თაკო ნაცვლიშვილის დედამ, მოდელმა ნინო ცქიტიშვილმა მეოთხე შვილი გააჩინა

0
5797

მოდელი ნინო ცქიტიშვილი მეოთხე შვილის დედა გახდა. ნინოს პირველი შვილი, ასევე ცნობილი მოდელი, თაკო ნაცვლიშვილია, რომელთანაც დღესდღეობით,  მსოფლიოს წამყვანი მოდის სახლები თანამშრომლობენ. ნინოს მეუღლე კი ვატო ნაცვლიშვილია. წყვილს პირველი შვილი, თაკო ადრეულ ასაკში ეყოლათ, მეორე შვილი ნინომ 25 წლის ასაკში გააჩინა, ხოლო როცა მოდელი 27 წლის გახდა, სამყაროს პატარა ანაც მოევლინა.

როგორც თავად მოდელმა განაცხადა, მეოთხე შვილი მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი იყო. შვილების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, წყვილი მეოთხე ბავშვის გაჩენას არ გეგმავდა.

რამდენიმე დღის წინ ნინომ სოციალურ ქსელში ახალშობილი ანდრიას ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც უამრავი მოწონება ხვდა წილად.

უკვე ოთხი შვილის დედა, დღესაც შესანიშნავ ფორმაშია. თაკოსთან გადაღებულ ფოტოებში, ისინი დებს უფრო ჰგვანან, ვიდრე დედა-შვილს, რასაც მათი ფეისბუქ მეგობრებიც მუდამ უსვამენ ხაზს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here