თბილისის ჯაზფესტივალს BAD PLUS 28 აპრილს გახსნის

0
1046

Eastern Promotions და TBC STATUS წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 21-ე ჯაზფესტივალს. ფესტივალში ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიებამ, შეგახსენებთ, აპრილის თვეში ოქტომბრიდან გადმოინაცვლა და ამის შემდეგ სულ გაზაფხულზე გაიმართება. ორგანიზატორები ჯაზფესტივალის ერთ-ერთ კონცერტს აუცილებლად დაამთხვევენ ხოლმე ჯაზის საერთაშორისო დღეს, რომელიც 30 აპრილს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მათ შორის, საქართველოშიც. ამ დღეს თბილისის ჯაზფესტივალს რავი კოლტრეინი დახურავს „მაილს ელექტრიკ ბენდთან“ ერთად. კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

რაც შეეხება გახსნას, 28 აპრილს, „ივენთ ჰოლში“ ჯგუფი Bad Plus წარდგება და ჯაზფესტივალს გახსნის. The Bad Plus არის ჯაზტრიო აშშ-დან, – ბასისტი რეიდ ანდერსონი, პიანისტი ორინ ევანსი და დრამერი დეივ კინგი ჯაზისა და ავანგარდული ჯაზის მიმართულებით საინტერესო მუსიკას 2000 წლიდან ქმნიან, როცა ჯგუფი დააფუძნეს, თუმცა ერთმანეთს 1989 წლიდან იცნობენ. ჯაზის მოყვარულებს ტრიო საკმაოდ საინტერესო საღამოს შესთავაზებს.

29 აპრილს კი ასევე ივენთ ჰოლი ამერიკულ ჯგუფს Naturally 7  უმასპინძლებს. ჯგუფი 1999 წელს დაფუძნდა და ნაცნობ თუ ახალ კომპოზიციებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა, მხოლოდ აკაპელაში ასრულებენ. ჯგუფი ერთხელ უკვე ნამყოფია საქართველოში და მსმენელის აღფრთოვანება დაიმსახურა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here