თაკო გაჩეჩილაძე: „სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებაში ძალიან მეხმარება ლოცვა…“

0
604

თაკო გაჩეჩილაძე ეკო ფანგანს სტუმრობდა „იმედის დღეში“. მომღერალი საქართველოში ორ შვილთან ერთად ჩამოვიდა და ცოტა ხანს აქ დაყოფს. ელია და გაბრიელა – ასე ჰქვიათ მომღერლის შვილებს.

„აქ რომ ვართ, მეხმარება დედა, როდესაც ვენაში ვარ, მეხმარება დედამთილი. გვყავს არაჩვეულებრივი ძიძა. ძალიან რთულია, მაგრამ მადლობა ღმერთს, სწორი ნაბიჯი გადავდგი. მადლობა ღმერთს, რომ ეს ორი ანგელოზი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

ბევრი გამოკითხვა არ მჭირდება, მაგრამ თუკი სახლიდან გასული ვარ და რამე გამოვტოვე, აუცილებლად ვეკითხები დედას, ძიძას, როგორ არიან.

ვფიქრობ, დედის როლი იმაზე მეტია, ვიდრე იმაზე ფიქრი, ბავშვმა რა ჭამა. ვფიქრობ, აღზრდას აქვს მთავარი მნიშვნელობა. საწყის წლებში როგორც განუვითარდება ნერვული სისტემა და ფსიქოტიპი, მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება. მე უფრო ამას ვაქცევ ყურადღებას…

სულიერი სიმშვიდე ურთულესი ამბავია. ადამიანმა ამას თუ მიაღწია, ის პიროვნებად არის ჩამოყალიბებული. თუკი მარტო შენს თავთან დარჩენილი სულიერად მშვიდი ხარ, პრობლემა აღარ გაქვს. ეს რთულია, მაგრამ შეუძლებელი არაა. ამას ხელს უწყობს ძალიან რწმენა. მე ასე ვფიქრობ. სხვას არ ვახვევ თავს ჩემს სარწმუნოებას. ვიღაცას შეიძლება, მზის სწამს… ჩემთვის ეს არის ღმერთი და ჩემი სარწმუნოება. ლოცვა გეხმარება ძალიან. შენს ოჯახში, ოჯახის წევრებთან ერთად ყოფნა. იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც არ არის ენერგოვამპირები. ფსიქოლოგთან სიარული… ძალიან ბევრ ადამიანს ერიდება ამის თქმა. რატომ არის ეს ასეთი პრობლემა, ვერ ვხვდები, მაგრამ მე, როცა დამჭირდება ხოლმე, თვეში ერთხელ თუ კვირაში ერთხელ, მივდივარ და ვსტუმრობ ჩემს ფსიქოლოგს…“, აღნიშნავს თაკო ტელეინტერვიუში.

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here