Tbilisi Open Air-ზე კვლავ შეხვდებით ახალბედა მუსიკოსებს

0
981

Tbilisi Newcomers ახალბედა, ნიჭიერი მუსიკოსებისა და ბენდების აღმოჩენას 10 წელია ემსახურება. პროექტი Tbilisi Open Air-ის ორგანიზატორთა ინიციატივით, 2009 წელს შეიქმნა.

Tbilisi Newcomers 2019-ში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი მისამართზე http://tbilisiopenair.ge/newcomers უნდა შეიტანონ. გაგზავნონ 3 საავტორო ნამუშევარი, ბენდის/პროექტის აღწერა და ფოტოსურათი/ბრენდბუქი. განაცხადების მიღება 3 მაისის ჩათვლით გრძელდება.

9 დ 10 მაისს “ხიდში“ შოუქეისები გაიმართება, ფინალური კონცერტი კი 26 მაისს ჩატარდება. Newcomers-ის გამარჯვებული პროექტი Tbilisi Open Air-ის მთავარ სცენაზე დაკვრის შანსს მიიღებს. Singer Stage კი 2 ფავორიტ პროექტს მისცემს დაკვრის საშუალებას.

Tbilisi Newcomers-ის გამარჯვებული სხვადასხვა წლებში გახდნენ LOUDspeakers, Bedford Falls, Lua, Killages…

Tbilisi Open Air კავკასიაში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალია. 2019 წელს ფესტივალი 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში ჩატარდება. Open Air-ზე წელს Franz Ferdinand-ის, Mogwai-ს, Rhye-ს, Michelle Gurevich-ის, The Subways-ის, David August-ის, 1200 Mics-ის, მწვანე ოთახის და არაერთი საერთაშორისო, თუ ქართველი მუსიკოსის მოსმენას შეძლებთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here