თაკო ნაცვლიშვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე გამოჩნდა

0
2063

საქართველოში მოდის ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი კი თაკო ნაცვლიშვილია, რომელიც გამორჩეული აღნაგობით, ბევრი მუშაობითა და გამოცდილებით ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და წარმატებულ მოდელად იქცა.  2018 წელი თაკოსთვის სიახლეებით დაიწყო.  მან, მიმდინარე წლის 22 იანვარს, პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობა Ralph & Russo-ს ჩვენებაში მიიღო. როგორც თაკოს დედამ და „Look models”-ის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა თაკო არაჩვეულებრივ განწყობაზეა: „კიდევ რომელ ჩვენებებზე გამოვა არ ვიცით, გვიან ღამით წყდება თუ მომდევნო დღეს, რომელ შოუზე მიიღებს მონაწილეობას. ჯერ არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. მე ალბათ დავესწრები ყველა იმ ჩვენებას, რომელზეც გამოვა.“

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ თაკო პირველი ქართველი მოდელი გახდა, რომელმაც პარიზის მაღალი მოდის კვირეულზე ისეთი ცნობილი ბრენდების პოდიუმებზე გაიარა, როგორებიცაა Versace, Armani, Elie Saab და Dior. ასევე მან მონაწილეობა  გასული წლის ზაფხულში  ვიქტორია სეკრეტის კასტინგზე  მიიღო, თუმცა შოუზე ვერ მოხვდა. ამ ეტაპზე მას კონტრაქტი მსოფლიოს წამყვანი  სააგენტოს “Next”-ის თითქმის ყველა ფილიალთან აქვს დადებული.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here