თეონა კონტრიძე: „ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატე და სხვა არაფერი?!..“

თეონა კონტრიძე: „ირაკლი ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატე და სხვა არაფერი?!..“

თეონა კოტრიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სოსო პავლიაშვილის სიმღერა „თენდება“ და დაწერა, რომ ის თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნია. როგორც თეონა აღნიშნავს, კიდევ კარგი, რომ ირაკლი ჩარკვიანი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ ახლა ქართველებისგან უკვე დავიწყებული იქნებოდა…

გთავაზობთ თეონას სტატუსს ამ თემაზე:

„გინდა, მოღალატედ შემრაცხეთ, გინდა, პუტინის აგენტად, მაგრამ მე, როგორც მუსიკოსი ვამბობ, რომ იმ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპოზიცია დაწერა ამ კაცმა, სოსო პავლიაშვილმა. „სამშობლო“ 90-იანი წლების არაოფიციალურ ქართულ ჰიმნად იქცა. ამ სიმღერამ გაგვამხნევა, გვატირა, შეგვკრა და გაგვიღვიძა ნაციონალური თვითშეგნება. კიდევ კარგი, ირაკლი დროზე წაიყვანა უფალმა, თორემ იქნებოდა ახლა თქვენგან მიგტდებული და ცხრაგზის დავიწყებული. ასჯერ გამიგია კოლეგებისგან, რომ ჩარკვიანი გენიოსია და სოსო პავლიაშვილი მხოლოდ მოღალატეა და სხვა არაფერი?!

გაგარტყით ლოგიკაში, კოლეგებო. თქვენ ან მუსიკა არ იცით, ან კიდევ ჩაიძირეთ თქვენს ეგოცენტრიზმში.

ქალბატონებო, ბატონებო და განსაკუთრებით, ბავშვებო! მოისმინეთ თავისუფალი საქართველოს არაოფიციალური ჰიმნი.

კომპოზიტორი და შემსრულებელი, სოსო პავლიაშვილი. ამინ!..“

სიახლეები/

|

July 15, 2019 / 1:57 pm

TOP სიახლეები

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თეონა კონტრიძე: „14 კონცერზე ვთქვი უარი შარშან ყირიმში…“

რუსეთში მოღვაწე ქართველი შემსრულებელი, თეონა კოტრნიძე გაგრაზე საუბრისას „სხვა შუაღამის“ პირდაპირ ეთერში ატირდა და ხმა აუკანკალდა. მან აღნიშნა, რომ ის ყირიმში იმიტომ არ მღერის, რომ ეს არასწორად მიაჩნია. თეონა კონტრიძე: შარშან 14 კონცერტზე ვთქვი უარი ყირიმში. ყველამ იცის,რომ მე ყირიმში არ ვიმღერებ.დარწმუნებული ვარ, მე რომ ყირიმში ვიმღერო, ვიცი, რომ წმინდა გიორგი, რომლის ხატთანაც ვლოცულობ, არასდროს […]

ნახეთ, როგორ მღერის თხელ კაბაში გამოწყობილი თეონა კონტრიძე გუდაურში თოვისას (ვიდეო)

თეონა კონტრიძე ბრჭყვიალა დეკოლტირებულ კაბაში იყო გამოწყობილ, სცენა თბებოდა, ამიტომაც, როგორც ჩანს, არ გაუჭირდა გუდაურის სიცივესთან გამკლავება. ამ სიმღერის შესრულებისას თოვლიც წამოვიდა, თუმცა ამას მომღერალი არ გაუჩერებია და ყინვაში კარგი შოუ შესთავაზა შეკრებილებს. ვიდეო: ელენე დუმბაძე (ვიდეო)

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გერმანულ ენაზე ითარგმნა

ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ უკვე გერმანულენოვანი მკითხველისთვის არის ხელმისაწვდომი. წიგნის გარეკანი ქართული წიგნის ეროვნულმა ცენრტმა გამოაქვეყნა. ცნობილი ქართველი მუსიკოსის წიგნი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით გერმანულ ენაზე ითარგმნა და გერმანული გამომცემლობის Dagyeli Verlag მიერ გამოიცა. წიგნის გერმანულენოვან თარგმანზე იუნონა გურულმა იმუშავა. „მშვიდი ცურვა“ ირაკლი ჩარკვიანის ერთადერთი ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც 2006 წელს გამოიცა.

თეონა კონტრიძის მიმართვა რუსებს – „შეიძლება, ამას მეგობრობა ვუწოდოთ?“

რუსეთში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, თეონა კონტრიძე საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდის საშუალებით ავრცელებს ვიდეომიმართვას რუსების მიმართ და ეკითხება მათ, რამდენად სამართლიანია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ცალმხრივი სავიზო რეჟიმი მოქმედებს. თეონა აღნიშნავს: „იცით თუ არა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს სავიზო რეჟიმი, თანაც ცალმხრივი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ვიზა რუსეთში შემოსასვლელად. ამ ვიზის […]

რეკლამა