თბილისის თეატრალური ფესტივალი სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“ 14 სექტემბერს გაიხსნება

0
894

„ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში წელს თბილისის თეატრალური ფესტივალი მეათედ, 14-30 სექტემბერს გაიმართება. ყოველ წელს ფესტივალი არა მარტო საუკეთესო სპექტაკლებს წარადგენს, არამედ გამოწვევის, დისკუსიისა და კამათის მცდელობაა საზოგადოებასთან. კამათისა და დისკუსიის, რომელიც პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებასა და მომავალ თაობაზე.

14 სექტემბერს ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრში გაიხსნება სპექტაკლით „ბროდსკი/ბარიშნიკოვი“. ეს არის ერთი ადამიანის წარმოდგენა და ნობელის პრემიის ლაურეატი პოეტის, იოსიფ ბროდსკის ლექსების მიხედვითაა დადგმული, შემსრულებელი – მიხაილ ბარიშნიკოვია.

დადგმის იდეა და რეჟისურა ცნობილ ლატვიელ რეჟისორს ალვის ჰერმანისს,  (,,რიგის ახალი თეატრის“ ) ეკუთვნის. ბროდსკი/ბარიშნიკოვი ( BRODSKY/BARYSHNIKOV) ემოციური მოგზაურობა/ჩაღრმავებაა პოეტის ინტუიციურ და კომპლექსურ კომპოზიციებში.

სპექტაკლი სრულდება რუსულ – ბროდსკის მშობლიურ ენაზე, ბარიშნიკოვი მისი დიდი ხნის მეგობრის ნატიფად ბასრ და ამაღელვებელ ნაწერებს კითხულობს. მის დახვეწილ პლასტიკას მაყურებელი ბროდსკის შინაგან სამყაროში გადაჰყავს, ისე, როგორც იგი, ეს სამყარო, ჰერმანისმა დანახა, მოწიწებითა და აღფრთოვანებით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here