თათული დოლიძე: „ოჯახში არასდროს უთქვამთ, რომ ლამაზი ვარ…“

0
4650

თათული დოლიძე ჟურნალ „სარკესთან“ „ჩემი ცოლის დაქალებში“ საკუთარ პერსონაჟზე, ნინო ერისთავზე საუბრობს და ამბობს, რომ ბოლომდე ჯერ კიდევ არ იცის, როგორი ქალია მისი გმირი.

„წინასწარ არ გვიყვებიან სცენარის შინაარსს. ისე, მგონი, ცუდი არ უნდა იყოს. გამოჩნდება, რატომ და რისთვის აღმოჩნდა ამ დღეში. თავის დაჭერაც ისეთი იცის, ცუდ ოჯახში არ უნდა იყოს გაზრდილი.

ჩვენს რეალურ ცხოვრებაში ხომ არიან ასეთი ქალები? რაც მთავარია, ვალები გადაიხადა უკვე, წარმოდგენილი მაქვს, რის ფასად დაუჯდა იმ ადამიანების ნახვა და დანაშაულის აღიარება.

გაუმართლა, რომ მდიდარ კვაზი მანტკავა შეხვდა?

არც ეგ ვიცი, ჯერჯერობით გაუმართლა თუ არა. ვალი კი გადაიხადა, მაგრამ კვაზი პატივმოყვარე კაცია. რას იტყვის ხალხი – ამზეა დამოკიდებული, ამიტომ ნინო კი არა, საკუთარი სახელი დაიცვა. შეუყვარდება თუ არა ნინო, ან პირიქით, ვნახოთ.

თათული დოლიძე ამავე ინტერვიუში თავის მოვლის შესახებაც საუბრობს.

საუკეთესო გენეტიკის მატარებელი რომ ხართ, ფაქტია, მაგრამ წლები მაინც სწრაფად მირბის ჩვენთვის, ქალებისთვის. თავის მოვლა, პლასტიკური მედიცინა, კვება – ამ ყველაფერს შეუძლია ასაკის შეჩერება?

თავის მოვლისთვის ყველა ქალმა უნდა გამონახოს დრო. როგორი გადატვირთულიც უნდა იყო, ათი, თხუთმეტი წუთი ყოველთვისაა თავისუფალი.

ჩვენ, მსახიობები, უფრო მეტად ვართ საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამიტომ ვალდებულებიც ვართ, კარგად გამოვიყურებოდეთ. დღეს უამრავი საშუალება არსებობს იმისთვის, რომ ასაკზე ბევრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდე, თუმცა ეს პროცედურები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა…

არც ერთ კოსმეტიკურ პროცედურას გამოვრიცხავ. არ მივეკუთვნები იმ ქალებს, ვინც კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს პლასტიკურ ქირურგიას, ბოტოქსს, ფილერს. ყველაფერი მისაღები და დასაშვებია ჩემთვის, ოღონდ ზომიერების გრძნობამ არ უნდა გიღალატოს!..

მსახიობი აღნიშნავს, რომ ოჯახში არასდროს ეუბნებოდნენ, რომ ლამაზი იყო:

„დედა ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო, იგი ახლაც, 84 წლის ასაკშიც, შესანიშნავად გამოიყურება. ბედნიერი ვიქნები, თუ ხანდაზმული მას დავემსგავსები.

ვერ გეტყვით, რომ გამორჩეული გარეგნობა მაქვს. ჩვენს ოჯახში შვილების სილამაზეზე საერთოდ არ საუბრობდნენ. დედა საკმაოდ მკაცრი ქალი იყო… ენამოჩლექით ლაპარაკი და „ვაიმე, პრინცესა გვეზრდება!“ არასდროს ყოფილა. ვთვლი, რომ სწორიც იყო“.

(ფოტოები)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here