თბილისის მოდის კვირეულის გრანდიოზული დახურვა (ფოტოები)

თბილისის მოდის კვირეულის გრანდიოზული დახურვა (ფოტოები)

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს მსოფლიოს მედიის, ბაიერების და დიზაინერების ყურადღების ცენტრში მოექცა. მოდის დღესასწაული სოფიკო ჭიაურელის კინოგმირების გაცოცხლებით გაიხსნა. ღვინის ქარხანაში ლეგენდარული მსახიობის პერსონაჟები, ქართველმა მოდელებმა გააცოცხლეს.

წლევანდელ კვირეულზე ცნობილ დიზაინერებთან ერთად, ახალბედა დიზაინერების კოლექციების ჩვენებაც შედგა. მათ 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციები წარმოადგინეს.

პირველი ჩვენება, ახალგაზრდა დიზაინერს, მარიამ გვასალიას დაეთმო, რომელიც თბილისის მოდის კვირეულის აღმოჩენაა. მარიამ გვასალია მოკლე პერიოდში მოექცა უცხოელი ბაიერების და გამოცემების ყურადღების ცენტრში.

არაერთი ქართველი და უცხოელი დიზაინერის ჩვენება, სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. წლევანდელ მოდის კვირეულზე, კახაბერის დებიუტი შედგა, თუ აქამდე მას მუსიკოსის და პროდიუსერის ამპლუაში ვიცნობდით, კახაბერმა თავისი ნიჭიერება, კიდევ ერთ საქმეში დაამტკიცა და საზოგადოების წინაშე, მის მიერ შექმნილი სამოსის კოლექციით წარსდგა.

ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ყაბალახი, აბრეშუმის თავსაბურავები, რომლებიც დათო მაჭავარიანის “ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციით – “ჯარი“ არის გაფორმებული, სხვადასხვა ვარცხნილობის ფორმის მქონე ფაფახის ხაზი, რომელიც სტილისტთან, შაკო საჯაიასთან თანამშრომლობით შეიქმნა. მაისურების სერიას არტისტის წინაპრების პორტრეტები აფორმებდა, კახაბერის თქმით, ეს სერია წინაპრების ხსოვნას ეძღვნება.

თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენებების უმრავლესობა, ისტორიის მუზეუმ “”ქარვასლაში” გაიმართა.

მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ ჩვენებებს შორის, ქართველი დიზაინერების მიერ წარმოდგენილი 2017/2018 შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიდან, ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი “TATANA-ს” ჩვენება აღმოჩნდა. ხავერდი, ბეწვი, შავი, ბორდოსფერი და ნაცრისფერი – კოლექციისთვის ძირითადი დამახასიათებელი დეტალები და ფერები გახლდათ.

ბეწვი, ბადე, ჯინსი სწორედ ამ მასალისგან შექმნილი სექსუალური კოსტიუმები წარუდგინა საზოგადოებას, რუსეთში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა, რომელსაც მოდის სფეროში “Lika4Lika-ს” სახელით იცნობენ.

თბილისის მე-15 მოდის კვირეული, ახალგაზრდა დიზაინერის, ლაშა ჯოხაძის კოლექციის ჩვენებით დაიხურა. საზოგადოებამ ლაშას მიერ შექმნილი სამოსი ახალ ტიფლისში, ღია ცის ქვეშ მოწყობილ პოდიუმზე იხილა. კოლექცია ნანკა კალატოზიშვილმა, მარიამ სანოგომ, ალექსანდრა პაიჭაძემ და სხვა ცნობილმა მოდელებმა გამოიტანეს.

ლაშა ჯოხაძის ინსპირაციის წყარო, ახალ კოლექციაზე მუშაობისას წყალქვეშა სამყარო გახდა. მან ქსოვილს ხელნაკეთი დეტალები დაურთო და წელზე მომდგარი სილუეტით, მის მიერ შექმნილ კაბებს სიმკაცრე შემატა.

ლაშა ჯოხაძე (დიზაინერი): “ჩემი ინსპირაციის წყარო წყალქვეშა სამყარო გახდა. წინა კოლექციისგან განსხვავებით, ეს კოსტიუმები ფერადია, ყველა დეტალზე ხელით ვიმუშავე. ბუნების თემატიკას გავყევი ამ კოლექციაშიც და ზღვის ვარსკვლავი ავირჩიე. წყალქვეშა სამყაროს ეგზოტიკას მივანიჭე უპირატესობა. ფერების თვალსაზრისით მრავალფეროვნება მომინდა. ეს კოლექცია შარმიანი, სექსუალური, მკაცრი და თავდაჯერებული ქალისთვის არის შექმნილი.”

თაკო ჩხეიძე (ორგანიზატორი): “კმაყოფილი ვარ წლევანდელი მოდის კვირეულით. მინდა მივულოცო დამწყებ დიზაინერებს, რომლებიც კარგად შეაფასეს უცხოელმა სტუმრებმა. ბევრ ახალ და ძველ დიზაინერთან უკვე გავრცელდა ხელშეკრულებები. ჩვენი მიზანი არის ქართული მოდის პოპულარიზაცია, ახალი სახეების აღმოჩენა და ეს შევძელით. დღევანდელი დღეც განსაკუთრებული იყო, ღირსეულად დასრულდა მოდის კვირეული. დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტის განხორციელებაში, რისთვისაც ჩემს გუნდს მადლობას ვუხდი. ეს პროექტი ქვეყნის პრესტიჟია.”

