თბილისში გახსნილ ესპანელი მოქანდაკის კომპოზიციას უარყოფითად აფასებენ – „ეს პუფებია?“

0
1194

როგორც city.kvira.ge იუწყება, საქართველოსა და ესპანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25-წლიანი ისტორიის აღსანიშნავად, თბილისში, ესპანელი მოქანდაკის, კარლოს გარსია ლაოსის სამ ფერში შესრულებული კომპოზიცია – „ხელოვნება“ დაიდგა. ის ვაჟა – ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე სკვერში განთავსდა.

ესპანელმა მოქანდაკემ თავისი ნამუშევარი თბილისს უსასყიდლოდ გადასცა, პროექტის ფარგლებში სკულპტურები ევროპის კიდევ შვიდ ქალაქში დაიდგა. ღონისძიებას ოფიციალური პირები დაესწრნენ მერიიდან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან. კომპოზიციის გახსნას ესწრებოდა თავად მოქანდაკეც.

კომპოზიციას სოციალურ ქსელში უარყოფითად აფასებენ:

„ხატვისა და ძერწვის ნიჭი არ დამაბერტყა ღმერთმა, მაგრამ აღქმის უნარი არ დამიკარგავს ჯერ… ჰოდა, მომკალით და ხალხს ვხედავ და კომპოზიცია, რომელია?“

„ეს პუფებია?“

„ეს თანამედროვე არტის ენაზე ობიექტებია“

„ემბავუდში“ ნაყიდი სკამებია“

„სათაური რომ წავიკითხე, ვიფიქრე, რა ცუდი ფოტო გადაიღეს, ქანდაკება სადაა-მეთქი“

„მანდ ვიყავი გუშინ. ველოდებოდი სხვა რაღაცას, მივედი და დამხვდა ეს, გამიტყდა“

„რა მასალაა? დიდ ყულაბად ვერ ვაქცევთ? შემოწირულობის ყუთად. ქუჩაში ხო დგას პატარები და ეგ ყველაზე მასშტაბური იქნება და გინესის წიგნში შევა. და მთელი მსოფლიო გაგვიცნობს“

„რა ყულაბა, უკვე ვხედავ ზედ გაშლილ გაზეთს და გარშემო შემომსხდარ ლოთებს ))))“

„ხელოვნებათმცოდნეების ტუსოვკის ადგილია?“

„თვალები, ცხვირი და ნიკაპი კი ჰგავს…“

„რა კარგი პუფები გვაჩუქეს♡ თუ კარგად მოვიქცევით, ესპანურ კაფელომეტლახსაც გვაჩუქებენ ♡“

„უი, ზუსტად ეგეთები მაქვს სახლში, ორი ცალი“

„ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here