თიკო სადუნიშვილი მარიხუანას გამო დაკავების დეტალებს იხსენებს

0
2095

ყოფილი ტელეწამყვანის, თიკო სადუნიშვილის თქმით, 2004 წელს მარიხუანის მოხმარების გამო დააკავეს.

თავს გადამხდარი ისტორია სადუნიშვილმა “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში“  გაიხსენა.

“ეს ისტორია არასდროს მომიყოლია, მაგრამ უკვე დროა, ხმა ამოვიღოთ. “მაესტროში ვმუშაობდი“, გადაცემა მიმყავდა. რაღაც ბალახი ვიპოვეთ ბავშვებმა და გვინდოდა მოგვეწია. წამებში 7-8 ადამიანმა ალყა შემოგვარტყა, დამადეს იარაღები თავზე, დაახლოებით,  3 იარაღი მედო. წაგვიყვანეს  პოლიციაში, სხვადასხვა ოთახებში გადაგვანაწილეს.

დაახლოებით, შვიდი საათი გავატარე ერთ გამომძიებელთან ერთად. მაშინ ისე მოხდა, რომ ჩვენმა პროდიუსერმა გაიგო და სამართალდამცველებთან მოლაპარაკების საფუძველზე გამოგვიშვეს“ – აღნიშნავს სადუნიშვილი.

https://www.youtube.com/watch?v=kYTP-2zjs68

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here