თიკა ჯამბურიას მიმართვა მედიასაშუალებებს: „სცადეთ გოიმობისა და ნაგვის გარდა კიდევ რაიმეს გაშუქება!..“

0
993

თიკა ჯამბურია მედიასაშუალებებს მიმართავს და ვრცელ სტატუსში წერს, რომ საქართველოში უამრავი ნიჭიერი ხელოვანია, რომელთაც ჯეროვან ყურადღებას არ უთმობენ, სამაგიეროდ კი ხშირად უგემოვნო და უხარისხო მუსიკასა და ამბებს უწევენ პროპაგანდას.

გთავაზობთ მომღერლის სტატუსს:

„მინდა შევახსენო ყველა მედიასაშუალებას, ტელევიზიებს, ონლაინტელევიზიებს და ა.შ., რომ ჩვენს პატარა და ძალიან ლამაზ ქვეყანაში გვყავს ძალიან ბევრი ლამაზი და ნიჭიერი მომღერალი, ახალგაზრდა თუ ასაკში შესული, ასევე გვყავს უამრავი საინტერესო ადამიანი, ხელოვანი, მხატვარი, მწერალი და ა.შ. თუ არ გაქვთ იმის დრო, რომ მოიძიოთ საინტერესო ადამიანები, რომ მიიწვიოთ გადაცემებში და არ გადათელოთ ჩვენი და ახალი თაობის გემოვნება და ნერვები, მე ვთხოვ ყველა ჩემს მეგობარს, კომენტარში მონიშნოს მისთვის საინტერესო ქართველი ხელოვანი (არ აქვს მნიშვნელობა, რა პროფესიის), შემდეგ იქნებ გადაავლოთ თვალი და აარჩიოთ აქედან ახალი და საინტერესო ადამიანები და შეგვეშვათ ჩვენც და შეეშვათ ამ საზიზღარ პროპაგანდას უგემოვნო და უხარისხო მუსიკის და ისტორიების.

რა გახდა, ხალხო, ქვეყანაში, სადაც გვყავს თორნიკე ყიფიანი, ლუკა ზაქარიაძე, დიმა კობეშავიძე, გრიგოლ ყოფშიძე და ა.შ., იქ 24 საათი ყველა არხზე და ყველა გადაცემაში არ იყოს გამოჭენებული ხატია წერეთელი და კიდევ უნიჭო ახალგაზრდების ზეიმი, 2 ხმაში რომ გულს რად მიკლავს ვერ მღერიან…

რა გახდა, გამაგებინეთ მართლა! მერე ჩვენ გვაბრალებენ, შოუბიზნესი არ არსებობსო, როგორ იარსებებს ყველანაირ სტიმულს და ხალისს უკარგავთ უნიჭიერეს ხალხს, რომელთა გამოჩენაც ვითომ რეიტინგს არ დაწერს, სცადეთ გოიმობისა და ნაგვის გარდა კიდევ რამის გაშუქება და იქნებ, გამოვიდეს… იქნებ, ჩვენს ხალხსაც ეშველოს და დაცინვის და შურის გარდა ისწავლონ პოზიტიური და კარგის მოსმენა… დავიღალეთ ამდენი სიქაჯით და მდაბიო ხარისხით…

P.S. იცით, რატომ არ არსებობს შოუ ბიზნესი ? იმიტომ, რომ იქ, სადაც უნდა იყვნენ ნორმალური წარმომადგენლები ზემოთნახსენებისა, სხედან გურამ შეროზია, დომენიკ მანგო და ხატია წერეთელი !!!!! მოიწვიეთ გადაცემებში ნორმალურად მოაზროვნე, არა პიარზ,ე არამედ ნიჭზე აგებული ხალხი…. ძალიან გთხოვთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here