ტრომბონ შორთის დანთებული ცეცხლი სცენაზე და რამდენიმესაათიანი ლოდინი ერიკა ბადუს კონცერტამდე – ჯაზფესტივალის მე-2 დღე

ტრომბონ შორთის დანთებული ცეცხლი სცენაზე და რამდენიმესაათიანი ლოდინი ერიკა ბადუს კონცერტამდე – ჯაზფესტივალის მე-2 დღე

ლეგენდარული რობერტ პლანტის, „ბლექ სი არენაზე” გამართული კონცერტის შემდეგ, მელომანებმა ბათუმის ჩოგბურთის კორტებისკენ გადაინაცვლეს. 20 ივლისს მუსიკის მოყვარულების წინაშე ტრომბონ შორთი და ერიკა ბადუ წარსდგნენ, თუმცა, ეს დღე არა მხოლოდ ლეგენდარული მუსიკოსების სტუმრობით გამოირჩეოდა, არამედ იმითაც, რომ მელომანებს რამდენიმესაათიანი ლოდინი დასჭირდათ, სანამ ერიკა ბადუ დიჯეის პულტთან დადგებოდა.
სანამ ერიკა ბადუს დაგვიანების ამბის შესახებ მოგიყვებით, მანამდე გეტყვით, რომ ტრომბონ შორთმა სცენაზე ნამდვილი ცეცხლი დაანთო.

წელს „ისთერნ პრომოუშენსმა“ მელომანებს უფრო მეტად მოდერნიზებული და კომპაქტური სივრცე შესთავაზა, კლუბის და სცენის გაერთიანებით. ასე, რომ ადამიანმა დინამიტმა, რომელსაც მოფერებით ტრომბონ შორთს ეძახიან, მუსიკის მოყვარულებს ნამდვილი დღესასწაული მოუწყო და მათ ბისზე რამდენიმე კომპოზიცია შესთავაზა.

გეტყვით, რომ მისი ნამდვილი სახელი და გვარია ტროი ენდრიუ, თუ რატომ არის მისი სასცენო სახელი ტრომბონ შორთი კი რთული მისახვედრი არ არის. მან ექვსი წლის ასაკიდან დაიწყო ტრომბონზე დაკვრა, 2009 წელს კი ჯგუფი ჩამოაყალიბა Trombone Shorty & Orleans Avenue, რომელთან ერთადაც საქართველოს სტუმრობდა.

ბათუმის ჯაზფესტივალის სტუმრებს დაახლოებით სამ საათიანი ლოდინი მოუწიათ, სანამ გრემის 4 გზის მფლობელი ერიკა ბადუ სცენაზე გამოჩნდებოდა. კორტებზე შეკრებილი უამრავი ადამიანი ნელ-ნელა დაიცალა და ბოლოს თითქმის ნახევარი დარჩა.  „ისთერნ პრომოუშენსის“ დამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ „ფორტუნასთან” საუბრისას აღნიშნა „ვიმედოვნებთ, რომ ამის კონპენსირებას მუსიკით მოახდენს“ და მართლაც ერიკა ბადუმ ქართველ მსმენელებს განსაკუთრებული საღამო შესთავაზა.

შეგახსენებთ, რომ ერიკა ბადუ, წინა წლებში, თბილისის ჯაზფესტივალზე უკვე შეხვდა ქართველ მსმენელს, თუმცა, ამჯერად ის სულ სხვა აპლუაში იყო. ბადუ მსმენელის წინაშე დიჯეი სეტით წარსდგა და მსმენელს დაუვიწყარი შოუ აჩუქა. მისი დაგვიანება კი ყველას გადაავიწყა.

ბოლოს კი გეტყვით, რომ ვარსკვლავთცვენა ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გრძელდება. დღეს მსმენელის წინაშე არაერთი ჰიტის ავტორი ვაიქლეფ ჟანი წარსდგება.

ნინო როსტიაშვილი

სიახლეები/

|

July 21, 2018 / 1:49 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

მარიკა თხელიძე: „ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება ჯერ არ მოჰყოლია… რამე წაგართვით? რა გჭირთ?“

მარიკა თხელიძე ერთ-ერთი გახლდათ, ვინც ინაუგურაციას ესწრებოდა და ბეწვის ქურქში იყო გამოწყობილი. მომღერალი გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მათ ჩაცმულობას მოჰყვა და დაწერა: „ბეწვის ქურქის ჩაცმას ასეთი გამოხმაურება მგონი ჯერ არ მოჰყოლია.  რა გჭირთ, დალოცვილებო, რამე წაგართვით მე და ჩემმა კოლეგებმა ან აზრი გკითხეთ ჩაცმასთან დაკავშირებით?! ჩემზე ან ჩვენზე სამაგალითონი რითი ხართ?! სხვაზე ქილიკით?! რომელიც პატარა ადამიანების […]

ნინი ქარსელაძე და სალომე გოგიაშვილი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ

ნინი ქარსელაძე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელის წინააღმდეგ სტატუსს აქვეყნებს. მომღერალი აღნიშნავს, რომ ინაუგურაციაზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ რამდენიმე ცნობილ სახეს თვაურის მეუღლემ სოციალური ქსელის საშუალებით შეურაცხყოფა მიაყენა, რაც მიუღებელია. გთავაზობთ ნინის სტატუსს: „ბატონო გია Gia Tvauri , მე და ძალიან ბევრი ადამიანი ვითხოვთ, რომ თქვენნაირი ამორალური ხალხისგან გაგვათავისფულოს „ქართულმა ოცნებამ“!!!! თქვენ და თქვენი ოჯახი, ეტყობა ვერ […]

თიკა ჯამბურია „გავუსწროთ დროს“ ახალ ვერსიას წერს

თიკა ჯამბურია უცნობთან დუეტის ახალ ვერსიაზე მუშაობს. „გავუსწროთ დროს“ გია გაჩეჩილაძესთან ერთად მან ერთ-ერთ კონცერტზე შეასრულა. მელოდია ჯემალ სეფიაშვილს ეკუთვნის, ლექსი: რატი ამაღლობელს. როგორც თიკამ გვითხრა, სიმღერის ვერსიაზე სოფო ტოროშელიძე და ნიკა მარგველაშვილი მუშაობენ, ხმის მონტაჟზე, – ნიკა მარგველაშვილი. ახალ ვერსიაში უცნობი აღარ იქნება და თიკა სოლოდ შეასრულებს. ჩვენს კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა 14 წლის წინანდელი […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა