თაკო ნაცვლიშვილი „ბომონდის“ გარეკანზე ქალღმერთივით გამოიყურება (ფოტოები)

თაკო ნაცვლიშვილი „ბომონდის“ გარეკანზე ქალღმერთივით გამოიყურება (ფოტოები)

ჟურნალ „ბომონდის“ ახალი ნომრის გარეკანზე წარმატებული ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილია გამოსახული. ჟურნალისთვის ფოტოსესია დავით ერისთავმა გადაიღო. შეიძლება ითქვას, რომ თაკო ნაცვლიშვილი გარეკანზე ქალღმერთივით გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც ცნობილ ბრენდებთან  ითანამშრომლა, რომელთა შორის არიან „არმანი“, „ვერსაჩე“, „რალფ ენდ რუსო“, ზუჰაირ მურადი და სხვანი.

როგორც ჟურნალთან საუბრისას აღნიშნავს, „შანელის“ კასტინგზე სამჯერ იყო – „აქედან ორზე პირდაპირ მივიღე უარი. ბოლო გასვლაზე, სულ ახლახან, პირველი ეტაპი წარმატებით გავიარე. დამიბარეს ე.წ. „ფითინგზე“. სამწუხაროდ, კოსტიუმები მკერდზე არ მომერგო. გულდასაწყვეტი იყო, რადგან პირველი ეტაპი გადალახული მქონდა და სადღაც გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ჩვენებაზე გამოვიდოდი. მანამდეც მქონია ასეთი იმედგაცრუებები და მივეჩვიე. ამიტომ ასეთი წინააღმდეგობების გადალახვა აღარ მიჭირს. კასტინგზე ისე გავდივარ, რომ შედეგზე ნაკლებად ვფიქრობ. ფიასკოს შემთხვევაში გული რომ არ მეტკინოს, ამ საკითხს მარტივად ვუდგები“, დასძენს ულამაზესი მოდელი.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

April 11, 2018 / 3:43 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

როკის ცოცხალი ლეგენდის ლეგენდარული კონცერტი – რობერტ პლანტმა ჯაზფესტივალის გახსნის დღე დაუვიწყარი გახადა

19 ივლისი, „ბლექ სი არენას” უზარმაზარი ეზო, მდელოებზე შეფენილი წყვილები, მეგობრები, ასევე წყვილად თუ ჯგუფად, მათ შორის ყველა ასაკის ადამიანი, დიდი თუ პატარა, ზოგმა მისი მოსმენა შვიდი წლის ასაკიდან დაიწყო, ზოგისთვის ახალგაზრდობის საუკეთესო მოგონებაა… მოკლედ, ყველას, ვინც 19 ივლისს, არენის ეზოშია შეკრებილი, თავისი მიზეზი აქვს და რასაკვირველია, მთავარი მუსიკის სიყვარულია, იმ მუსიკის, რომელიც ჯგუფმა “ლედ […]

რომელი კერძი გასინჯა რობერტ პლანტმა ბათუმში

გუშინ ბათუმში ლეგენდარული “ლედ ზეპელინის” სოლისტი, რობერტ პლანტი თავის ჯგუფთან ერთად ჩაფრინდა. მუსიკოსები სასტუმროში დაბინავდნენ. დღეს კი პლანტმა ბათუმში გასეირნება და სადილობა “კაფე გარდენში” გადაწყვიტა. როგორც გვითხრეს, მუსიკოსმა ქოთნის ლობიო დააგემოვნა და ძალიან მოეწონა. შეგახსენებთ, რომ დღეს რობერტ პლანტის კონცერტით, რომელიც “ბლექ სი არენაზე” გაიმართება, ბათუმის შავი ზღვის ჯაზფესტივალი გაიხსნება. (ფოტოები)

კინო ჟესტებით – ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის ნანა ჯანელიძის ფილმის ჩვენება გაიმართება

23 ივლისს, 20:30 საათზე, თბილისში, “მზიურის” ტერიტორიაზე გაიმართება ნანა ჯანელიძის ფილმის: „ნეტავ, იქ თეატრი არის?!” ჩვენება. ფილმი ადაპტირებულია ყრუ და სმენადაქვეითებული საზოგადოებისთვის. ფილმის ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია რომელსაც ფილმის რეჟისორი – ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი, ლეგენდარული ქართველი მსახიობი – კახი კავსაძე დაესწრებიან. “კინო ჟესტებით” ახალგაზრდა ხელოვანთა საერთაშორისო გაერთიანების პროექტია, რომელიც ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს […]

