ტეილორ სვიფტს საავტორო უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს

ტეილორ სვიფტს საავტორო უფლებების დარღვევაში სდებენ ბრალს

ტეილორ სვიფტი, რომელიც ძალიან ხშირად გამოდის საავტორო უფლებების დაცვის მოთხოვნით და ფრაზები, “Blank Space” და “Swiftmas” დააპატეტნა, თავად აღმოჩნდა სხვისი უფლებების დამრღვევი, ცოტა ხნის წინ ამერიკელ მუსიკოსს მხატვარმა, ელი ბურგიერესმა ღია წერილი უძღვნა და მომღერალი ნამუშევრის მოპარვში დაადანაშაულა.

მელიას აპლიოკაცია, რომელსაც სვიფტი ალბომის, “1989“-ის ფრომოუშენისთვის იყენებდა, ელის შექმნილია, როგორც გოგონა წერილში ამბობს, ის პროფესიონალი არტისტია, ქმნის ლოგოებს, რომელთაც არაერთი კომპანია იყენებს. “შეიძლება ინსტაგრამზე სულ რაღაც 1239“ ფოლოუერი მყავს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ჩემი ნამუშევრები ბევრად მეტს მოსწონს“ – წერს ელი.

“თქვენ ჩემი შექმნილი ლოგო ალბომის პრომოუშენისთვის გამოიყენეთ და გაოგნებული დავრჩი, როდესაც კომპენსაციაც კი არავინ შემომთავაზა. ახლობლები და მეგობრები მილოცავდნენ, ეს ხომ ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი მომენტი უნდა გამხდარიყო, თუმცა, ნამუშევარს სულ სხვა ადამიანის სახელი ერთვოდა.“

როგორც ღია წერილიდან ნათელი ხდება, ელის რამდენიმე თვის შემდეგ, რაც მან ტეილორის მენეჯერებთან დაკავშირება სცადა, წერილი მიუვიდა, რომელშიც მას 4 ნიშნა თანხის გადახდა შესთავაზეს, თუმცა, იმ პირობით, თუ გოგონა ფულს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავდა.

“ტეილორ, როგორც არტისტი, დათანხმდებოდით მსგავს შემოთავაზებას Apple-ისგან, ან Spotify-სგან?” – წერს ელი და წერილს ასე აბოლოებს – “არ ვიცი, ჩემ ქმედებას რა რეაქცია მოჰყვება, თუმცა, იმედია უფრო თანმიმდევრულები იქნებით იმ ღირებულებების მიხედვით ქცევაში, რომლებსაც ზეპირსიტყვიერად იცავთ“. წერილის ბოლო ელი თავისი ნამუშევრის ორიგინალსა და ტეილორის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ ფოტოს ადარებს.

ტეილორ სვიფტის წარმომადგენლები ახალგაზრდა ქალის განცხადებას მალევე გამოეხმაურნენ და მისი პრეტენზიები უარყვეს – მას ღირსეული ანაზღაურება ნამუშევრის გამოქვეყნებისთანავე შევთავაზეთ, ოფერში საუბარი არანაირი ტიპის ქველმოქმედებაზე არ ყოფილა – წერს ტეილორის წარმომადგენელი. “ჩვენ ბევრჯერ ვცადეთ მის ბურგიერესთან დავის მოგვარება, თუმცა, მისი საქციელი მხოლოდ იმას მოწმოს, რომ ქალბატონს ამ საქმით პოპულარობისა და ფულის მოხვეჭა სურს“ – ამ სიტყვებით სრულდება საპასუხო განცხადება. თავად ტეილორი სკანდალზე კომენტარს არ აკეთებს.

სიახლეები/

|

December 18, 2015 / 2:39 pm

TOP სიახლეები

ვიდეო: შოთა არველაძე თეონა თავართქილაძეს თმას უსწორებს

არველაძეების ოჯახი ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “მელომანი” მონაწილეობს. დიზაინერმა თეონა თავართქილაძემ, რომელიც რეზი არველაძის ცოლია, გამოაქვეყნა ორი სთორი “ინსტაგრამზე”, სადაც გადაცემისთვის მზადების პროცესი ჩანს. ერთ ვიდეოში გადაღებულია, როგორ ემზადება სპორტულად აჩი არველაძე მუსიკალური შეჯიბრებისთვის, ხოლო მეორე ვიდეოში ასახულია, როგორ უსწორებს თმას რძალს შოთი არველაძე. (ვიდეო)

