თინა მახარაძისა და ნინი ნებიერიძის „ფეისბუქ“-დაპირისპირება – „ჯერ გათხოვება არ მინდოდა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა…“

0
8206

თინა მახარაძემ საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა მიმოწერები ერთ-ერთ ფოტოგრაფსა და მოდელ სალომე ბეზარაშვილს შორის, საიდანაც ჩანს, რომ სალომემ ნიუ იორკში მცხოვრები ქართველი ფოტოხელოვანის ნამუშევრები უნებართვოდ გამოიყენა და მათი სოციალური ქსელიდან წაშლაც არ ისურვა… სალომეს მიმოწერებში აღნიშნული აქვს, რომ ფოტოზე, რომელიც საკუთარ სოციალურ ქსელში განათავსა, გოგონას მისი სამოსი აცვია და ამიტომ ფიქრობს, რომ მისი გამოყენების უფლება ჰქონდა, თუმცა თინა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ფოტო ფოტოგრაფის საკუთრებაა.

თინამ სალომესა და Abintra Concept-ს შორის მიმოწერებს ასეთი კომენტარი გაუკეთა:

„ქართული სოცმედიის სახეები „ინსტაგრამზე“ <3

ლათინური შრიფტით დაწერილი გენიალური ტექსტების ავტორია ვინმე Salome Bezarashvili“.

სალომე ბეზარაშვილი

 

როგორც მსახიობი წერს:

„ჩემმა მეგობარმა არტისტმა გადაუღო კლიენტს შეკვეთით ფოტო შესაბამისი კონტრაქტის ქვეშ, რომელი კონტრაქტიც იუწყება, რომ ამ ფოტოების კომერციულად გამოყენების უფლება არ აქვს არც ერთ ბრენდს/მეწარმეს/ა.შ. ფოტოში ზემოთ ხსენებულ კილენტს ეცვა სალომე ბეზარაშვილის შარვალი, სალომე ბეზარაშვილმა უნებართვოდ გადაპოსტა ფოტო თავის „ინსტაგრამზე“ და დანარჩენი იხილე სქრინებში“.

სალომეს მონიშვნის შემდეგ კამათში საავტორო უფლებების შესახებ მოდელის მეგობრებიც ჩაერთნენ, მათ შორის აქტიურობდა ასევე მოდელი, ნინი ნებიერიძე, რომელიც სალომეს ძალიან ახლო მეგობარია.

ნინი ნებიერიძე

 

ნინი და თინა ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, თუმცა შემდგომ ეს მიმოწერა ან ერთმა, ან მეორე მხარემ წაშალა. ნინის ერთ-ერთი მინაწერი თინამ დასქრინა და „ფეისბუქზე“ განათავსა წარწერით: „ჩემი ღარიბი დედაც ვატირე“. ნინი წერდა: „აუ, წავიდა ეს ვაფშე ნიუ იორკში? ძნ ცდილობდა მახსოვს დაფინანსებას“. ამ მინაწერზე თინამ ნინის უპასუხა: „ჯერ გათხოვება არ მინდოდა და კონკურსში მივიღე მონაწილეობა“, რაზეც ნინიმ თინას „ჩემი ცოლის დაქალებში“ მონაწილეობა შეახსენა…

თინას თავისმა მეგობრებმა დაუჭირეს მხარი, ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა:

„მილიანერი ქმარი არალი?“

შეგახსენებთ, რომ ნინი ნებიერიძე ბიზნესმენ თემურ უგულავას მესამე ცოლია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here