თბილისის ჯაზფესტივალის ორი გასაკუთრებული დღე და სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა

თბილისის ჯაზფესტივალის ორი გასაკუთრებული დღე და სცენაზე აფრიალებული საქართველოს დროშა

29 აპრილს, „ივენთ ჰოლში“, „თიბისი სტატუსის“ მხარდაჭერით, „ისთერნ ფრომოუშენსმა“თბილისის მორიგი ჯაზფესტივალი გახსნა. სიახლე ის გახლავთ, რომ ამიერიდან ამ ღონისძიებას არა შემოდგომაზე, არამედ გაზაფხულზე დაესწრებით და თქვეც შერჩეულია, აპრილი, თარიღებიც ყოველ წელს იდენტური იქნება, რადგან 30 აპრილს, ჯაზის საერთაშორისო დღე აღინიშნება და როდის უნდა გაიმართოს თბილისის ჯაზფესტივალის ერთი კონცერტი მაინც, თუ არა სწორედ ამ დღეს…

წლევანდელ 30 აპრილს ბენდი „მაილს ელექტრიკი“ სპეციალურ სტუმართან, რავი კოლტრეინთან ერთად წარდგება მაყურებლის წინაშე. ნამდვილი ჯაზური სიამოვნების მისაღებად მელომანები მზად არიან, თუმცა არანაკლებ საინტერესო იყო წინა ორი საღამო, რომლითაც „ისთერნ ფრომოუშენსმა“ გაგვანებივრა.

29 აპრილს, ფესტივალის გახსნა ქართველებს მიანდეს. მამსნელის წინაშე „ივენთ ჰოლში“ სანდრო კვაჭაძე წარდგა ტრიოს შემადგენლობაში და საავტორო მუსიკა შემოგვთავაზა, რისთვისაც მაყურებლის აპლოდისმენტები დაიმსახურა. შემდეგ კი სცენაზე „The Bad Plus“ წარდგა – ტრიო, რომლის მუსიკალური ჰარმონიების მოსმენას აშკარად საჭირდება გავარჯიშებული ყური, კომპოზიციების შიგნით მელოდიებისა და ტემპის უეცარ ცვლილებას ალღო კარგად რომ აუღოს. ჯაზისა და ავანგარდული ჯაზის ჟანრში მოღვაწე ჯგუფს 12 ალბომი აქვს გამოცემული დაარსების დღიდან და დღემდე აგრძელებს საინტერესო მუსიკალურ გზას…

„თქვენთან შესახვედრად 18 საათის განმავლობაში ვიფრინეთ და უკან იგივე გზა უნდა გავიაროთ, მაგრამ ნამდვილად ღირდა“, ასე მოგვმართა სცენიდან 29 აპრილს, „რესპუბლიკის“ კომფორტულ სივრცეში შეკრებილებს ამერიკული აკაპელა ჯგუფის „Naturally 7“ ერთ-ერთმა წევრმა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მუსიკალური მიმდინარეობის მოტრფიალე ხართ ან უსმენთ თუ არა საერთოდ მუსიკას, თუკი მელოდიური ნახაზი არ დაგაინტერესებთ, იმით მაინც გაოცდებით, როგორ ახერხებს შვიდი ადამიანისგან დაკომპლექტებული ანსამბლი ამა თუ იმ ინსტრუმენტის მიბაძვას და სცენაზე ყველანაირი აკომპანემენტის გარეშე არაჩვეულებრივი ატმოსფეროს შექმნას. საკუთარი რეპერტუარის გარდა, ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს რამდენიმე ცნობილი კომპოზიციაც, სტინგის „Englishman in new york“ და Coldplay-ს „Fix You“, რომელიც კონცერტის მიწურულს შესრულდა, განსაკუთრებული გამოდგა, რის შემდეგაც მომღერლები ბისზე გამოიწვიეს, მათაც არ დაიზარეს დამატებით კომპოზიციების შესრულება და საქართველოს დროშაც ააფრიალეს სცენაზე. ჟურნალისტებთან კი განაცხადეს, რომ დარბაზიდან მიღებული დიდი ენერგეტიკის გამო, არასდროს იტყვიან უარს ქართველ მსმენელთან შეხვედრაზე.

