თინა კანდელაკი კაცებს ინტერნეტით ეძებს

0
28

თინა კანდელაკი ისეთი სასოწარკვეთილია, რომ კაცებს უკვე სოციალური ქსელებისა და გაცნობის სერვისების საშუალებით ეძებს, როგორც ტელეწამყვანი და ბიზნესვუმენი ამბობს, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ პროგრამაში დარეგისტრირდა და ცდილობს, რომ სასურველი და საოცნებო მამაკაცი კიბერსივრცეში მონახოს.

თაყვანისმცემლები კანდელაკს ფარულ რეკლამაში ადანაშუალებენ და ამტკიცებენ, რომ ქალი რეალურად სმარტფონის სერვისის სარეკლამოდ აკეთებს უცნაურ განცხადებებს თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ კანდელაკი მსგავს ხმაურიან და ზოგჯერ უცნაურ განცხადბებეს არც არასოდეს ერიდებოდა.

“ადრე ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუდგებოდი. ხანდახან გეგონა, რომ ბრედ პიტს ემესიჯებოდი და პაემანზე ნიანგი მოდიოდა. თუმცა, ახლა ყველაფერი შეიცვალა. ჯარედ ლეტოც კი ინტერნეტის საშუალებით ცდილობს გოგონების გაცნობას“ – ამბობს 37 წლის რუსული ტელესივრცის ვარსკვლავი, რომელიც უკვე კარგა ხანია მეუღლეს და ორი შვილის მამას დაშორდა, მისი სახელი კი არაერთ ბიზნესმენსა და რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსანს დაუკვარშირდა.

თუმცა, როგორ ჩანს, თინა დაღალა სტანდარტულმა ურთიერთობებმა. კანდელაკი არც მოწოდებებს ერიდება. როგორც ინტერვიუში ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მსგავსი ტიპის ურთიერთობებში მამაკაცები ჯენტლმენები იყვნენ და ქალბატონებისათვის ძვირადღირებული საჩუქრები არ დაინაონ. “ასე შეგიძლია შენთვის საიტნერესო ქალს საჩუქარიც კი გუაგზავნო“ – ამბობს ახალი აღმოჩენით აღფრთოვანებული თინა და იმასაც ამატებს, რომ მისთვის ყველაზე სექსუალური, ის კაცია, რომელიც შინაგანად ძალიან ხელგაშლილია და არაფერი ენანება. ნამდვილად ვერ გეტყვით, როდის იპოვის მორიგ რჩეულ კანდელაკი, ვერც იმას დაგპირდებით, რომ გაცნობის საიტზე დათქმული შეხვედრის დროს თინას კვლავ ნიანგი არ შერჩება ხელთ, თუმცა, რუსული მედიის დივა როგორც ხედავთ ექსპერიმენტებს არ ერიდება და წესით შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოს.