თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეული 19-22 აპრილს გაიმართება

თბილისის მოდის კვირეულის მე-17 სეზონი 19-დან 22 აპრილის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციების ჩვენებებს, შოურუმს და სხვა ღონისძიებებს თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში.

კვირეულმა დაამკვიდრა ტრადიცია და გახსნის დღეს ქართული კულტურისა და ხელოვნების ლეგენდებს უთმობს. 19 აპრილს, SOLO წარმოადგენს პროექტს „მედეა ჯაფარიძე – Style Icon”, რომელიც თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში ჩატარდება. წვეულებაზე გაცოცხლდება კადრები ფილმიდან „ქეთო და კოტე“, პერფორმანსის და გამოფენის სახით ვიხილავთ „ქეთოს სამოსს“, ღარაჩოღელებსა და სხვა ამონარიდებს კლასიკად ქცეული ქართული ფილმიდან.

კვირეულის 4-დღიანი პროგრამა მოიცავს 20-მდე ღონისძიებას, რომელთა შორისაა ქართველი და უცხოელი დიზაინერების ჩვენებები: ქეთი ჩხიკვაძე, ანი დათუკიშვილი, Tsite by Tamara Tsiteladze, ლაშა ჯოხაძე, ELENNY, MIA, SAYYA, MIRO, Mak Mari. ლონდონის და მილანის მოდის კვირეულების შემდეგ, თბილისელი მაყურებლის წინაშე წარდგება მამაკაცის სამოსის საერთაშორისო ბრენდი 1377.

კვირეული განაგრძობს ახალი ტალანტების აღმოჩენას და მათ პოპულარიზაციას. სელექციის შედეგად, 10-მდე ახალბედა დიზაინერი წარდგება მაყურებლის და ჟიურის წინაშე დამწყებ დიზაინერთა კონკურსზე 20 აპრილს, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები, რომლებსაც   სხვადასხვა პრიზები გადაეცემათ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან.

ჩვენებების პარალელურად ასევე მოეწყობა სხვა ღონისძიებები: Martini და Sobranie after party გაიმართება Museum Hotel-ში, ატელიე მართას აქსესუარების პრეზენტაცია „ვეფხისტყაოსნის“ თემაზე მოეწყობა კაფეში „შავი ლომი“, Flying Painters პრეზენტაცია გაიმართება ფაბრიკაში, Ethere accessoire პრეზენტაცია/პერფორმანსი თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის ბაღში იქნება წარმოდგენილი, ახალგაზრდა არტისტების Authentic Art Lab გამოფენას “ელემენტარული ნაწილაკები“ რესტორანი „სტრადა“ უმასპინძლებს მარჯანიშვილზე. კვირეულის განრიგშია ასევე ექსპოზიცია „ქართული სამოსი“, რომელიც სპეციალურად საერთაშორისო პრესისთვის გაიმართება საქართველოს ხელოვნების სასახლეში.

