ქართულ სატელევიზო სივრცეში სკანდალები კვლავ არ წყდება. ამჯერად შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ილო ბეროშვილის შოუზე საუბრობს.
“მქონდა იდეა გამეკეთებინა ამერიკული ნაითშოუს მსგავსი, მის მოტივებზე შექმნილი შოუ, american gloss ის (ამერიკული ბრწყინვალების) ქართული რემიქსი, სადაც უარს ვიტყოდით ქაჯობებზე. მხოლოდ ეს იქნებოდა ის, რაც ამ პროდუქტს სხვა არხებზე ტრანსლირებული გოიმობებისაგან განასხვავებდა. ეს უნდა ყოფილიყო პროეტის “фიშკა”. მე წამოვედი (იცით რატომაც), “იმედმა” კი ეს პროექტი გააგრძელა.
სამწუხაროდ მივიღეთ ქართული ქრესტომათიული ვარიანტი: რესპექტაბელურ რესტორანს რომ იწყებ და თვალსა და ხელს შუა ცუდ სახინკლედ რომ გადაგექცევა ხოლმე. ბაზარი არაა.. თუ სახინიკლე მეტ მაყუთს წერს – რესტორნიც დედაც! მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რესტორანში უფრო ბევრი ხალხი დადიოდა (უფრო დიდი რეიტინგი ჰქონდა) ვიდრე ახლა დადის მაგ სახინკლეში.
ჩემი და ჩემი მეგობრების შრომა მენანება თორე “იმედი” რომ ამ ბოლო დროს “ეგზოტიკური” მენეჯმენტით გამოირჩევა ეს კი ვიცით ამ საქმის პროფესიონალებმა.”
July 2, 2016 / 10:10 pm
თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]
რუსული ესტრადის ერთ-ერთი აქტიური წევრი, აზერბაიჯანელი მომღერალი ემინი, რომელიც არაერთ მუსიკალურ ჯილდოს ფლობს, საქართველოს საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ეწვევა, რომელსც „ბუმერანგი“ ჰქვია. დღესდღეობით ემინის ანგარიშზეა ცხრა ინგლისურენოვანი და რამდენიმე რუსულენოვანი ალბომი, მომღერალი თანამშრომლობს ისეთ ცნობილ კომპანიებთან, როგორებიცაა Warner Music da Sony ATV Music Publishing. ის დუეტებს ასრულებს „ა- სტუდიოსთან“, გრეგორი ლეფსთან, პოლინა გაგარინასთან, ლაიმა ვაიკულესთან… ემინის […]
MONUMENT-ისა და MOVEMENT-ის ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც თბილისში, კერძოდ კი, SPACEHALL-ში ბერლინური ტექნო საღამო მოეწყობა, 25 მაისს არის დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან შემდეგი არტისტები: MIND AGAINST // EINMUSIK // JONAS SAALBACH. MIND AGAINST – ეს არის იტალიური დუო, რომელიც უკვე მრავალი წელია, ტექნო მუსიკას ქმნის, ამჟამად ბერლინში მოღვაწეობს, მიიჩნევიან საკმაოდ წარმატებულ არტისტებად, მათი შემოქმედება […]
შალვა რამიშვილი ცნობილ პროდიუსერს, შალვა რამიშვილს სექსუალური დევნის გამო 2000 ლარის გადახდა დაეკისრა. მის წინააღმდეგ საჩივარი თათია სამხარაძემ შეიტანა. სასამართლოზე შალვა რამიშვილის მხარე ჩანაწერის გასაჯაროვებას ითხოვდა, თუმცა თათია სამხარაძე ამის წინააღმდეგ წავიდა. საბოლოოდ, სასამართლომ შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდა დააკისრა, თუმცა რამიშვილი საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას განაგრძობს. ამის შესახებ მან „სარკესთან“ ისაუბრა. შალვა […]
კომპოზიტორმა და ვოკალისტმა, მაიკო კაჭკაჭიშვილმა და რეპერმა, აჩიკო ვანიშვილმა, ახლახან ზალიკო უდუმაშვილის კამპანიისთვის ეთერ ჭელიძის “ჭაღარა თბილისო ჩემო” გადააკეთეს. მათ მიერ შესრულებულმა ვერსიამ მოწონება დაიმსახურა, თუმცა არა ყველასგან. მაგალითად, შალვა რამიშვილი მიიჩნევს, რომ წინა დუეტისგან განახვავებით, ეს მათ ნაკლებად წარმატებული გამოუვიდათ. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში გაკეთებულო პროდიუსერის ამ კომენტარს მაია კაჭკაჭიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე გამოეხმაურა და […]
შალვა რამიშვილმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე გააზიარა ვიდეო, სადაც გამვლელებს ეკითხებიან, რა აზრის არიან სახელმწიფოს მიერ ორგანიზებულ, მორიგ კონცერტზე, სადაც მომღრალი ალექსანდრე მაკედონელი ჩამოჰყავს და შვიდ მილიონს იხდის.
დღეს დილით ონლაინ-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ილო ბეროშვილის შოუ“ წამყვანმა დატოვა. რა გახდა ამის მიზეზი, დეტალების გასარკვევად თავად ტელეწამყვანთან დაკავშირება ვცადეთ, მაგრამ ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ბეროშვილამდე გადაცემა შალვა რამიშვილს მიყავდა, მაგრამ ტასო ბარნოვასთან არსებული დაპირისპირების შემდეგ, რამიშვილმა ტელეიმედთან თანამშრომლობა შეწყვიტა. „მიუზიკ ბოქსი“ ილო ბეროშვილის შოუს პროდუსერს, გიორგი ჯავახაძეს დაუკავშირდა:
შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ სტატუსს აქვეყნებს, სადაც ასახელებს მიზეზს, რის გამოც ის “იმედიდან” გამოუშვეს და როგორც აღნიშნავს, ამ ამბის გასაღები თათია სამხარაძე არ არის. ტელესახის მოსაზრებით, ამაში არც ხელისუფლებაა დამნაშავე, არამედ ტელევიზიის ჩრდილოვანი მმართვრლობა, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.