The Quintessence-ის ახალი ფრანგული კომპოზიცია

0
1637

ჯგუფი The Quintessence მსმენელის აღფრთოვანებას, ამჯერად ფრანგული კომპოზიიციით განაგრძობს.

ჯგუფი “The Quintessence”-ი 5 წლის განმავლობაში მსოფლიოს არაერთი პრესტიჟული კონკურსისა და პოლიფონიური ფესტივალის გამარჯვებულია. ცნობილი სექსტეტი კვლავ აგრძელებს მსმენელის მოხიბვლას და გაოცებას.

ამის ერთ-ერთი დასტურია მათი მორიგი წამოწყება – #TQBLOG, რომლის არსიც გახლავთ სხვადასხვა კომპოზიციის შესრულება რეპეტიციის მსვლელობის დროს. პირველი ეპიზოდის დროს კი მათ საფრანგეთში გვამოგზაურეს და გენიალური ფრანგული კომპოზიცია  ”Chanson D’Amour”-ის შესრულება გადაწყვიტეს.

გასაკვირიც არიქნებოდა, ის რომ მათ ასეთ კრეატიულ წამოწყებას მომხმარებლების მხრიდან დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლოდა. სოციალურ ქსელში მათი ვიდეო პოპულარობით სარგებლობს და ინტერნეტში უამრავი მოწონება და გაზიარება მოჰყვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here