გრძელდება პროექტი – Talks by Marketer.ge – საუბარი მოდის მარკეტინგზე 21 აპრილს გაიმართება. SOLO-ს ლაუნჯი ჭავჭავაძეზე 100-მდე მარკეტოლოგსა და მოდის მიმდევარს გაუღებს კარს, რათა INSTITUTO MARANGONI-ის ხელმძღვანელის გიუზი ლარას და მოდის საერთაშორისო პორტალის NOWFASHION მთავარი რედაქტორის ელიზაბეტა ტუდორის გამოსვლა მოისმინონ. ღონისძიება დახურულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრების უფლების მიღება, მხოლოდ კვირეულის ორგანიზატორებისგან და Marketer.ge-სგან არის შესაძლებელი.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით თბილისის მოდის კვირეულს ამ სეზონზე 20ზე მეტი საერთაშორისო გამოცემა გააშუქებს, რომელთა შორისაა  Vogue Italia, Vogue UK, Vogue Russia, Vogue Ukraine, Vogue Poland, Style Sight Worldwide, Buro 24/7, L’officiel Ukraine, Harper’s Bazaar Kazakhstan – Ukraine and Russia, NOWFASHION, Glamour Italy and Netherlands, WWD, WhoWhatWear, Trendspace, Esquire Italy, Oyster magazine, StreeTrends, SNC magazine, Refinery 29, Frankie & Clo. რაც შეეხება კვირეულის კომერციულ ნაწილს, ამ სეზონზეც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით რამდენიმე მნიშვნელოვანი მყიდველი/ბაიერი ჩამოვა თბილისში და ქართველ დიზაინერებს მიეცემათ შანსი რომ საერთაშორისო გაყიდვები აწარმოონ ისეთ პარტნიორებთან როგორებიცაა H Lorenzo (LA, USA), ALDUCA D’AOSTA (VENEZIA, Italy), TOMORROW SHOWROOM (MILAN, PARIS, LONDON, NEW YORK), Mytheresa.com (Germany), Espacemonochrome.com (Monaco),  Bangkok department store, Saks Fifth Avenue (Kazakhstan), Youconcept London (UK).

თბილისის მოდის კვირეულის ბექსთეიჯში ორი ბრენდი იმუშავებს. კომპანია ARTHOUSE თმის ვარცხნილობებზე იზრუნებს, ხოლო მოდელების მაკიაჟს INGLOT-ის სპეციალისტები შეასრულებენ. აღსანიშნავია, რომ კვირეულის ბექსთეიჯის და სტრითსთაილის ფოტოები ძალიან აქტიურად ვრცელდება და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც სოციალურ მედიაში, ასევე საერთაშორისო ფოტო პორტალებსა და ვებ გვერდებზე.

ოფიციალური მასპინძელი:  თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი

მხარდამჭერები: თბილისის მერია, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, Check in Georgia.

პარტნიორები: არტ ჰაუსი, INGLOT, გაბუნია და პარტნიორები, SOBRANIE, მეიდან ჯგუფი, Martini,  სასტუმრო მუზეუმი, SOLO, Weekend Max Mara, შავი ლომი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, Garden Hall, საქართველოს ხელოვნების სასახლე.

საინფორმაციო მხარდაჭერა: ტელეკომპანია “იმედი”, “ნარგისი საქართველო“,  Marketer.ge, “Music Box”, „რადიო ფორტუნა” ,„არტარეა”, Georgia Today, “ალმა – alma”.

 

სიახლეები/

|

April 2, 2018 / 1:47 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

რომელი კერძი გასინჯა რობერტ პლანტმა ბათუმში

გუშინ ბათუმში ლეგენდარული “ლედ ზეპელინის” სოლისტი, რობერტ პლანტი თავის ჯგუფთან ერთად ჩაფრინდა. მუსიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ. დღეს კი პლანტმა ბათუმში გასეირნება და სადილობა “კაფე გარდენში” გადაწყვიტა. როგორც გვითხრეს, მუსიკოსმა ქოთნის ლობიო დააგემოვნა და ძალიან მოეწონა. შეგახსენებთ, რომ დღეს რობერტ პლანტის კონცერტით, რომელიც “ბლექ სი არენაზე” გაიმართება, ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნება. (ფოტოები)

კინო ჟესტებით – ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება ნანა ჯანელიძის ფილმის: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!” ჩვენება. ფილმი ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია რომელსაც ფილმის რეჟისორი – ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე დაესწრებიან. “კინო ჟესტებით” ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების პროექტია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

