თაკო ჭანუყვაძე: „ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია…“

თაკო ჭანუყვაძე: „ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია…“

თაკო ჭანუყვაძე „ჩცდ“-ში კეკეს როლს თამაშობს. ის მოზარდ მაყურებელთა თეატრშია დაკავებული, პროფესიით მსახიობი გახლავთ. პოპულარობა კი კეკეს როლმა მოუტანა, რომელიც პოპულარულ სერიალში ერთ-ერთი ცნობილი პერსონაჟი გახდა.

თაკომ ინტერვიუ მისცა ჟურნალ „სარკეს“, სადაც საკუთარი ოჯახის შესახებ საუბრობს და ამბობს: „კეკესა და ვატიკანას შორის დიდი სიყვარული არ იგრძნობა, ჩემი და ჩემი ქმრის შემთხვევაშიც კი ყველაფერი რადიკალურად სხვანაირია… ჩვენ უფრო თბილი ურთიერთობა გვაქვს“.

როგორც თაკო ამბობს, მასა და მის მეუღლეს სამი წლის ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც ანასიკო ჰქვია.

ყურადღებიანი ცოლი ხართ?

ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და კარგი ცოლი ვარ, თუმცა ეს ალბათ ჩემი ქმრისგან უნდა მოისმინოთ.

რას საქმიანობს თქვენი ქმარი?

ეკონომისტია. პირადზე ლაპარაკი დიდად არ მიყვარს, ბოდიშს მოგიხდით, ამაზე არ ვისაუბროთ.

როგორ ათავსებთ სერიალს, თეატრს, ოჯახს ერთმანეთთან?

ვცდილობ, შევათავსო, რადგან სხვანაირად არგამოდის. თეატრში ხელს მიწყობენ, როცა იციან, გადაღების დღეები მაქვს, მათავისუფლებენ, დანარჩენ დროს თეატრს, შვილს, მეგობრებს ვუთმობ.

თაკო ინტერვიუში თავისი პერსონაჟის შესახებ ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს:

„კეკე იმ ქალების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც, ძირითადად, სახლში არიან, მუშაობა არ უყვართ, მეგობრებზე, ჩაცმაზე, გართობაზე არიან გადართული. კეკეს ამ კონკრეტულ შემთხვევაში სხვა ინტერესი არ აქვს. ასეთი ადამიანები რეალურადაც არსებობენ და გარშემო მეც მყავს ისეთები, რომლებსაც უბრალოდ, მუშაობა არ უნდათ, თავიანთი გასართობები აქვთ… ერთადერთი მსგავსება, რაც კეკესთან მაქვს, ჩაცმის სტილია. ზუსტად იმავენაირად იცვამს, როგორც მე“.

(ფოტოები)

სიახლეები/

|

May 30, 2018 / 3:08 pm

საკვანძო სიტყვები

TOP სიახლეები

თეონა კონტრიძე სტეფანეს რუსოფობიის გამო აკრიტიკებს – „ვიღაცა ბრიყვებისთვის რუსეთი იქცა „გოიმობის“ სინონიმად…“

სტეფანე მღებრიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება კარგად არის ცნობილი. თავის დროზე მან „ევროვიზიისთვის“ ჩაწერა სიმღერა, რომელსაც თაკო გაჩეჩილაძესთან, ქრისტინე იმედაძესა და ნინი ბადურაშვილთან ერთად ასრულებდა და სახელწოდებიდან გამომდინარე (We don’t wanna put in), „ევროვიზიიდან“ პოლიტიკური ქვეტექსტის ქონის გამო მოხსნეს. სტეფანე რუსეთში კონცერტებს არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ როგორც თავად მცირე ხნის წინ დაწერა, უამრავი შეთავაზება აქვს. ახლახან […]

გიგა მაქარაშვილი: „ერთი კეთილი ამბავი უნდა მოგიყვეთ ნინო ქათამაძის შესახებ…“

სამოქალაქო აქტივისტი, ჟურნალისტი გიგა მაქარაშვილი, რომელმაც ახლახან, სოხუმის დაცემის დღეს, ენგურამდე თბილისიდან გზა ფეხით გაიარა, სოციალურ ქსელში ამ რთულ რთულ დღეებს იხსენებს და იხსენებს ასევე ნინო ქათამაძის ზარს, რომელმაც მისიე რთი საღამო შეცვალა. გთავაზობთ გიგას სტატუსს: „ერთი კეთილი ისტორია უნდა მოგიყვეთ, ჩემთვის ვინახავდი, მაგრამ ჯობს ბევრმა გაიგოს: ზესტაფონთან უნდა გამეთენებინა ღამე მსვლელობის მეშვიდე დღეს, ძილის […]

„მგონია, რომ ბელა მირიანაშვილი მიწაზე ფეხს არ ადგამდა“ – ქართული სტილის კერპის საღამო ფუნიკულიორზე

18 ოქტომბერს, ფუნიკულიორზე თბილისის მოდის კვირეულის მეთვრამეტე სეზონი ქართველი კინოვარსკვლავის, ულამაზესი ბელა მირიანაშვილისადმი მიძღვნილი საღამოთი გაიხსნა. ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კინომსახიობი სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამ სფეროდან, მაგრამ წარუშლელი კვალი დატოვა ყველაზე, ვინც მისი როლები ფილმში თუ სპექტაკლებში ნახა… ბელა მირიანაშვილის საღამო ბასა ფოცხიშვილისა და მისი გუნდის რეჟისურით დაიდგა. პროექტის წარმდგენი თბილისის მოდის კვირეულის „სტილის კერპის“ […]

Facebook

რეკლამა

რეკლამა