„თეატრალურის კვარტეტი“ და „სუხიშვილები“ ერთობლივ კონცერტებს თბილისში გამართავენ

„თეატრალურის კვარტეტი“ და „სუხიშვილები“ ერთობლივ კონცერტებს თბილისში გამართავენ

9 ივნისიდან 25 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ შაბათს, რიყის პარკში, 20:00 საათზე, „სუხიშვილები“ და ანსამბლი „თეატრალურის კვარტეტი“ კონცერტებს გამართავენ. ღონისძიების სახელწოდებაა „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით ხორციელდება. რაც მთავარია, კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.

ჩვენ დავუკავშირდით „თეატრალურის კვარტეტის“ წევრს, ლაშა კერვალიძეს, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია მოგვაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

ლაშა კერვალიძე:

ძალიან გვიხარია, რომ ამ პროექტში ვმონაწილეობთ. სასიამოვნოა, რომ ჩვენს შემოქმედებას უცხოელები მოისმენენ და გაეცნობიან. ასევე გვახარებს ის ფაქტი, რომ „სუხიშვილებთან“ ერთად გამოვდივართ. გელოდებით სრულიად საქართველოს, თბილისს და ჩვენი ქალაქის სტუმრებს (იღიმის). დიდი იმედი გვაქვს, რომ ღირსეულად წარვადგენთ ქართულ კულტურას და პოპულარიზაციას გავუწევთ უცხოელ სტუმრებთან.

პროექტის სახელწოდებაა „კულტურული ღამის ტურები საქართველოში“, რომელიც 12 კვირის განმავლობაში გაიმართება ყოველ შაბათს ძველი თბილისის ტერიტორიაზე, რიყის პარკში.

რაც შეეხება კონცერტის ფორმატს, ის იქნება ქართული ელემენტებით გაჟღენთილი, შესრულდება ქართული მრავალხმიანი სიმღერები და ქართული ცეკვა. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამხელა ისტორია აქვს ქართულ სიმღერასა და ცეკვას და ისიც ვიცით, რა როლი აქვს საქართველოს პოპულარიზაციაში მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ეს მიზანი აქვს ამ პროექტს, ტურისტებმა, ვინც საქართველოს ესტუმრება, შეაფასონ ჩვენი კულტურა.

მარკეტინგული კომპანია დაწყებულია რამდენიმე არხზე, მათ შორის „ბი-ბი-სი“-ზე და „სი-ენ-ენ“-ზე, ასევე ყველა ტურისტული კომპანია ავრცელებს ამ ინფორმაციას.

კონცერტებზე დასწრება უფასოა.

კონცერტების დღეებში, დღის ორი საათიდან,  ტერიტორიაზე იქნება გამოფენა-გაყიდვა, ქართული ღვინის, ჭაჭისა და ლუდის, უალკოჰოლო სასმელებისა და ნუგბარის დეგუსტაცია, ასევე მოეწყობა ქართული ყველის კუთხე.

ნინო მურღულია

სიახლეები/

|

May 16, 2018 / 2:04 pm

TOP სიახლეები

კოკო როინიშვილი დედ-მამის ურთიერთობაზე – „მეგობრობენ, მაგრამ…“

კოკო როინიშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ დედ-მამის ურთიერთობის შესახებ საუბრობს. როგორც მსახიობი აღნიშნავს, თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი არ შერიგებულან. გთავაზობთ ციტატას ინტერვიუდან: „არა, არ შერიგებულან. გიასა და თამრიკოს ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრობენ, მაგრამ როგორც ცოლ-ქმარი, ისე არ ცხოვრობენ. ყოველდღე შეიძლება, ვერ ხვდებიან, მაგრამ ტელეფონით მაინც მოიკითხავენ ერთმანეთს. ცივილიზებული ურთიერთობა აქვთ“. კოკო ასევე საუბრობსთავისი როლის შესახებ […]

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ არა საკუთარ, არამედ სხვა სიმღერას გულშემატკივრობს

ანრი ჯოხაძე „ოქროს ტალღაზე“ სიმღერით „ცივი ნოემბერი“ არის წარდგენილი. „მიუზიკბოქსთან“ ინტერვიუში მომღერალმა საკუთარ მოლოდინებზე და „ოქროს ტალღის“ კონკურსის შესახებ, რომელიც წელს, რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ორგანიზებით უკვე მეექვსედ იმართება, ვრცლად საიუბრა. ანრი ჯოხაძე: ჩემთვის „ოქროს ტალღა“ ასოცირდება მოულოდნელობასთან. პირველი, რაც მახსოვს, როცა ჩემი სიმღერა წლის საუკეთესო სიმღერა გახდა, ერთი პროცენტითაც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასე იქნებოდა. სულელის სახით […]

