“ტანგოს საღამო” “ღამის სერენადებზე” – ვირტუოზი მუსიკოსების შემადგენლობით

0
1174

X საიუბილეო საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, ბათუმის ნაწილს დაასრულებს ცნობილი ქართველი მევიოლინე გია იაშვილი თავისი პროექტით „ტანგოს საღამო“. კონცერტში ასევე მონაწილეობენ გია იაშვილის მეგობრები – ბანდენეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი (იტალია), გიტარისტი სოფია ბოროსი (ავსტრია/უნგრეთი) და ფესტივალის საბაზო კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“. კონცერტი გაიმართება სასტუმრო “შერატონ ბათუმის” საკონცერტო დარბაზში. პროექტის ავტორი – გია იაშვილი გახლავთ, რომლისთვისაც ეს ექსპერიმენტული საღამო იქნება იმ მუსიკით, რაც თავად ძალიან უყვარს…

ცნობილ სოლისტებთან ერთად სცენაზე იდგებიან კამერული ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, ისევე, როგორც ტანგოს შემსრულებელი მოცეკვავეები, რომელთაც თავად გამოთქვეს ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი.

პროგრამა – ა. პიაცოლა, რ. დი მარინო, ლ. ბაკალოვი, ე. მორიკონე, ტ. ნელეგატი.

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here