თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი ჩაიშალა

თბილისში ემირ კუსტურიცას კონცერტი ჩაიშალა

8 დეკემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში, ცნობილი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას კონცერტი უნდა გამართულიყო. იგეგმებოდა მისი ბენდთან ერთად ჩამოსვლა. ბილეთები ჯერ კიდევ იყიდება ერთ-ერთ საიტზე.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ კუსტურიცას კონცერტი საქართველოში ჩაიშალა. როგორც მედიასთან შეხვედრისას კონცერტის ორგანიზატორმა, ლელა ალსანიკაშვილმა განაცხადა, მათთვის არ იყო ცნობილი, რომ რეჟისორის ჩამოსვლა საქართველოს კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა.

შეგახსენებთ, რომ ემირ კუსტურიცა 2009 წელს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა.

საქართველოს “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” კანონის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან; ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) – გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედებას თავისი ვადა აქვს, 6 წელი, კუსტურიცას ვიზიტიდან 8 წელი გავიდა, თუმცა, როგორც ჩანს, მიუხედავად ამისა, ორგანიზატორებმა კონცერტის გადადების გადაწყვეტილება მიიღეს.

სიახლეები/

|

September 29, 2017 / 3:48 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ია ფარულავა ძველ სლოგანს იხსენებს: „ვისაც რისი *რაკი გვაქვს ის გვაცვია“

მსახიობი, ია ფარულავა კვლავ არ ერიდება თამამი განცხადებების გაკეთებას და სოციალური ქსელის მეშვეობით იმ ადამიანებს ეხმაურება, რომლებიც მის მიმართ ჩაცმულობის გამო კრიტიკულები არიან. მსახიობი აღნიშნავს, რომ საზოგადოების ნაწილი მას ჭკუას არიგებს: „ჭკუას მარიგებენ – ამდენი ყვავილები სამოსზე ამდენი გუჩი და დოლჩე არ გინდა ტეხავს-ო ვინ გეკითხებათ ნეტა? ალბათ, დაგავიწყდათ ჩემი ძველი სლოგანი – ვისაც რისი […]

ანი გიუნტერი გერმანიაში მცხოვრებ ქართველებს აკრიტიკებს: „პასუხობენ, რომ რუსეთიდან არიან!..“

ანი გიუნტერი გერმანიაში ყოფნისას ერთ უსიამოვნო „ტრადიციას“ გადაეყარა, რომელსაც იქ მცხოვრები ქართველების ნაწილი მისდევს. როგორც ტელეწამყვანი წერს, მათ ურჩევნიათ კითხვაზე, „საიდან ხართ“, უპასუხონ – „რუსეთიდან“, რადგან ასე უფრო უადვილდებათ ახსნა გერმანელებისთვის. ანი წერს: „სანამ ჩვენ აქ რუსებს სტუმართმოყვარე ქვეყანაში შუბლში ვახლით პროტესტს, ბევრი გერმანიაში მცხოვრები ქართველი ტრადიციულ შეკითხვაზე: “ვერ არ იუ ფრომ” გერმანელებს სიამაყით პასუხობს […]

თიკა ჯამბურიამ საკუთარი სიმღერის ახალი ვერსია ჩაწერა (აუდიო)

თიკა ჯამბურიამ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერის, „გავუსწროთ დროს“, რომელსაც პატარაობისას უცნობთან ერთად ასრულებდა, ახალი ვერსია ჩაწერა. ვერსიის ავტორი მუსიკოსი და მომღერალი, სოფო ტოროშელიძე გახლავთ. თიკამ ახალი კომპოზიცია „იუთუბზე“ ატვირთა და შემდეგ სოციალურ ქსელში გააზიარა. მან სტატუსში ყველა მონაწილეოს მადლობა გადაუხადა: „გავუსწროთ დროს… ეს სიმღერა ვიცი, რომ ყველას ძალიან გიყვარდათ და დღემდე უსმენთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ სიმღერის […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისს ემირ კუსტურიცა საკუთარ ბენდთან ერთად ეწვევა

ცნობილი რეჟისორი, ემირ კუსტურიცა მალე თბილისს ეწვევა. ის „არტმედიას“ მოწვევით, საქართველოს 8 დეკემბერს ესტუმრება ექსპრესიული როკჯგუფით „The No Smoking Orchestra“ და კონცერტს თბილისის სპორტის სასახლეში გამართავს. ჯგუფი თავის შემოქმედებას ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარადგენს. სცენაზე ნახავთ იმ პერსონაჟთა მუსიკალურ მიქსს, რომლებიც კუსტურიცას ფილმებიდან გვახსოვს. ბილეთები უკვე იყიდება საიტზე tkt.ge, ფასი 50 ლარი გახლავთ, კონცერტამდე  ორი […]

რეკლამა