარ, ვინც „ნიუ სქულში“ სწავლობს. ნუცა ნებიერიძეა, მომღერალი, რომელიც მესამე კურსზე სწავლობს. ის რომ არა, ალბათ, ყველა თეორიულ საგანში ჩავიჭრებოდი, მამეცადინებდა და ყველა დეტალს მიხსნიდა. არაფერი რომ არ იცი, ასეთი დახმარება შეუფასებელია. თვენახევარი ვიარე აქ ერთ მასწავლებელთან, რომელიც ძალიან პესიმისტურად იყო განწყობილი მუსიკოსობის მიმართ, არ უთქვამს, ნიჭი არ გაქვსო, მაგრამ მირჩია, წადი, მათემატიკა ისწავლეო (იღიმის). გული მაინც არ ამიცრუებია.

მეშვიდე კლასიდან ავიღე ხელში გიტარა, ბებიაჩემის ხათრით. ძალიან მოსწონდა, ბიჭს რომ გიტარაზე დაკვრა შეეძლო. ვიფიქრე, რომ ამით გოგონებს მოვხიბლავდი (იღიმის). მერე რაღაც პერიოდი თავი დავანებე და გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ დავუბრუნდი. „ნიუ სქულში“ ჩაბარება სამი წელი მინდოდა, მაგრამ გამოცდაზე გასვლას ვერ ვახერხებდი, ერთ წელს ხელი მოვიტეხე, მეორე წელსაც, მესამე წელს კი თითი მოვიყოლე კარში (იცინის). ბოლოს, როგორც იქნა, გავედი გამოცდაზე და ჩავაბარე.

მაქვს დაფინანსების მოპოვების იმედი, რადგან კარგი შედეგებით ჩამოვედი. არის ასეთი ლეგენდარული ჯაზმენი, ჯიმი ოუენსი, 72 წლის გახლავთ. ჩვენი პედაგოგია, „ნიუ სქულში“ ასწავლის. მეც მასწავლიდა. პირველივე გაკვეთილის მერე იმეილი მომწერა, მოდი, ერთად ვიმუშავოთო. მეორე სემესტრის განმავლობაში 15 უფასო გაკვეთილი ჩამიტარა, მასთან სახლში დავდიოდი, შემდეგ კონცერტზე დამპატიჟა, სადაც მასთან და კენი ბარონთან ერთად დავუკარი. არც კი ვიცოდი, ვინ იყო და მერე გავიგე, რომ ცნობილი პიანისტი ყოფილა (იღიმის). მგონია, რომ ასეთ დიდ მუსიკოსებს გათავისებული აქვთ, რომ იმ დიდ ოჯახში, როგორიც ჯაზია, ვიღაცამ უნდა მიგიყვანოს. აქ თუ არ გაწევრიანდი, შეიძლება, მთელი ცხოვრება ჯაზმენი იყო, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიო. ჯიმი ოუენსმა გამაწევრიანა ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც არიან რონ კარტერი, კენი ბარონი, თავად, რა თქმა უნდა. პირველად რომ მივედი, მეგონა, სტუდენტები იქნებოდნენ, მაგრამ მათთან ერთად დავჯექი და აზრიც მკითხეს (იღიმის). ამ ორგანიზაციას ჰქვია „მუსიკოსები მუსიკოსებისთვის“, რომლის მიზანია კოლეგების დაცვა. ასევე გავხდი ამერიკელ მუსიკოსთა ფედერაციის წევრი, სადაც ასევე ჯიმი ოუენსის რეკომენდაციით გამაწევრიანეს.

რაც შეეხება კონცერტს, სულ ხანში შესული ხალხი უკრავდა, სცენაზე ერთადერთი თეთრკანიანი ვიყავი. რომ მკითხეს, რა გინდა დაუკრაო, ვუპასუხე, ბლუზი-მეთქი და ძალიან გაეცინათ (იღიმის). ჯიმი ოუენსთან კონცერტის შემდეგ გავხდი ბევრისთვის მისაღები მუსიკოსი, ჩამოვაყალიბე ბენდი, სადაც „ნიუ სქულის“ ამომავალი ვარსკვლავები არიან გაერთიანებულები, მათ შორისაა გიორგი ბერიშვილი, ანუ ხონძი. ისეთი მაგარი საქსოფონისტია, როგორიც არა მხოლოდ აქ, არამედ ნიუ იორკში ძალიან ცოტა თუ იქნება. ჩვენს ბენდში ისეთი წევრები არიან, რომელთა იმედიც მაქვს, ყველა ლიდერია. ბენდის სახელწოდებაა Circle. არ მომწონს, როცა ვიღაცის ტრიო ან კვარტეტი ჰქვია. მუსიკას ქმნის ბევრი ადამიანი და არა მხოლოდ ერთი… სულ ორი რეპეტიცია გვქონდა და შემდეგ ერთად დავუკარით. ჩვენს კონცერტზე ჯიმი ოუენსმა დაგვდო პატივი და გვეწვია. ეს იმას ნიშნავს, რომ რომელ ჯაზკლუბშიც არ უნდა მივიდეთ, ყველგან მოგვცემენ დაკვრის საშუალებას.

პირველ სემესტრსა და მეორეს შორის ერთთვიანი პაუზა მქონდა, რომლის დროსაც ძალიან კარგად გავიაზრე ის, რაც პირველ სემესტრში მასწავლეს. ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენე, ერთი წამიც არ დამიკარგავს, იმდენი ვიმეცადინე, რომ ჩვევაში გამიჯდა – მეტროშიც კი ვცდილობდი, მგზავრობისას, ჯაზსტანდარტები გამემეორებინა…

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

June 7, 2018 / 5:47 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

დევიდ გარეტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს კონცერტს

ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოში ჩამოდის. კულტურის პალატის ორგანიზებით მისი კონცერტი თბილისში, სპორტის სასახლეში, 13 სექტემბერს გაიმართება. ინფორმაციას დავით ოქიტაშვილი fortuna.ge-ს უდასტურებს. გარეტი საქართველოდან დაიწყებს ევროპულ ტურნეს. მუსიკოსი თბილისში ახალი პროგრამით ჩამოდის. მას საქართველოში დიდი რაოდენობით თაყვანისმცემელი ჰყავს. (ვრცლად/ვიდეო)  

ნოდარიკო ხუციშვილი: „35 წლის ასაკში ჩემს ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო!..“

„რუსთავი 2“ 26 მაისს „მხოლოდ ქართულის“ მესამე სეზონის პირველ პრეკასტინგს თბილისში, „რუსთავი 2“-ის შენობაში ჩაატარებს. პოპულარული კონკურსი, სადაც მხოლოდ ქართული სიმღერები სრულდება, საქართველოში, პირველ რიგში, ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა და მას ისეთი სახით წარუდგენს მსმენელს, რომ ძველი სიმღერები ხელახლა ჰიტდება. ასევე პოპულარულები ხდებიან ის მომღერლები, რომელთაც ყოფნით გამბედაობა, მუსიკალურ კონკურსში გამოსცადონ თავი და დიდი მაყურებლის […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა