„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

„TV პირველის“ ულამაზესი წამყვანი: „ვოცნებობ კარგ მეუღლესა და ბევრ შვილზე…“

ეთუნა ინწკირველი „ტევე პირველის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვანია. როგორც ჩვენთან საუბრისას ამბობს, ამჟამად მისი მთელი დრო ტელევიზიას უკავშირდება, რამაც მისი მთელი თავისუფალი დრო და პირადი ცხოვრებაც შეიწირა. ცხოვრებაში ორჯერ ჰქონდა სერიოზული ურთიერთობა… ეთუნა გულწრფელად აღნიშნავს, რომ უკვე ფიქრობს ოჯახის შექმნაზე და გვიმხელს, რომ ბევრი შვილის ყოლა სურს.

ეთუნა ინწკირველი:

ტელევიზიამდე დიდი გზა გავიარე. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პატარა შეხება მქონდა ბეჭდურ მედიასთან, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დროს ვმუშაობდი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი სამსახური მქონდა. ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე, ცვლილებებს შევეწირე, დავრჩი უსამსახუროდ (იღიმის). ბევრი ვიარე თუ ცოტა სხვადასხვა გასაუბრებაზე, სპორტულ ტელევიზიაში „ტე-ვე-ესი“ მივედი. შემომთავაზეს სპორტული ჟურნალისტობა, რაც რთულად მომეჩვენა, მაგრამ რადგან ვერაფერი ვიპოვე, ისევ მივბრუნდი. დავიწყე ტელევიზიაშუ მუშაობა და მოვიწამლე… „ტე-ვე-ესი“ გადაკეთდა „ტევე პირველად“, ეს პერიოდი რთული იყო, რადგან სპორტში გავერკვიე და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ არხად გადავკეთდით. მოვიდა ინგა გრიგოლია, ტელევიზიამ სხვა სული შეიძინა. პირველი ნაბიჯები გადავდგი და მეხუთე წელია, ახალ-ახალ ნაბიჯებს ვდგამ, ჯერ თავს არ მივიჩნევ შემდგარ ჟურნალისტად, ახლაც სწავლის პროცესში. ვარ.

თავიდან შევშინდი: ინგა გრიგოლია, ნინო ჟიჟილაშვილი, ვახო სანაია… ვფიქრობდი, როგორ გავტოლებოდი მათ. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, გამოვარჩევ ვახო სანაიას, რომელმაც მესიჯების სახით მასწავლა ის, რაც უნდა ვიცოდე და რაც საჭიროა წამყვანისთვის.

მითხარი, რომ ემოციური ხარ… ეს რაში გიშლის ხელს, როგორც ტელეწამყვანს?

ემოციურობა ძალიან მიშლის ხელს. ბევრს ჰგონია, რომ ძალიან მკაცრი ვარ. როცა პირადად გამიცნობენ, სულ მეკითხებიან, რატომ არ იღიმიო. სულ ისეთ ამბებს ვყვები, მგონია, რომ ღიმილით ვერ წაიკითხავ… ყოფილა შემთხვევები, როცა რაღაც ამბავს ისეთი ემოცია მოუტანია, რომ ცრემლები ვერ შემიკავებია. მაგალითად, როცა ბავშვების მკვლელობის ამბავი წამიკითხავს. ეს ემოციები, შესაძლოა, ეთერში შემეტყოს. დედა მეჩხუბება, შენი თავი უნდა მართოო. ვმუშაობ ამაზე და იმედი მაქვს, ნელ-ნელა გამოვასწორებ.

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

February 23, 2018 / 2:46 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

სალომე ზურაბიშვილის საუკეთესო „ლუქები“ (ფოტოგალერეა)

სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელაც „ქართული ოცნება“ უჭერს მხარს, ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პერსონაა ქართულ პოლიტიკაში და სოციალურ ქსელებში მისი ხსენების სიხშირე ასჯერ აღემატება სხვა კანდიდატებისას. ბოლო პერიოდში ის საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ გაეხვა სკანდალში და საზოგადოების ნაწილის რისხვაც დაიმსახურა. მას ქართულს უწუნებენ და ასევე დამოკიდებულებას ჟურნალისტების მიმართ, რომლებსაც „ტვინების განძრევისკენ“ მოუწოდა, […]

„თეატრალურის კვარტეტის“ ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის

პოპულარული ანსამბლის, „თეატრალურის კვარტეტის“ წევრი, ოთო კოვზირიძე ბედს „მხოლოდ ქართულში“ ცდის. მისი ფოტო პროექტის ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე დევს. იქვეა გამოქვეყნებული პატარა ინტერვიუ, საიდანაც ირკვევა, რომ პოპულარული ჯგუფის წევრმა სოლომომღერლად ბედის ცდა სწორედ „მხოლოდ ქართულში“ გადაწყვიტა. გთავაზობთ ბლიცს ოთოსთან. საყვარელი მომღერალი – გოგი დოლიძე. სიამოვნებით ვიმღერებდი – ხმალი ავლესოთ ქართველებო. არასდროს ვიმღერებდი – არ არსებობს ასეთი სიმღერა. ათეულის წევრი რომ გავხდე – გამიხარდება. ჩემთვის სოლო მომღერლის როლის […]

ქეთი მელუა თბილისური კონცერტის შემდეგ – „ეს მართლა მოხდა?!.“

ქეთი მელუამ „თბილისის ცის ქვეშ“ – პროექტის ფარგლებში კონცერტი ევროპის მოედანზე გამართა. 16 სექტემბერს, როდესაც ის ბენდთან ერთად სცენაზე იდგა, მომღერალის დაბადების დღეც გახლდათ, რომელსაც სამშობლოში შეხვდა. სცენიდან ქეთის დაბადების დღე მიულოცეს, რამაც, როგორც ჩანს, მომღერალს გული აუჩუყა. მან სოციალურ ქსელში მილოცვის სიმღერის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა: „ეს მართლა მოხდა?! თბილისო, შენ იცი, როგორ უნდა […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა