თამრიკო დათუაშვილი: „თმის ფერი სპეციალურად „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ შემიცვალეს…“

თამრიკო დათუაშვილი: „თმის ფერი სპეციალურად „ჩემი ცოლის დაქალებისთვის“ შემიცვალეს…“

მსახიობი თამრიკო დათუაშვილი „ჩემი ცოლის დაქალებში“ მერის როლში გამოჩნდა, რომელსაც კატოს მამა გაიცნობს და ძალიან მოეწონება. პოპულარულ სერიალში მონაწილეობაზე დათანხმება ქალბატონ თამარს ოჯახის წევრებმა ურჩიეს.

მაყურებელს ღია ფერის თმით ახსოვხართ და ვერ გიცნეს. როგორ მოხვდით „ჩემი ცოლის დაქალებში“?

თამრიკო დათუაშვილი:

ვარ ამ სერიალის დიდი ხნის მაყურებელი. დამირეკა კასტინგის ხელმძღვანელმა, ეკა მჟავანაძემ, რომელიც ამ საქმეს ძალიან კარგად აკეთებს და ზუსტი მიგნებები აქვს. დავთანხმდი, რადგან სერიალი მომწონს და თანაც, მითხრა, რომ როლს განვითარება ექნებოდა და არ იქნებოდა ერთჯერადი. შვილები, შვილიშვილები მეხვეწებოდნენ, არ გაბედო უარის თქმაო. ბევრჯერ მითქვამს შეთავაზებებზე უარი, რადგან მათთვის მიმექცია ყურადღება. შესაძლოა, არც იყო ასეთი საინტერესო შეთავაზება.

მეუღლემ, ზურა ცინცქილაძემ, რა გითხრათ?

არ არის საუბარი იმაზე, რომ ძალიან კმაყოფილი იყო ამ შეთავაზებით და წინააღმდეგი არ ყოფილა.

გადაღებების პირველი დღე გაიხსენეთ…

პირველი დღეც კარგი იყო და ასევე შესანიშნავად გრძელდება. კარგი ატმოსფეროა, არაჩვეულებრივი ჯგუფი მუშაობს, ჩემთვის ეს ძალიან მნიშნელოვანი იყო. ჩემს პარტნიორს, ნუზაგ ერგემლიძეს ვიცნობ დიდი ხანია, ვიცი, რომ სეზონის ბოლომდე იქნება ჩემი გმირი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მისი გზა.

როგორია თქვენი პერსონაჟი?

რა თქმა უნდა, ჩემგან ძალიან განსხვავებული. ის მოიტაცეს, უსიყვარულოდ გათხოვდა, შეიცოდებს კიდეც ნუგზარ ერგემლიძის პერსონაჟი, უი, ჩემო მტრედო, როგორ უსიყვარულოდ გიცხოვრიაო. მერე მამამ ვიღაცას მიათხოვა… ქალურია, უსიყვარულოდ მყოფი და სიამოვნებს კაცის ჯენტლმენობა, რაც ნაგვის ურნასთანაც კი იგრძნო. შემდეგ სერიებში უფრო მეტად იპრანჭება (იღიმის). სიარულის მანერაც კი ეცვლება. მეტს ვერაფერს გეტყვით.

თქვენი ოჯახის წევრებმა როგორ შეგიფასეს როლი?

ყველა შეთანხმდა თუ რა არის, არ ვიცი, მაგრამ ყველა მეუბნება, მოგვწონსო. დამაჯერებლად მატყუებენ (იღიმის).

(ვრცლად/ფოტოები)

სიახლეები/

|

July 10, 2018 / 10:21 am

TOP სიახლეები

“ძალიან გგავსო მეუბნებიან” – ლელა წურწუმიამ უსიმპატიურესი დისშვილი გამოაჩინა

მომღერალი ლელა წურწუმია, ინსტაგრამზე მისი დისშვილის სანდრო წურწუმიას ფოტოს აქვეყნებს. როგორც ლელა წერს, ეუბნებიან, რომ სანდრო მას ძალიან ჰგავს. “ძაან გგავს სანდრო შენო, მეუბნებიან ♥️ (ჩემი დისშვილია) მიყვარხარ ჩემო ბიჭო ♥️ ფოტო sashaprishvin ♥️” – წერს ლელა წურწუმია ინსტაგრამზე. სანდრო ლელას დის, ხათუნა წურწუმიას შვილია. მომღერალი საზოგადოებაში მასთან ერთად ხშირად ჩნდება. როგორც ცნობილია ლელა წურ­წუ­მია […]

Facebook

რეკლამა

მსგავსი სიახლეები

„ჩცდ“-ს ცნობილი სცენა, რომელიც ერთ დუბლში გადაიღეს (ვიდეო)

„ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი, ქეთი წიქვაძე, რომელიც ჩიკას ერთ-ერთი დაქალის როლს ასრულებს, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ იღებდნენ ცნობილ სცენას სერიალიდან, სადაც ჩიკა ერთ-ერთ კაფეში მაგიდას ატრიალებს. „სცენა, რომელიც ერთ დუბლში უნდა გადაგვეღო“, წერს მსახიობი. (ვიდეო)

ვინ განასახიერებს „ჩცდ“-ის ახალ პერსონაჟს – თათული დოლიძე თუ თამარ დათუაშვილი?

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, რომელიც კატოს მამას (ნუგზარ ერგემლიძე) მოსწონს. მისი სახელია მერი. წყვილი ერთმანეთის ნაგვის ურნასთან ხვდება და ახალი რომანი იწყება. სერიალის მაყურებელმა ახალი პერსონაჟი „ჩცდ“-ს უკვე არსებულ გმირს, ნინო ერისთავს მიამსგავსა, რომელსაც თათული დოლიძე ასახიერებდა. კომენტარებში ნამდვილი დისკუსია გაიმართა, რადგან მაყურებლის ნაწილი დარწმუნებული იყო, რომ თათული დოლიძეს უყურებდა. თუმცა, რასაკვირველია, ერთსა […]

ქეთი ხუციშვილმა ვარჯიშით შესანიშნავი ფიგურა დაიყენა (ფოტო)

„ჩემი ცოლის დაქალებში“ ლუნას როლის შემსრულებელი, ქეთი ხუციშვილი აქტიურად მისდევს ვარჯიშს. ის ერთ-ერთ ფიტნესცენტრში ვარჯიშობს და ხშირად აქვეყნებს ხოლმე ფოტოებს სავარჯიშო დარბაზიდან. მისასალმებელია, რომ ბევრი ცნობილი სახე ჯანსაღ ცხოვრებას მისდევს და სოცქსელების საშუალებით მის პროპაგანდას ეწევა. ქეთი ერთ-ერთი მათგანია. ახლახან მან გამოაქვეყნა ფოტო სავარჯიშო დარბაზიდან, სადაც კარგად ჩანს, რომ აქტიურმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო და ქეთის […]

მათე „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ – „პირველი სერიის გადაღებისას ცუდად გავხდი…“

17 წლის გეგა ოდიშელიძემ მთელი საქართველო აალაპარაკა საკუთარი სამსახიობო მონაცემებით – ის მათეს განასახიერებს „ჩემი ცოლის დაქალებში“, ბიჭს, რომელიც საკუთარ სკოლელ ჯეკოს ჩაგრავს… აქტუალური თემა, ბავშვებს შორის ძალადობა და ბულინგი სკოლებში „ჩცდ“-მ ყველაზე უკეთ წარმოაჩინა… გეგა fortuna.ge-ს ექსკლუზიურ ინტერვიუში საკუთარი პერსონაჟის შესახებ ესაუბრა. სანამ ფოტოებს ვიღებდით, მანამდე რამდენიმე ადამიანმა ჩამოიარა, გეგა დანახვისთანავე იცნეს, ერთ-ერთმა კი […]

„ჩემი ცოლის დაქალების“ ჩვენების გადადება მაყურებელმა გააპროტესტა

„ჩემი ცოლის დაქალების“ გუნდს მაყურებელი გაუბრაზდა. ნიკა გვარამიასა და ეკა კვესიტაძის „აქცენტების“ შემდეგ ეთერში უნდა ყოფილიყო პოპულარული სერიალის ის ეპიზოდი, რომელსაც მაყურებელი ყველაზე მეტად ელოდა. თავად გავრამიამაც აღნიშნა, რომ სერიალის ახალ ეპიზოდს მისი გადაცემის დასრულებისთანავე ვნახავდით, თუმცა „ჩცდ“-ს მაგივრად „რუსთავი 2“-ზე ჯენიფერ ლოპესის მონაწილეობით ფილმი გავიდა. ძალიან მალევე „ჩცდ“-ს ოფიციალურ „ფეისბუქ“-გვერდზე გავრცელდა განცხადება, სადაც აღნიშნული […]

რეკლამა