მარიკო ლეჟავა განმარტავს, რატომ დაუწერა თამთა გოდუაძეს „ევროვიზიაზე“ დაბალი ქულა

„ევროვიზიის“ გრანდფინალის შემდეგ, სადაც კვიპროსის წარმომადგენელმა ქართველმა შემსრულებელმა, თამთა გოდუაძემ მე-16 ადგილი დაიმსახურა და ქართული ჟიურისგან 6 ქულა მიიღო, სოცქსელებში აქტიურად ეხმაურებიან. ქართული ჟიური კრიტიკის ქარცეცხლში მსმენელმა გაატარა და აღნიშნეს, რომ მათ უმაღლესი ქულა სწორედ თამთასთვის უნდა მიენიჭებინათ. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, მომღერალი მარიკო ლეჟავა სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ამ თემაზე და კრიტიკას პასუხობს: „ორი […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„თეატრალურის კვარტეტი“: „ქართული სიმღერა მოდიდან არ უნდა გადავიდეს!..“

„თეატრალურის კვარტეტი“ – ქართული სიმღერის გამორჩეული შემსრულებლები არიან და მათი პროფესიონალიზმი არაერთხელ აღნიშნულა, მათ შორის ქვეყნის მთავარი მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიაზე, „ოქროს ტალღაზე“, რომლის ორგზის გამარჯვებულები არიან. „კაფე ორანჟერეაში“ ანსამბლის წევრებს შევხვდით. ლაშა: „ოქროს ტალღა“ ასოცირდება სიყვარულთან, ბედნიერებასთან, კარგ ხასიათსა და კარგ ნაწყობასთან, იმიტომ, რომ ყოველი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოება არის ზეიმი და განსაკუთრებული მოვლენა. ასეთი დაჯილდოების […]

მაცაცო სებისკვერაძის ახალი ალბომიდან რამდენიმე სიმღერას „თეატრალურის კვარტეტი“ შეასრულებს

„ბრავო რეკორდსში“ „თეატრალურის კვარტეტი“ შესანიშნავი ქართველი კომპოზიტორის, მაცაცო სებისკვერაძის ახალ სიმღერაზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „ქალბატონო სესილია“, ტექსტის ავტორი კი ნიკოლოზ წულუკიძე გახლავთ. რუსუდან სებისკვერაძე ახალ ალბომზე მუშაობს, საიდანაც რამდენიმე სიმღერას სწორედ „თეატრალურის კვარტეტი“ ჩაწერს, აქედან ორი ახალი სიმღერაა, მათ შორის „ქალბატონო სესილია“ და კიდევ ერთი ახალი კომპოზიცია სახელად „ლიზა“, რომელიც კომპოზიტორმა შვილიშვილს დაუწერა. „თეატრალურის კვარტეტი“ […]

„სუხიშვილების“ კონცერტებს უცხოეთში ბოლო ორ თვეში 130 000 მაყურებელი დაესწრო

„სუხიშვილებმა“ ორთვიანი ტურნე დაასრულეს. ამის აღსანიშნავად მათ ფოტო გადაიღეს და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს. სტატუსში, რომელიც ამ ფოტოს ახლავს თან, წერია, რამდენი კონცერტი გამართეს საზღვრებს გარეთ ამ ორი თვის განმავლობაში. „61️ დღე, 4️6️ ქალაქი, 5️6️ კონცერტი, 1️3️0️ ათასამდე მაყურებელი, 1️1️2️ ბისი, 4️4️ სასტუმრო, 10️0️-ჯერ ჩემოდნის ამოლაგება-ჩალაგება, 1️2️7️2️5️ განვლილი კილომეტრი და მაინც ცოცხლები ვართ…“

„თეატრალურის კვარტეტის“ მხიარული კონცერტი მოხუცთა თავშესაფარში (ფოტოები)

„თეატრალურის კვარტეტი“ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს და მათთან, ვისაც ქართული სიმღერის კონცერტებზე დასწრების საშუალება არ აქვთ, ანსამბლის წევრები თავად მიდიან. ამჯერად ისინი ბათუმის წმინდა დიდ მოწამე ეკატერინეს სახელობის  მოხუცებულთა თავშესაფარს ესტუმრნენ კონცერტით და როგორც მათ მიერ სოცქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, კონცერტმა დიდ მხიარულებაში ჩაიარა. როგორც „თეატრალურის კვარტეტის“ წევრები აღნიშნავენ: „შევხვდით საოცარ ადამიანებს, ეს იყო სიყვარულით და […]

„თეატრალურის კვარტეტი“ 15 წლის იუბილეს ახალი პროექტით აღნიშნავს

„თეატრალურის კვარტეტმა“ ახალი საქველმოქმედო პროექტი წამოიწყო. მისი სახელწოდებაა „აქ ემღერება გულს“. პროექტის შესახებ ანსამბლი ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე წერს. „ძვირფასო მეგობრებო, „თეატრალურის კვარტეტმა“ 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაიწყო პროექტი სახელწოდებით “აქ ემღერება გულს”, პროექტს აქვს ორი ძირითადი დატვირთვა: 1) სოციალური სახის, რაც გულისხმობს რეგიონებში არსებულ მოხუცებულთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში ჩასვლას, ამ ადამიანების მიმართ პატივისცემის და სითბოს […]

რეკლამა