თეონა კონტრიძის მიმართვა მათ, ვინც რუსებს შეურაცხყოფას აყენებს – “ვერ ვიქნებით მეგობრები…”

თეონა კონტრიძის მიმართვა მათ, ვინც რუსებს შეურაცხყოფას აყენებს – “ვერ ვიქნებით მეგობრები…”

თეონა კონტრიძემ ფეისბუქის გვერდზე მიმართვა გაავრცელა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რუსებს შეურაცხყოფას აყენებენ.

“ძალიან ხშირად ვხვდები ამ ბოლო დროს ფეისბუქ-რგოლში რუსი ხალხის მიმართ შეურაცხმყოფელ პოსტებს… დაახლოებით ამ ტიპის – ღორი რუსები, ღორების სახელმწიფო და ა.შ.

დიდი ხანია, კრემლი და ხალხი გამიჯნული მყავს. გთხოვთ ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მსგავს მიმართვებს ახორციელებს, დატოვოს ჩემი ფრენდლისტი, რამეთუ ფეისბუქის დონეზეც ვერ ვიქნებით მეგობრები.

შეგახსენებთ, მე ვარ 1994 წლიდან რუსეთის მცხოვრები, მყავს ორი ნახევრად რუსი შვილი, მეუღლე, სამეგობრო და ჩემი უსაყვარლესი პუბლიკა, რომელიც ყოველი კონცერტისას მავსებს სიმხურვალით. ჩემი სამშობლო საქართველოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს დიდი რაოდენობა რუსი ხალხისა, რომელსაც სძულს კრემლის პოლიტიკა, გულშემატკივრობენ საქართველოს, უკრაინას და საერთოდ ყველას, ვინც აუჯანყდა რუსეთის იმპერიას. პატივი მეცით და დატოვეთ ფრენდლისტი…“

სიახლეები/

|

November 24, 2015 / 5:33 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი გაზაფხულზე – ასეთი სილამაზე არ გინახავთ

ზაქარია ჭელიძის ფოტო თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმიდან, რომელიც ახლახან არის გადაღებული, ნამდვილად მოგაგონებთ კადრს ფილმიდან. ასეთი სილამაზის ნახვა თავად შეგიძლიათ, თუკი ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრებით და იქ აყვავებულ იასამნებს ნახავთ. ფოტომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ ქსელებში. „სუნთქვა გამიჩერდა“, წერს ერთ-ერთი კომენტარის ავტორი.

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე პრესტიჟულ ამერიკულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

ხაშურის მეოთხე საჯარო სკოლის „ფეისბუქი“ მკითხველებს ამცნობს, რომ მათი მოსწავლე აშშ-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ელენე გოგალაძე ეკონომიკის ფაკულტეტზე ისწავლის უნივერსიტეტში, რომელიც აპლიკანტების 2%-ზე ნაკლებს იღებს ყოველწლიურად. „რა არის საჭირო დიდი მიზნის მისაღწევად? ნიჭი? თავდაუზოგავი შრომა? იღბალი? – დიახ, ეს ყველაფერი და კიდევ მიზანდასახულობა და დიდი სიმამაცე! ყველა ეს თვისება გააჩნია ჩვენი სკოლის […]

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი გამოვიდა (ვიდეო)

ნანი ბრეგვაძისა და სტეფანეს ახალი კლიპი სიმღერაზე „ისევ წვიმს“ (კომპოზიტორი: ვაჟა აზარაშვილი, ვერსია: ნიკოლოზ რაჭველი) გუშინ „ნანუკას შოუში“ აჩვენეს. პრემიერის შემდეგ ვიდეორგოლი სტეფანეს ოფიციალური „იუთუბის“ გევრდზე აიტვირთა. გადაღებები სამი ღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რეჟისორი გახლავთ ზაზა ორაშვილი. კლიპს გუშინ საღამოდან უამრავი გაზიარებ აქვს სოციალურ ქსელში. (ვიდეო)

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

ნახეთ, როგორ მღერის თხელ კაბაში გამოწყობილი თეონა კონტრიძე გუდაურში თოვისას (ვიდეო)

თეონა კონტრიძე ბრჭყვიალა დეკოლტირებულ კაბაში იყო გამოწყობილ, სცენა თბებოდა, ამიტომაც, როგორც ჩანს, არ გაუჭირდა გუდაურის სიცივესთან გამკლავება. ამ სიმღერის შესრულებისას თოვლიც წამოვიდა, თუმცა ამას მომღერალი არ გაუჩერებია და ყინვაში კარგი შოუ შესთავაზა შეკრებილებს. ვიდეო: ელენე დუმბაძე (ვიდეო)

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

თეონა კონტრიძის მიმართვა რუსებს – „შეიძლება, ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, თეონა კონტრიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით ავრცელებს ვიდეომიმართვას რუსების მიმართ და ეკითხება მათ, რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებს. თეონა აღნიშნავს: „იცით თუ არა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა რუსეთში შემოსასვლელად. ამ ვიზის […]

თეონა კონტრიძე დაბადების დღეს დედის საფლავზე შეხვდა

მომღერალი თეონა კონტრიძე იუბილარია. დაბადების დღეს ის დედის საფლავზე შეხვდა. შეგახსენებთ, რომ თეონას დედა 2005 წელს გარდაეცვალა. სოციალურ ქსელში, თეონა ემოციურ ფოტოს აქვეყნებს წარწერით: "აი ასე დავიწყე მე ჩემი მეხუთე ათწლეულის აღნიშვნა.. ჩამოვფრინდი მშობლიურ ქალაქში.. პლანეტის ყველაზე ნათელ, წმინდა და საყვარელ ადგილას.. ეს არის ადგილი სადაც დედაჩემი დაკრძალეს.. რედი, ჩემო ანგელოზო! მადლობას გიხდი შენ სიცოცხლისთვის, შენი უანგარო სიყვარულისთვის.. დედა შენ ხარ ჩემი ვექტორი, კომპასი და ჩემი სინათლე.. მე უკვე 40 წლის ვარ..!"

რეკლამა