Tbilisi Open Air 2019-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand იქნება

Tbilisi Open Air 2019-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand იქნება

Tbilisi Open Air-ის ლაინაფი და ჩატარების თარიღი ცნობილია. Tbilisi Open Air 2019-ში 10 წლის იუბილეს აღნიშნავს და 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში გაიმართება.

ფესტივალის ჰედლაინერები არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms, ‘მწვანე ოთახი’. საერთო ჯამში – 70-მდე შემსრულებელი.

Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები – MokuMoku, LOUDspeakers…

22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, ‘მწვანე ოთახის’ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.

EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც მეორე წელია, Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი – Andrey Pushkarev და Matthew Dekay.

Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია, Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს – Pixel, ხოლო 23 ივნისს – Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისთი პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს.

7 აპრილის ჩათვლით 3-დღიანი აბონემენტის ღირებულება 125 ლარს შეადგენს. საწყის ეტაპზე გაიყიდება შეზღუდული რაოდენობის, 1500 ბილეთი.  TBC-ის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში ღირებულება 20%-ით შემცირდება. 8 აპრილიდან აბონემენტის ღირებულება 180 ლარამდე გაიზრდება. ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-სა და ფილარმონიის სალაროებში.

ფესტივალი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ კამპანიას იწყებს – „თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი“. პირველი წლის სლოგანი, „მუსიკა ათავისუფლებს“ დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და გარემოს დაცვის სტიმულირების მიმართულებით. პროექტის  ფარგლებში ჩაიწერება 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ე.წ. ‘ოფინიონ მეიქერები’ მიიღებენ მონაწილეობას. თითოეული მათგანი თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე ისაუბრებს.

2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალი შეიქმნა. 10 წლის განმავლობაში Tbilisi Open Air-ს ისეთი არტისტები ეწვივნენ, როგორებიც არიან Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Tom Odell, Roman Flugel, საერთო ჯამში კი 1000-მდე არტისტი.

ფესტივალი თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით იმართება. Tbilisi Open Air-ის მეგობარი კომპანიები არიან: TBC, Icy, Pepsi, “ნაბეღლავი“, Magti, Mastercard და Socar. ოფიციალური მზღვეველია – GPI.

სიახლეები/

|

March 19, 2019 / 2:24 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

ნინა წკრიალაშვილი მისი პირადი ცხოვრების ჩანაწერის გავრცელებას ყოფილ შეყვარებულს აბრალებს – „მემუქრება…“

ნინა წკრიალაშვილმა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ დაასახელა მამაკაცი, რომელსაც ის ხელს ადებს, როგორც მისი მისი პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების დამკვეთს. ეს, როგორც ნინა აღნიშნავს, მისი ყოფილი შეყვარებული, გიორგი შელეგიაა, ზედმეტსახელით „ძიაძია“, რომელიც ახლაც ემუქრება, თუმცა როგორც მომღერალი ამბობს, მისი არ ეშინია – „მემუქრება… ძალიან ბევრმა მისმა მეგობარმა მითხრა, რომ სიურპრიზებს ელოდებო. თუ რამე დამემართა, […]

„ბლექ სი არენას“ ლაინაფი აპრილის ბოლოსთვის გახდება ცნობილი!..

„ბლექ სი არენას“ ახალი დირექტორი ჰყავს, პრომოუტერი ტატო ხარჩილავა, რომელმაც თავის გუნდთან ერთად მუშაობა შეკვეთილში მდებარე გრანდიოზული საკონცერტო სივრცის სეზონის დასაგეგმად ორი კვირის წინ დაიწყო. არტისტებთან მოლაპარაკებები თითქმის დასრულებულია. როგორც „ფორტუნამ“ შეიტყო, აპრილის ბოლოს არენა წარმოგვიდგენს იმ არტისტებს, რომლებიც ივნისიდან მოყოლებული „ბლექ სი არენას“ სცენას დაიკავებენ. შეგახსენებთ, რომ რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი და თანამედროვე აპარატურით […]

ვიქტორ სანიკიძეს შვილი შეეძინა

ცნობილი ქართველი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე მამა გახდა. მას ახლახან ვაჟი შეეძინა. ბიჭუნას ნიკალა დაარქვეს. ბედნიერმა მამამ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას სპეციალური სტატუსი მიუძღვნა და მასზე მეუღლე, მარი ბიწაძე მონიშნა. წყვილს შვილის შეძენას ულოცავენ. მათ უკვე უამრავი მილოცვა მიიღეს სოციალური ქსელის საშუალებით.

Facebook

რეკლამა

რეკლამა