TOP სიახლეები

ირაკლი მაქაცარია უკრაინულ „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობს (ვიდეო)

ბიზნესმენი და „პრაიმშოუს“ წამყვანი, უკრაინაში კარგად ცნობილი შოუს „მარტოხელას“ პოპულარული ქართველი მონაწილე, ირაკლი მაქაცარია, უკრაინულმა არხმა „1+1“ საცეკვაო შოუში მიიწვია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მას უკვე პრომოც ჩაუწერეს და შემოდგომიდან მონაწილეებს შორის იქნება, რომლებიც პირველი ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებენ. ირაკლის უკვე აქვს გამოცდილება მიღებული ამ შოუს ქართულ ვერსიაში, ასე რომ, შესაძლოა ითქვას, მას უკრაინაში იგივე შოუში გამოსვლა ნაკლებად […]

ექიმ კოტე მათითაშვილსა და დიზაინერ ეკა ბალანჩივაძეს რომანი აქვთ

ერთ-ერთ ყველაზე სიმპათიურ ექიმად აღიარებული კოტე მათითაშვილი გადაცემა „ექიმების“ წამყვანი გახლავთ, რითაც ფართო პოპულარობა და თაყვანისმცემელთა არმია შეიძნა სუსტ სქესს შორის. აქამდე პირადი ცხოვრების შესახებ ნაკლებად საუბრობდა და არც ფოტოების გამოფენა უყვარდა ამ თემაზე, თუმცა მცირე ხნის წინ, სოციალურ ქსელში მის გვერდზე დიზაინერ ეკა ბალანჩივაძესთან ერთად გადაღებული საერთო ფოტოები გამოჩნდა. როგორც ფოტოებიდან ჩანს, წყვილი გრძნობებს […]

24 აგვისტოს ჯგუფი „სახე“ „ბლექ სი არენაზე“ სოლოკონცერტს გამართავს

24 აგვისტოს, „ბლექ სი არენაზე“, „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებში კიდევე რთი ღონისძიება ანონსდება. ჯგუფი „სახე“ 20 წლის განმავლობაში დაგროვებულ ყველა ჰიტს შეასრულებს, ათ ახალ სიმღერასაც წარუდგენს მაყურებელს და ახალ ალბომსაც. ეს ყველაფერი შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული არენის სცენაზე მოხდება. ბიჭები უკვე აქტიურად ემზადებიან დიდი კონცერტისთვის, სადაც „სახისთვის“ სპეციალურად შექმნილი ბენდი იქნება წარმოდგენილი, ასევე სტუდია „სახის“ მოსწავლეები […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის საუკეთესო „სთრით სთაილი“ ჟურნალ „ვოგის“ მიხედვით

Vogue-მა თბილისის მოდის კვირეულიდან საუკეთესო ქუჩის სტილი შეარჩია. როგორც მოდური გამოცემა აზუსტებს, პარიზში 2019 წლის სეზონი დაიწყო, თბილისში ჩასულ მოდის კრიტიკოსებს კი 2018 წლის უკანასკნელი კოლექციების ნახვის საშუალება ქონდათ. Vogue-ს არც დემნა გვასალია ავიწყდება და თბილისის მოდის კვირეულისადმი დიდ ინტერესს სწორედ ქართველი დიზაინერის ფიგურით ხსნის. თუმცა, მოდის კრიტიკოსები, „ბაიერები“ თუ მოდელები Tamra-ს, Atelier Kikala-სა და […]

თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ფერადი ჩვენებით დაიხურა

თბილისის მოდის კვირეულის ოთხდღიანი მარათონი 22 აპრილს ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურა. მისი პერფორმანსი შეფასდა, როგორც ყველაზე განსხვავებული, მოდის კვირეულის ამ სეზონის განმავლობაში. ქეთი ჩხიკვაძე, დიზაინერი: კოლექცია უნდა ყოფილიყო ცოტა მხიარული, მაქსიმალურად ვეცადე, რომ შავი ფერი არ გამომეყენებინა, ძველი კოლექციების დეტალებიც იყო გამეორებული ახალ სტილისტიკაში. ჩვენების ინსპირაცია იყო ჩვენი ფრანგი კონსულტანტისა და ახლო მეგობრის შემოთავაზება. უდიდესი […]

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის […]

დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი საღამოთი თბილისის მოდის კვირეული დაიხურა (ფოტო)

თბილისის მოდის კვირეული 30 ოქტომბერს ლეღვთახევში ულამაზესი ცოცხალი ექსპოზიციით დაიხურა. უკვე მესამე სეზონია, მოდის კვირეულის ორგანიზატორები ერთ-ერთ დღეს ცნობილ ქართველ ქალბატონებს უთმობენ, რომლებიც თავიანთ დროში განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ. ბასა ფოცხიშვილის მიერ დადგმული საინტერესო პერფორმანსი ცნობილ მხატვარს, ელენე ახვლედიანს მიეძღვნა, მის მამაკაცურ სტილს და პარიზში მოღვაწეობის რამდენიმეწლიან პერიოდს. ლეღვთახევში მოდელებმა ელენე ახვლედიანის იმიჯი გაიმეორეს, რამდენიმე ადგილას […]

რეკლამა