თეა წულუკიანი საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ალაპარაკდა

0
5217

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი რამდენიმე თვის წინ, ოფიციალურად გათხოვდა. მისი რჩეული 31 წლის ნუგზარ კაკულიაა. მისი და ნუგზარის გაცნობის ისტორიაზე, მინისტრმა ჟურნალ “ok”-თან ისაუბრა.  

„2012 წელს როდესაც ნაძალადევის რაიონში კენჭს ვიყრიდი, ერთ დღესაც შტაბში ნუგო მოვიდა და გვითხრა რით დაგეხმაროთო, მიუხედავად იმიასა, რომ ნაძალადევის რაიონის ამომრჩეველი არ იყო. ჩვენ ნუგო როგორც აქტივისტი ისე მივიღეთ, მან ჩვენს გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა, შემდეგ მეგობრობა გავაგრძელეთ და დროსთან ერთად ჩვენი ურთიერთობა გადაიზარდა სხვა ტიპის ურთიერთობაში. ჩვენი ურთიერთობა მთლიანად აგებულია ხუმრობაზე, იუმორსა და ხალისიან განწყობაზე. ხანდახან ვფიქრობ არანორმალური ოჯახი ხომ არ ვართ-მეთქი, იმიტომ რომ ბევრს ვიცინით.”

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანი და ნუგზარ კაკულია უკვე პირველ ბავშვს ელოდებიან.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here