Facebook

რეკლამა

[bsa_pro_ad_space id=1]

მსგავსი სიახლეები

ნანი ბრეგვაძე და თაკო ნაცვლიშვილი პოდიუმზე – „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ პირველი დღე

„მერსედეს ბენცის მოდის კვირეული“ თბილისში 3 მაისს გაიხსნა. უამრავი უცხოელი სტუმარი, მედიის წარმომადგენლები, ბაიერები, სოფო ჭყონიას მოწვევით, კვლავ ესტუმრნენ თბილისს, რომელიც თანდათან ერთ-ერთ საინტერესო წერტილად ინიშნება მოდის სამყაროში. „მერსედეს ბენცის მოდის კვირეულის“ ახალი სეზონი რუსი დიზაინერისა და ფოტოგრაფის, გოჩა რუბჩინსკის მოდის შესახებ საუბრით გაიხსნა „ბასიანზე“, რასაც მოჰყვა ტატუნა ნიკოლაიშვილის კოლექციის პრეზენტაცია, ოთხი საათიდან კი სტუმრებმა […]

რის გამო ვერ გამოდიოდა ორი წელი პოდიუმზე თაკო ნაცვლიშვილი

თაკო ნაცვლიშვილი „იმედის დღეს“ სტუმრობდა და საკუთარ წარმატებებზე ისაუბრა. ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე რამდენიმე მნიშვნელოვან ჩვენებაზე გამოვიდა, მათ შორის განსაკუთღებით ბრწყინავდა ზუჰაირ მურადის ჩვენებაზე. თაკო: ერთადერთი სურვილი, რომელიც მაქვს ხოლმე ჩვენებებზე, არის ის, რომ ფეხსაცმელი იყოს ჩემი ზომა და არ მიჭერდეს.  დანარჩენი არაფერრზე მაქვს პრეტენზია. ზუჰაირ მურადის ჩვენებაზე რკინებიანი ფეხსაცმელი იყო, ძალიან მიჭერდა, თითიც […]

თაკო ნაცვლიშვილი Ralph & Russo-ს ჩვენებაზე გამოჩნდა

საქართველოში მოდის ინდუსტრია საკმაოდ სწრაფად ვითარდება. ერთ-ერთი საპატიო წარმომადგენელი კი თაკო ნაცვლიშვილია, რომელიც გამორჩეული აღნაგობით, ბევრი მუშაობითა და გამოცდილებით ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ და წარმატებულ მოდელად იქცა.  2018 წელი თაკოსთვის სიახლეებით დაიწყო.  მან, მიმდინარე წლის 22 იანვარს, პარიზის მოდის კვირეულზე მონაწილეობა Ralph & Russo-ს ჩვენებაში მიიღო. როგორც თაკოს დედამ და „Look models”-ის დამფუძნებელმა ნინო ცქიტიშვილმა ჩვენთან […]

თაკო ნაცვლიშვილი ყაზახური „ELLE“-ისთვის პოზირებს (ვიდეო)

ახლახან ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც თაკო ნაცვლიშვილია ასახული. ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი სხვადასხვა ცნობილი ბრენდის სამოსში ცნობილი ჟურნალის „ELLE“-ისთვის პოზირებს. შეგახსენებთ, რომ თაკო მცირე ხნის წინ „ვიქტორიას სიკრეტის“ მრავალმილიონიანი შოუს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა და მეორე ტურშიც გავიდა რამდენიმე გოგონას შორის, თუმცა საბოლოოდ, ის არ აირჩიეს. თაკო ამ შოუს კასტინგში მონაწილეობას შემდეგ წელსაც გეგმავს. ფოტო + ვიდეო

5 ქართველი ტოპგოგონა, უცხოური საიტის მიხედვით, რომლებიც თქვენს ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ

ყაზახური საიტი look.tm აქვეყნებს სტატიას იმ ხუთი ქართველი ტოპგოგონას შესახებ, რომლებიც თქვენს ყურადღებას უნდა იმსახურებდნენ. როგორც საიტი წერს, დემნა გვასალიას მიმართ მსოფლიო მოდის კანონმდებლების დიდ ყურადღებას ზოგადად ქართული მოდის მიმართ ყურადღებაც მოჰყვა, ამიტომაც გადაწყვიტეს, საკუთარ მკითხველს გააცნონ ხუთი ქართველი „ის გოგონა“. პირველი თაკო ნაცვლიშვილია, რომელმაც, საიტის ცნობით, სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. „გოგონას ჯერ […]

რეკლამა