ეკა ჩხეიძე: „საშინელი ავარიის შემდეგ აღმოვჩნდი ჩემი მეგობრის ცოლი…“

ეკა ჩხეიძე „რუსთავი 2“-თან იმ ამბების შესახებ საუბრობს, რომლებმაც ის შეცვალა. ერთ-ერთია ავარიის ამბავი, რომლის დროსაც ძალიან დაშავდა და დაერღვა ვესტიბულური აპარატი, დიდხანს ვერ დადიოდა. „მეგობარმა დაიწყო მოკითხვა, იმდენი მომიარა, იმდენი გადამყვა, რომ ბოლოს მითხრა, ცოლად გამომყევიო. ალბათ, არასდროს გავთხოვდებოდი, რადგან გათხოვებაზე დღემდე ცუდი რეაქცია მაქვს. მყავდა სერიოზული თაყვანისმცემელი, რომელიც ცოლობას მთხოვდა, მაგრამ იმ პერიოდში […]

„ჩემი ცოლის დაქალები“ ისევ ბარბარიკას გარეშე დარჩა

„ჩემი ცოლის დაქალები“ მალე მე-17 სეზონს გახსნის. როგორც ჩანს, ჯერჯერობით, ერთ-ერთი პერსონაჟის, ბარბარიკას ხაზი არ განვითარდება. თაკო კორინთელი, რომელიც მის როლს ასრულებდა, სერიალიდან წავიდა. მიზეზი კი „პოსტივიზე“ ტელეწამყვანის ამპლუაშ გამოჩენა გახდა. როგორც თაკო კორინთელი ჟურნალ „გზასთან“ აღნიშნავს: „სერიალის გუნდი საქმის კურსია. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მიყვარს ისინი და დიდ პატივს ვცემ. მათ ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი. […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

Beyoncé პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ათეულში მოხვდა

2016 წელიც ნელ-ნელა მიილია, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე მისი შეჯამება შეგვიძლია. ჟურნალმა “ფორბს“-მა არაერთხელ მოგვაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეძლო გასული წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი შემოსავლის დაგროვება. ამჯერად კი მსგავს რეიტინგს ჟურნალი “Vanity” აქვეყნებს. გამომცემლობამ გადაწყვიტა, პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ვინაობა დაედგინა. პირველი ათეული ცხადია ბიზნესმენებს, მედიამაგნატებს და სხვადასხვა პოპულარული რესურსის დამფუძნებლებს დაეთმო. […]

სელენა გომესი ინსტაგრამის რეკორდსმენი გახდა

მომღერალი სელენა გომესი გახდა ინსტაგრამის პირველი მომხმარებელი, რომელმაც სოციალურ ქსელში, გამომწერების 100 მილიონიანი არმია მოაგროვა.

ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი წარმოადგინა

ტეილორ სვიფტმა ახალი კლიპი წარმოადგინა. "Out Of The Woods" - ასეთი გახლავთ სიმღერის სახელწოდება, რომელიც მუსიკოსის 2014 წლის ალბომის, "1989", რიგით მეექვსე სინგლი გახლავთ.

ვინ არის ტეილორ სვიფტის ახალი მეგობარი?!

ტეილორ სვიფტმა ახალი მეგობარი იპოვა - მისი სახელია ბლეიქ ლაივლი, ცნობილი მსახიობი, რომელმაც პოპულარობა “Gossip Girl”-ში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. მსახიობი ტეილორის კონცერტს ავსტრალიაში დაესწრო და მეორე დღეს ცნობილი გახდა, რომ გოგონებმა მთელი დღე ერთად გაატარეს, გასართობ პარკებშიც ისეირნეს, როლერ კოსტერებზეც დასხდნენ და კენგურუებთანაც კი სცადეს სელფის გადაღება.

American Music Awards 2015-ის რჩეულები – ვინ გახდა დაჯილდოების ტრიუმფატორი?!

ლოს ანჯელესის მაიკროსოფთის თეატრმა 2015 წლის ამერიკული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიას უმასპინძლა. საღამოს წამყვანი ჯენიფერ ლოპესი გახლდათ, რომელმაც შოუს მსვლელობისას არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი უჩვენა მაყურებელს. რაც შეეხება AMA-ს რჩეულებს - როგორც იცით ყველაზე მეტ ნომინაციაში ტეილორ სვიფტი იყო წარდენილი, სწორედ მასვე ერგო ყველაზე მეტი, ანუ სამი ჯილდო.

რეკლამა