ფოტოები: ილია ბაბურაშვილი

ნინო მურღულია

(ფოტოები/ვიდეო)

სიახლეები/

|

April 30, 2018 / 2:45 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ბექა ბროლაძემ ახალი კლიპი წყალქვეშ გადაიღო

მომღერალი ბექა ბროლაძე ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის გადაღებებიც წყალქვეშაც მიმდინარეობს და სხვა ლოკაციებზეც. ახალი სიმღერა მაიკო კაჭკაჭიშვილსა და რეპერ ძვალს ეკუთვნით. ბექა სიმღერასა და კლიპზე გვესაუბრა. „მაიკო კაჭკაჭიშვილის და ძვალის ( აჩი ვანიშვილის ) ერთობლივი ნამუშევარზე ვიღებ კლიპს, ტექსტის ავტორი მაიკოა, არანჟირება ეკუთვნის ძვალს, მასტერინგი კობა მესხიას. კლიპი სამ ლოკაციოაზე გადავიღეთ, ერთ-ერთი გადაღება კი წყალქვეშ […]

როგორი ბაბუაა მამულიჩა

პროდიუსერი კახა მამულაშვილი, მამულიჩა, მცირე ხნის წინ ბაბუა გახდა. მისი ვაჟის, ნიკუშას შვილი, ალექსანდრე 9 აგვისტოს დაიბადა. როგორც მამულიჩამ გვითხრა, არ უნდოდა, რომ მას კახი რქმეოდა. თავს ახალგაზრდა ბაბუად მიიჩნევს და მეგობრის, ლაშა ბასლანძის ხუმრობას, რომელმაც მას ბაბულიჩა შეარქვა, ღიმილით უყურებს. კახი მამულაშვილი: დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ბათუმში ვიყავი, როცა ალექსანდრე დაიბადა. დილის ექვსზე დაიბადა, დამირეკეს […]

დათო აბზიანიძე: „ეს ანდერგრაუნდ ელიტა გვეშაირება, თითქოს 26 მაისს და ომის 10 წლისთავზე რუსებთან ჩასვლა იქაური სისტემის ნგრევაა…“

ბლოგერი დათო აბზიანიძე, რომელიც „ბასიანის“ აქტიური დამცველი გახლდათ, კლუბის მიერ მოსკოვში დაგეგმილ ივენთზე მონაწილეობის გამო, მის მოწინააღმდეგედ გადაიქცა და სოციალურ ქსელში არაერთი მწარ შენიშნითაც გამოვიდა კლუბის მისამართით, რის გამოც ის „ბასიანის“ დახუული ჯგუფიდან გამოაძევეს და არც კლუბში შეუშვეს, მას ვერიფიკაცია გაუუქმეს. დათო აბზიანიძე წერს: როგორც აღმოჩნდა, მაჭახელასა და სოფლის დუქნებზე დაცინვა მაგარი იოლი პონტია, დინამოს […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

თბილისის ჯაზფესტივალს BAD PLUS 28 აპრილს გახსნის

Eastern Promotions და TBC STATUS წარმოგიდგენთ თბილისის რიგით 21-ე ჯაზფესტივალს. ფესტივალში ტრადიციულად მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. ღონისძიებამ, შეგახსენებთ, აპრილის თვეში ოქტომბრიდან გადმოინაცვლა და ამის შემდეგ სულ გაზაფხულზე გაიმართება. ორგანიზატორები ჯაზფესტივალის ერთ-ერთ კონცერტს აუცილებლად დაამთხვევენ ხოლმე ჯაზის საერთაშორისო დღეს, რომელიც 30 აპრილს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, მათ შორის, საქართველოშიც. ამ დღეს თბილისის ჯაზფესტივალს რავი კოლტრეინი დახურავს […]

რეკლამა