თბილისის მოდის კვირეულის საუკეთესო „სთრით სთაილი“ ჟურნალ „ვოგის“ მიხედვით

Vogue-მა თბილისის მოდის კვირეულიდან საუკეთესო ქუჩის სტილი შეარჩია. როგორც მოდური გამოცემა აზუსტებს, პარიზში 2019 წლის სეზონი დაიწყო, თბილისში ჩასულ მოდის კრიტიკოსებს კი 2018 წლის უკანასკნელი კოლექციების ნახვის საშუალება ქონდათ. Vogue-ს არც დემნა გვასალია ავიწყდება და თბილისის მოდის კვირეულისადმი დიდ ინტერესს სწორედ ქართველი დიზაინერის ფიგურით ხსნის. თუმცა, მოდის კრიტიკოსები, „ბაიერები“ თუ მოდელები Tamra-ს, Atelier Kikala-სა და […]

თბილისის მოდის კვირეული ქეთი ჩხიკვაძის ფერადი ჩვენებით დაიხურა

თბილისის მოდის კვირეულის ოთხდღიანი მარათონი 22 აპრილს ქეთი ჩხიკვაძის ჩვენებით დაიხურა. მისი პერფორმანსი შეფასდა, როგორც ყველაზე განსხვავებული, მოდის კვირეულის ამ სეზონის განმავლობაში. ქეთი ჩხიკვაძე, დიზაინერი: კოლექცია უნდა ყოფილიყო ცოტა მხიარული, მაქსიმალურად ვეცადე, რომ შავი ფერი არ გამომეყენებინა, ძველი კოლექციების დეტალებიც იყო გამეორებული ახალ სტილისტიკაში. ჩვენების ინსპირაცია იყო ჩვენი ფრანგი კონსულტანტისა და ახლო მეგობრის შემოთავაზება. უდიდესი […]

თბილისის მოდის კვირეულის შთამბეჭდავი გახსნა, რომელიც მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნა

თბილისის მოდის კვირეული 19 აპრილს შესანიშნავი ქართველი მსახიობის, მედეა ჯაფარიძის გახსენებით დაიწყო. საღამო, რომლის რეჟისორიც ბასა ფოცხიშვილი გახლათ, ნაციონალური სასახლის (ყოფილი პიონერთა სასახლის( თვალისმომჭრელად ლამაზ ეზოში გაიმართა. ბაფთებიანი გოგონები გრძელ კაბებში მედეა ჯაფარიძეს, როგორც სტილის კერპის ტიტულს ამართლებდნენ. შავ და თეთრ ფერებში გადაწყვეტილი სამოსი, სიმწვანე, ქართული სიმღერები, როგორც ტრადიციულად შესრულებული, ანთებული ფიალების თანხლებით, ასევე „ნიუტონის“ […]

დიდი ქართველი მხატვრის, ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი საღამოთი თბილისის მოდის კვირეული დაიხურა (ფოტო)

თბილისის მოდის კვირეული 30 ოქტომბერს ლეღვთახევში ულამაზესი ცოცხალი ექსპოზიციით დაიხურა. უკვე მესამე სეზონია, მოდის კვირეულის ორგანიზატორები ერთ-ერთ დღეს ცნობილ ქართველ ქალბატონებს უთმობენ, რომლებიც თავიანთ დროში განსაკუთრებულ სტილს ქმნიდნენ. ბასა ფოცხიშვილის მიერ დადგმული საინტერესო პერფორმანსი ცნობილ მხატვარს, ელენე ახვლედიანს მიეძღვნა, მის მამაკაცურ სტილს და პარიზში მოღვაწეობის რამდენიმეწლიან პერიოდს. ლეღვთახევში მოდელებმა ელენე ახვლედიანის იმიჯი გაიმეორეს, რამდენიმე ადგილას […]

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს იხსნება – „ყოველი დღე განსხვავებული იქნება…“

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს გაიხსნება და 30 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 2018 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის კოლექციების ჩვენებებსა და სხვა ღონისძიებებს სასტუმრო Radisson Blu Iveria და მულტიფუნქციური სივრცე „რესპუბლიკა“ უმასპინძლებს. კვირეული თბილისის მერიის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მხარდაჭერით ხორციელდება Check in Georgia-ს ფარგლებში. კვირეულის გენერალური სპონსორია TBILISI MALL. ოთხდღიანი […]

რეკლამა