თბილისურ ეზოში გია ყანჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

0
1513

პროექტის „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, თბილისურ ეზოში გია ყანჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა, რომლითაც „თბილისური ეზოების“ ზაფხულის სეზონი დაიწყო.

ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიასთან ერთად დაესწრო. დედაქალაქის მერის თქმით, პროექტი, განხორციელების არცთუ დიდი პერიოდის მიუხედავად, პოპულარობით სარგებლობს.

„დღეს გვაქვს გია ყანჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო თბილისურ ეზოში. ბევრი თბილისელია მოსული, სასიამოვნო გარემოა და ვფიქრობ, ასეთი საღამოები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოვუყვეთ ერთმანეთს ამბები, ვილაპარაკოთ ტელეფონისა და ინტერნეტის გარეშე. ეს საღამოები გაგრძელდება, ისევე, როგორც კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ახალი კულტურული პლატფორმის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში დედაქალაქში, უკვე რამდენიმე კვირაა, იმართება სხვადასხვა სახის კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.

პროექტის მიზანია, დედაქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ახალი ცენტრების შექმნა, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here