თამთა გოდუაძე „ევროვიზიაზე“ კვიპროსის სახელით წარდგება

0
1524

2019 წლის „ევროვიზიის“ კონკურსზე ქართველი მომღერალი, რომელიც საბერძნეტში მოღვაწეობს, კვიპროსის სახელით გამოვა. თამთა გოდუაძე უკვე ოფიციალურადაა გამოცხადებული კვიპროსის წარმომადგენლად მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ კონკურსზე.

როგორც განცხადებაში წერია:

კვიპროსის სამაუწყებლო კორპორაცია აცხადებს, რომ ევროვიზიის 64-ე სიმღერის კონკურსზე, რომელიც 2019 წლის მაისში ისრაელში, კერძოდ, თელ ავივში ჩატარდება, კვიპროსს წარადგენს საბერძნეთში, საქართველოსა და კვიპროსში პოპულარული მომღერალი, თამთა გოდუაძე.

თამთა შეასრულებს სიმღერას სახელწოდებით Replay , რომელიც კომპოზიტორ Alex P-ს ეკუთვნის, სასცენო დადგმაზე კი იმუშავებს რეჟისორი და ქორეოგრაფი  საშა ჟან-ბაპტისტი.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში იყო საუბარი იმაზე, რომ თამთა გოდუაძე „ევროვიზიაზე“ საბერძნეთს წარადგენდა, ეს ხმები არ გამართლდა, სამაგიეროდ, 2019 წლის „ევროვიზიაზე“ მას მაინც ვიხილავთ, მხოლოდ კვიპროსის სახელით.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here